როგორც ცნობილი გახდა, ოქროსმომპოვებლები სოფელ ზოტის შემდეგ სოფელ კონჭკათს მიადგნენ. წიაღის ეროვნული სააგენტოს 29 მარტის # 429 დამატებითი ლიცენზია-ბრძანებით კომპანია „აი ენდ ეფ სულუშენს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 677 კგ. ოქრო უნდა მოიპოვოს (?!)
დღეს დილით ამის შესახებ ინფორმაცია გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკომ“ გაავრცელა.
„ რა ემუქრება ისედაც სტიქიით დაზარალებულ სოფელ კონჭკათს?
ერთ-ერთი ურთულესად დამეწყრილი სოფელი კონჭკათია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მეწყერსაშიშ ადგილებიდან მოსახლეობა გამოჰყავთ.
ამ დროს მინერალური რესურსების სააგენტოს გაცემული ააქვს ამ სოფელში ოქროს მოპოვების ლიცენზია 2040 წლის აპრილამდე.
ხოლო გაცემის თარიღია 2023 წლის მარტი.
ხომ წარმოგიდგენიათ რა მოყვება ოქროს საბადოებს ამ სოფელში? ან გურიას? წარმოუდგენელი რამ, როცა ჩვენს ქვეყანაში გარემოსდაცვითი კანონები უგულველყოფილია.
გაცემულ ლიცენზიას დასტურს მისცემდა იზურგეთის მერია, იციის მოსახლეობამ ამის შესახებ?
მერე ირბინონ დასახმარებლად და ფოტო-პოზირებისთვის.
აი რატომ არ გვაწვდის საჯარო ინფორმაციას მონერალური რესურსების სააგენტო , გურიის რეგიონის ახალ რეესტრს.“ _წერს ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში.

გაზეთი „ალიონი“ სოფელ კონჭკათის  მაჟორიტარ დეპუტატს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა აროშიძეს ესაუბრა:

_ ძლიერმა წვიმებმა მეწყერი წარმოქმნა არაერთ უბანში.დამეწყრილია გზები, საკარმიდამო ნაკვეთები,  საცხოვრისად უვარგისია არაერთი საცხოვრებელი სახლი. მუშაობს სამაშველო სამსახური, გეოლოგები. მაქსიმალურად ვუდგავართ მოსახლეობას გვერდში.

რაც შეეხება საბადოს, უკვე სამი წელია აღნიშნული კომპანია აწარმოებს წინასწარ სამუშაოებს სოფლის განაპირას, მდინარე სუფსასთან ახლოს აროშიძეების უბანში. 

დასაქმებული ჰყავთ ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენი უპირველესი მოთხოვნა იყო, რომ აფეთქებების საშუალებით არ მომხდარიყო სამუშაოები და არ ემოძრავა მძიმე ტექნიკას გზებზე.

მათ ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინეს და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები _გვითხრა გელა აროშიძემ.

სურათზე: სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ კონჭკათში (ფოტო აღებულია გელა აროშიძის ფეისბუქგერდიდან).

მსგავსი სტატიები

  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 60
    ოქროს საბადოები გურიაში _ინვესტიცია ქაღალდზესაქართველოში ოქროს მოპოვებას ოდითგანვე მისდევდნენ.მითი „ოქროს საწმისის“ შესახებ მსოფლიო ისტორიის საგანძურშია შესული. არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ არგონავტების მოგზაურობა კოლხეთში რეალური ფაქტი იყო. სტრაბონი თავის გეოგრაფიულ თხზულებებში წერს,რომ სვანეთში მდინარეებს ჩამოაქვთ ოქრო, რომელსაც იქ მცხოვრებნი დახვრეტილი ვარცვლებით და ბეწვიანი ტყავებით აგროვებენ. ბოლო წლების მონაცემებით ათ მთავარ საექსპორტო საქონელს შორის ოქრო ერთ-ერთია,…
  • 57
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 56
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 56
     „გასწორხაზოვნება“ თუ ქვიშა-ხრეშის უპრობლემოდ მოპოვების ახალი გეგმა კარიერების თემა დროებით მიეფარა საზოგადოების თვალსაწიერს. არადა, მდინარეების აუზში კვლავ ინტენსიურად ხდება ქვიშა-ხრეშის  მოპოვება, მდინარე სუფსაზე ზოგიერთ მონაკვეთი ისეა აოხრებული, მდინარის ფსკერიც კი ამოუღიათ.  მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შედეგად დაზიანებულია ოზურგეთი-ჯუმათი-გულიანის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. გასულ ხუთშაბათს სოფელ ოზურგეთის გადასახვევიდან ვიდრე ე.წ. „ძაღლების თავშესაფრამდე“, 5 წუთის განმავლობაში 15 მძიმედ დატვირთული ავტომანქანა დავაფიქსირეთ,…