ლადო ჭელიძე, ცნობილი მწერლისა და მეცნიერის, პროფესორ გიზო ჭელიძის უფროსი ვაჟია.  ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი. ასევე არის   ტელეჟურნალისტი. იგი ამჟამად ისრაელში მოღვაწეობს და მისი საქმიანობის შესახბ ვთხოვეთ ინტერვიუ:

_ ხუთი წლის წინ მივიღე ორმაგი მოქალაქეობა (ბებია მყავდა დედის მხრიდან ებრაელი) და 2019 წელს გადმოვედი ისრაელში. როგორც ჟურნალისტი აქტიურად  დავიწყე თანამშრომლობა ისრაელის სახელმწიფო რადიო REKA ქართულენოვან პროგრამასთან , სადაც მიმყავს სამეცნიერო-პოპულარული რუბრიკა _ `იბერიიდან იუდეამდე“. 2021 წლის ოქტომბერში მუშაობა დავიწყე იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ფოლკლორის კვლევის ცენტრში აფილირებულ  მკვლევარად.

_ რა სახის ურთიერთობა გაქვთ ქართულებრაულ საზოგადოებaგულთაკავშირთანდა  მის პრეზიდენტ ბატონ რობერტ ადართან?

_ მეხუთე წელია, რაც გავხდი სსფ „გულთა კავშირის“ წევრი, რომლის პრეზიდენტია ცნობილი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი, ბატონი რობერტ ადარი. ჩვენი საზოგადოებრივი გაერთიანება წარმატებით აგრძელებს მრავალსაუკუნოვანი  ქართულ-ებრაული ტოლერანტული ურთიერთობების ტრადიციებს და ღირსეული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნების ისრაელისა და საქართველოს თანამედროვე კავშირების განმტკიცებაში. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზაციის პრეზიდენტის როლი, რომელთანაც მჭიდრო კოლეგიალური და ახლო მეგობრული კონტაქტები მაქვს, როგორც ბიბლიური ღირსებების მქონე პიროვნებასთან.

_ როგორ დაიწყო ომი,როგორი სიტუაცია ჰქონდათ იქ მცხოვრებ ქართველებს?

_ როგორც მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობა 7 ოქტომბრის დილის შვიდი ნახევარზე დაიწყო. მე და ჩემი მეუღლე იერუსალიმში ქართველთა ისტორიული მემკვიდრეობის მივიწყებული ადგილების დათვალიერების მიზნით მოწყობილ  საექსკურშიო ტურში მონაწილეობისათვის ვემზადებოდით, როცა აზაკა (სირენა) ჩაირთო და ღაზას სექტორიდან საჰაერო სარაკეთო შეტევა დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. ისრაელელთა განუზომელი აღშფოთება და რისხვა გამოიწვია ქვეყნის სამხრეთში არაბი ტერორსიტების მიერ წარმოუდგენელი სისისასტიკით ჩადენილმა მკვლელობებმა და ტერორრისტული ორგანიზაცია `ჰამასის~ ორგანიზებით განხორციელებულმა ადგილობრივი მოსახლებისა და ახალგაზრდული მუსიკალური კონცერტის მონაწილეების საყოველთაო Jლეტამ, რამაც ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან კანონზომიერი საპასუხო ზომების მიღება განაპირობა. მთელი პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადო, რომ ისრაელი არ უპირისპირდება არაბ მოსახლეობას, არამედ ებრძვის ტერორისტულ დაჯგუფებას, რასაც ქვეყნის მოქალაქეობის საყოველთაო მხარდაჭერა აქვს და ეს სავსებით გასაგებია.

ისრაელში მცხოვრები ქართველები, როგორც მოქალაქეები, ისე ემიგრანტები ქვეყნისათვის ამ მეტად დრამატულ  სიტუაციაში სრულიად სოლიდარული არიან და მთლიანად იზიარებენ ისრაელის ხელისუფლებისა და მოსახლეობის საერთო სულისკვეთებას ტერორიზმთან საბოლოო გამარჯვების მოპოვების საქმეში.

_ თქვენ omis periodSi TbilisSi კონფერენციaSi monawileobis misaRebad CamoxvediT…

_ დიახ, მე კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესზე დასასწრებად ჩამოვედი, რომელშიც ასევე მონაწილეობას იღებდა ჩემი იერუსალიმელი დოქტორანტი სარა ნეშერი.

_  როგორია იქ მყოფი ქართველების მდგომარეობა ამჟამად?

_ აქ მცხოვრები ქართველების გარკვეულმა ნაწილმა დროებით დატოვა ქვეყანა,მაგრამ ბევრი მათგანი, მათ შორის ჩემი შვილი და რძალი, უკვე დაბრუნდა. რამდენიმე დღეში მე და ჩემი მეუღლეც დავბრუნდებით.

_ როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები?

_ აღნიშნული მოვლენები ერთმნიშვნელოვნად ტერორიზმის აღმოფრხვითა და ისრაელის გამარჯვებით დასრულდება. შექმნილ  სიტუაციაში სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

_ ომის დასრულების შემდეგ თქვენ გააგრძელებთ ისარელში მუშაობას?

_ რა თქმა უნდა, აუცლებლად. წინ მეტად დიდი და საგულისხმო გამოწვევებია.

P.S.ლადო ჭელიძე მეუღლესთან ერთად ამჟამად ისრაელში იმყოფება.

სურათზე: ლადო ჭელიძე სსფ „გულთა კავშირის“ პრეზიდენტ რობერტ ადართან ერთად.

გაზეთი „ალიონი,“ #24,2023 წ.

მსგავსი სტატიები

  • 100
    „თუ კაცი კაცის წამალი  იქნებოდა, მაშინ ყველანი ერთად თავის ქვეყნის, თავის კუთხის წამალი და მალამო იქნებიანო“დაბა და სოფელი (მოწერილი ამბავი) გურია,10 მაისი. ნათქვამია „დიდი ლხენაა ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ…
  • 100
     გარდენიას ისტორიებიგურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის…
  • 100
    კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ახალი თაობაკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) ამერიკული ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაში აკეთებს ინვესტირებას. მის პორტფელში შემავალი პროექტების გეოგრაფია საქართველოს ხუთ რეგიონს, აჭარას, გურიას, სვანეთს, სამცხე - ჯავახეთსა და კახეთს მოიცავს. კომპანიაში ოთხი უკვე ოპერირებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურია, ორი კი, გურიის რეგიონში არსებული პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2023…
  • 100
    მორიგი ,,ბრალდება" გაისმა ჩემი ბიოგრაფიიდან.საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ამ წერილს ავრცელებს და მის მიმართ ბრალდებების მორიგ სერიას პასუხობს: „ალბათ ყველაფერს არ უნდა უპასუხო ადამიანმა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მივიწყებულ და თანაც საამაყო საქმეებს მახსენებენ ხოლმე, მინდება თქვენც რომ გაგანდოთ. ბრალდება კი ამგვარი გახლავთ: ,,მიშას დრო ციხეში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა!!!" ბარემ ერთი…
  • 100
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…