რამდენიმე წუთის წინ რეგიონის მოსახლეობამ მობილურ ტელეფონებზე მიიღო შეტყობინება 112-დან, სადაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი რეგიონის მოსახლეობას გადაადგილებიდან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„გურიის რეგიონში უხვი ნალექების გამო ადიდებულია მდინარის კალაპოტები, მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან“ _ ნათქვამია განცხადებაში.