ლადო ჭელიძე, ცნობილი მწერლისა და მეცნიერის, პროფესორ გიზო ჭელიძის უფროსი ვაჟია. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ასევე არის ტელეჟურნალისტი. იგი ამჟამად ისრაელში მოღვაწეობს და მისი საქმიანობის შესახბ ვთხოვეთ ინტერვიუ:
_ ხუთი წლის წინ მივიღე ორმაგი მოქალაქეობა (ბებია მყავდა დედის მხრიდან ებრაელი) და 2019 წელს გადმოვედი ისრაელში. როგორც ჟურნალისტი აქტიურად დავიწყე თანამშრომლობა ისრაელის სახელმწიფო რადიო REKA–ს ქართულენოვან პროგრამასთან , სადაც მიმყავს სამეცნიერო-პოპულარული რუბრიკა _ `იბერიიდან იუდეამდე“. 2021 წლის ოქტომბერში მუშაობა დავიწყე იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ფოლკლორის კვლევის ცენტრში აფილირებულ მკვლევარად.
_ რა სახის ურთიერთობა გაქვთ ქართულ–ებრაულ საზოგადოებa „გულთაკავშირთან“ და მის პრეზიდენტ ბატონ რობერტ ადართან?
_ მეხუთე წელია, რაც გავხდი სსფ „გულთა კავშირის“ წევრი, რომლის პრეზიდენტია ცნობილი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი, ბატონი რობერტ ადარი. ჩვენი საზოგადოებრივი გაერთიანება წარმატებით აგრძელებს მრავალსაუკუნოვანი ქართულ-ებრაული ტოლერანტული ურთიერთობების ტრადიციებს და ღირსეული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნების ისრაელისა და საქართველოს თანამედროვე კავშირების განმტკიცებაში. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზაციის პრეზიდენტის როლი, რომელთანაც მჭიდრო კოლეგიალური და ახლო მეგობრული კონტაქტები მაქვს, როგორც ბიბლიური ღირსებების მქონე პიროვნებასთან.
_ როგორ დაიწყო ომი,როგორი სიტუაცია ჰქონდათ იქ მცხოვრებ ქართველებს?
_ როგორც მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობა 7 ოქტომბრის დილის შვიდი ნახევარზე დაიწყო. მე და ჩემი მეუღლე იერუსალიმში ქართველთა ისტორიული მემკვიდრეობის მივიწყებული ადგილების დათვალიერების მიზნით მოწყობილ საექსკურშიო ტურში მონაწილეობისათვის ვემზადებოდით, როცა აზაკა (სირენა) ჩაირთო და ღაზას სექტორიდან საჰაერო სარაკეთო შეტევა დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. ისრაელელთა განუზომელი აღშფოთება და რისხვა გამოიწვია ქვეყნის სამხრეთში არაბი ტერორსიტების მიერ წარმოუდგენელი სისისასტიკით ჩადენილმა მკვლელობებმა და ტერორრისტული ორგანიზაცია `ჰამასის~ ორგანიზებით განხორციელებულმა ადგილობრივი მოსახლებისა და ახალგაზრდული მუსიკალური კონცერტის მონაწილეების საყოველთაო Jლეტამ, რამაც ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან კანონზომიერი საპასუხო ზომების მიღება განაპირობა. მთელი პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადო, რომ ისრაელი არ უპირისპირდება არაბ მოსახლეობას, არამედ ებრძვის ტერორისტულ დაჯგუფებას, რასაც ქვეყნის მოქალაქეობის საყოველთაო მხარდაჭერა აქვს და ეს სავსებით გასაგებია.
ისრაელში მცხოვრები ქართველები, როგორც მოქალაქეები, ისე ემიგრანტები ქვეყნისათვის ამ მეტად დრამატულ სიტუაციაში სრულიად სოლიდარული არიან და მთლიანად იზიარებენ ისრაელის ხელისუფლებისა და მოსახლეობის საერთო სულისკვეთებას ტერორიზმთან საბოლოო გამარჯვების მოპოვების საქმეში.
