სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შედგენილი დღის განრიგი, რომელიც უნდა იყოს მოქნილი, პროგნოზირებადი და მრავალფეროვან გამოცდილებას სძენდეს თითოეულ ბავშვს.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებში დეტალურად არის გაწერილი, როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღის დღის განრიგი.
► დღის განრიგში ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს ფიზიკურად აქტიური და ნაკლებად აქტიური საქმიანობები;
► დღის განრიგში მონაცვლეობითი უნდა იყოს მცირე და დიდი ჯგუფებისთვის განსაზღვრული საქმიანობები. დიდი ჯგუფების საქმიანობისთვის გამოყოფილი დრო მინიმალურია;
► დღის მანძილზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მრავალფეროვანი გამოცდილებები;
► ყოველდღიურ განრიგში ბავშვის მიერ ინიცირებული საქმიანობებისთვის გათვალისწინებული დრო უნდა აღემატებოდეს აღმზრდელ-პედაგოგისა და აღმზრდელის მიერ ინიცირებული საქმიანობებისთვის განკუთვნილ დროს;
► განრიგი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს თითოეული ბავშვის საჭიროებებსა და ინდივიდუალურ ტემპს – დაკმაყოფილდეს თითოეული ბავშვის საჭიროებები და ინტერესები, საქმიანობაში ჩართულ ნებისმიერ ბავშვს უნდა აცადონ პროცესის დასრულება და არ დააჩქარონ;
► ტრანზიციის დროს არცერთ ბავშვს არ უნდა უწევდეს ხანგრძლივად ლოდინი.
წყარო: SKOLAMDELEBI.GE
მსგავსი სტატიები
- 79დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 75პროექტი „ბავშვთა და მოზარდთა მიმართ ძალადობის პრევენცია“- ხორციელდება „ საქველმოქმედო კავშირი-ქალთა ცენტრის და ძდექ-ის გურიის რეგიონალური კომიტეტის თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში სკოლის პედაგოგებისა და საბავშვო ბაღების აღმზრდელთათვის კაჭრეთში ,სასტუმრო „ამბასადორში“, ჩატარდა სამ დღიანი ტრენინგების კურსი,რომელსაც უძღვებოდნენ: საერთაშორისო ექსპერტები: ია ვერულაშვილი,პროფესორი, ორგანიზაცია „კავშირი-ქალთაცენტრი“. „ბავშვთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობის ნაადრევი იდენტიფიკაციის მეთოდების გამოყენება…
- 68გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 67სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 66საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნების მიხედვით: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და…