ბახმაროს წელს 20 000  დამსვენებელი სტუმრობდა    

ბახვი ჰესის ინიციატივით, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის პროექტთან თანამშრომლობით, 2022 წლის ზაფხულს ბახმაროში, ცენტრალურ გზაზე ენერგოეფექტური ლედ განათებების სისტემა მოეწყო. შეიცვალა სრულად ამორტიზირებული ძველი სისტემა 4.5 კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც 128 ერთეული ბოძს და ელექტროგადამცემ ხაზს გულისხმობს.  ელექტროგადამცემი ხაზი, როემლიც საჰაერო იყო, მოთავსდა მიწაში მეტი დაცულობისთვის, დამონტაჟდა ენერგოეფექტური სისტემა. ზამთარსა და ზაფხულში განათებული ბახმარის ცენტრალური გზატკეცილი სწორედ ამ პროექტის დამსახურებაა.  პროექტის განხორციელებისას დასაქმებული იყო 8 ადგილობრივი მოსახლე. მშენებლობა 2 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

„პირველი ინფრასტრუქტურული პროექტი, როემლიც ბახვი ჰესის ეგიდით განხორციელდა რეგიონში, იყო ენერგოეფექტური LED განათებების სისტემა  ბახმაროში. მოხარული ვარ, რომ სისტემა შეფერხებების გარეშე მუშაობს და ყველა მადლიერია, ტურისტიც და ადგილობრივიც. დღეს ბახმაროში მყოფებს, უკვე წარმოუდგენლად ეჩვენებათ, ჩაბნელებული ტრასა და განათების გარეშე არსებობა. გვახარებს ის ფაქტიც, რომ ფოტოხელოვანები, ღამის ბახმაროს განათებების საოცრად ლამაზ კადრებს აზიარებენ სოციალურ ქსელში. განათებული ლამპიონები უკვე სამარკო ნიშანია ბახმაროსი. სოციალური პროექტების განხორციელებისას, ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, შევქმნათ მდგრადი განვითარების პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონში ცხოვრების პირობების გაუმჯობესაებას“, _ განაცხადა დავით კობერიძემ, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა.

 

2023 წლის სეზონზე, აგვისტოს ჩათვლით ბახმაროს 20 000 დამსვენებელი ეწვია როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე და ბევრი მათგანის კამერის ობიექტივში მოხვდა LED განათების სისტემით განათებული ბახმაროს ცენტარლური ქუჩა.

მსგავსი სტატიები

  • 69
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 67
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 64
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 63
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 56
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…