2023 წლის 25სექტემბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიისმიერ დაარსებულგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის მეოთხეშეხვედრა გაიმართა.მრჩეველთა საბჭოს წევრებს ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ  სოციალური პროგრამის განვითარებისშესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, საბჭოს წევრებმა მოისმინეს ტყის განაშენიანების გეგმის მომზადების პროგრესი, ბახვი 2 ჰესის წინასამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადგილობრივი პირების სტატისტიკა, ვანისქედში წყლის სისტემის მშენებლობის პროგრესი, რომელიც 46 ოჯახისთვის წყლის მიწოდებას გულისხმობს და ასევე, გაეცნენ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ახალი კურიკულუმის მიხედვით განახლებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც გარემოსდაცვითი და განახლებადი ენერგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

გურიაში უკვე, მეორე დღეა იმყოფება გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების საერთაშორისო ექსპერტი, ბატონი პიერ ბიდერმანი, რომელმაც საბჭოს წევრებს გააცნო ბახვი ჰესის მიერ წარმოებული წინა სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის შედეგები. პიერ ბიდერმანთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საბჭოს წევრებმა მიიღეს ამომწურავი პასუხებიყველა მათთვის საინტერესო საკითხებზე.კითხვები ძირითადად ეხებოდა გარემოსდაცვით თემებს. მაგალითისთვის, თევზსავალი და მისი ეფექტიანი მართვა, მშენებლობის დროს სანაყაროების მოწყობა. თავის მხრივ, პიერ ბიდერმანსაც ჰქონდა კითხვები საბჭოს წევრების მიმართ, ის დაინტერესედა საბჭოს წევრების მოსაზრებებით, თუ როგორ აფასებენ საბჭოს ქმედითუნარიანობას, კომუნიკაციის არსებულ ფორმას კომპანიას, საბჭოს წევრებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს საკუთარ როლსა და გაზრდილ პასუხისმგებლობებზე, რომელიც გააჩნიათ მოსახლეობის მიმართ. ასევე, საბჭოს წევრებმა აქცენტი გააკეთეს იმ ფაქტზე,  რომ მათი მხრიდან მუდმივად  ხდება კრიტიკული საკითხების წამოწევა და განხილვა კომპანიის წარმომადგენლებთა ერთად.

შეგახსენებთ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების  მრჩეველთა საბჭო კომპანიის ინიციატივით შექმნილი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანი,  დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მეტი გამჭვირვალობაა. საბჭო ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან ნომინირებული 12 დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება. საბჭოში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ბიზნესი.

მსგავსი სტატიები

  • 92
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
  • 83
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა            2022 წლის  7სექტემბერს,ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტებისგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი,შეხვედრა გაიმართა.ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გააცნო ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიშის მომზადების პროცესი, ასევე წარადგინა მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი, ალა მარი, რომელიც ჩხაკაურას საჯარო სკოლის დირექტორია. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა…
  • 82
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2022 წლის 21 დეკემბერს,ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტებისგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის შემაჯამებელიშეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე მხარეებმაიმსჯელეს მიმდინარე საკითხებზე.მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიესალმა ბახვი ჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ნიბლაძე, რომელმაც შეაჯამა გასული წლის სამუშაო და მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა…
  • 82
    ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭო ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო 2021 წლის 5 აგვისტოს, კომპანიის უპრეცედენტო ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაშია 10 დაინტერესებული პირი, რომლებიც  წარმოადგენენ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, მცირე და საშუალო ბიზნესს, მედიას და თვითმმართველობას. საბჭოს ფორმატში მონაწილოება ანაზღაურების გარეშეა. აქ მოვიდნენ და გაწევრიანდნენ ადამიანები,…
  • 81
    ბახვი ჰესის პროექტების მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა  2022 წლის 5 აგვისტოს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი, გასვლითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნეს კომპანიის მიერ მართული პროექტების განვითარების ფაზები და სამომავლო გეგმები.  მხარეებმა იმსჯელეს და განიხილეს ახალი გამოწვევები და პროექტით დაინტერესებული მხარეებისთვის აქტუალური საკითხები.…