_ თქვენ omis periodSi TbilisSi კონფერენციaSi monawileobis misaRebad CamoxvediT…
_ დიახ, მე კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესზე დასასწრებად ჩამოვედი, რომელშიც ასევე მონაწილეობას იღებდა ჩემი იერუსალიმელი დოქტორანტი სარა ნეშერი.
_ როგორია იქ მყოფი ქართველების მდგომარეობა ამჟამად?
_ აქ მცხოვრები ქართველების გარკვეულმა ნაწილმა დროებით დატოვა ქვეყანა,მაგრამ ბევრი მათგანი, მათ შორის ჩემი შვილი და რძალი, უკვე დაბრუნდა. რამდენიმე დღეში მე და ჩემი მეუღლეც დავბრუნდებით.
_ როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები?
_ აღნიშნული მოვლენები ერთმნიშვნელოვნად ტერორიზმის აღმოფრხვითა და ისრაელის გამარჯვებით დასრულდება. შექმნილ სიტუაციაში სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
_ ომის დასრულების შემდეგ თქვენ გააგრძელებთ ისარელში მუშაობას?
_ რა თქმა უნდა, აუცლებლად. წინ მეტად დიდი და საგულისხმო გამოწვევებია.
P.S.ლადო ჭელიძე მეუღლესთან ერთად ამჟამად ისრაელში იმყოფება.
სურათზე: ლადო ჭელიძე სსფ „გულთა კავშირის“ პრეზიდენტ რობერტ ადართან ერთად.
გაზეთი „ალიონი,“ #24,2023 წ.
მსგავსი სტატიები
- 100კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) ამერიკული ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაში აკეთებს ინვესტირებას. მის პორტფელში შემავალი პროექტების გეოგრაფია საქართველოს ხუთ რეგიონს, აჭარას, გურიას, სვანეთს, სამცხე - ჯავახეთსა და კახეთს მოიცავს. კომპანიაში ოთხი უკვე ოპერირებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურია, ორი კი, გურიის რეგიონში არსებული პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2023…
- 100
დაბა და სოფელი (მოწერილი ამბავი) გურია,10 მაისი. ნათქვამია „დიდი ლხენაა ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ…
- 100
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც პროექტ ტრილოგიის ერთგვარ შეჯამებასაც წარმოადგენდა, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ვასილ ჩიგოგიძემ, სიხარულს რომ ვერ მალავდა, ისეთი ემოციებით, იმ გამოწვევებსა და შედეგებზე ისაუბრა, რაც უკვე წარმატებით განხორციელდა და რისი იდეაც სამიოდე წლის წინ თავად გააჟღერა. 19-23 ნოემბრის ფარგლებში, ოზურგეთის სახელმწიფო…
- 100
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ამ წერილს ავრცელებს და მის მიმართ ბრალდებების მორიგ სერიას პასუხობს: „ალბათ ყველაფერს არ უნდა უპასუხო ადამიანმა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მივიწყებულ და თანაც საამაყო საქმეებს მახსენებენ ხოლმე, მინდება თქვენც რომ გაგანდოთ. ბრალდება კი ამგვარი გახლავთ: ,,მიშას დრო ციხეში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა!!!" ბარემ ერთი…
- 100
დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული ხნით შესვენების შემდეგ, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში განახლდა გეგმა -კალენრით გათვალისწინებული საჭადრაკო შეჯიბრებების ორგანიზება. 12-15 ნოემბერს ჩატარდა მუნიციპალური საჭადრაკო ტურნირი 8 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. მონაწილეთაგან საკმაოდ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოფიციალურ ტურნირებში პირველად ღებულობდა მონაწილეობას და მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა მოჭადრაკისათვის საკმაოდ მაღალი…