საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისიწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის სამართლებრივი პროცედურების შესახებ:
1. შესარჩევი კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას;
2. საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N 25/ნ ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად სერტიფიცირების ეტაპის დასრულების შემდეგ საქართელოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიას, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება.
ბატონ ტარიელ კალანდაძეს სასერტიფიკაციო ეტაპი – ტესტირება, გასაუბრება- გავლილი აქვს და საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერთიფიკატი მიღებული აქვს 2014 წელს .
და ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N 25/ნ ბრძანების“ მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მისი სერტიფიკატი მარტივად რომ ვთქვათ, ,,მუდმივმოქმედია“.
3. ,,ზოგადი განათლების შესახებ ‘’ საქართველოს კანონის შესაბამისად“, დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ“ – ბატონი ტარიელი აჩეული იყო მხოლოდ ერთხელ, რაც კანონიერი საფუძველი იყო მისი მეორე ვადით არჩევისთვის;
4. შემდეგ უკვე ყველა პირი, ვისაც აქვს სერტიფიკატი – ,, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N 25/ნ ბრძანების მე-20 მუხლის შესაბამისად საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის უფლების მქონე პირი ელექტრონულად ავსებს თანხმობის განაცხადს. თანხმობის განაცხდში დირექტორობის უფლების მქონე პირი უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს იყოს წარდგენილი“.
ბატონმა ტარიელმა ეს განაცხადი წარადგინა და მიუთითა ქალაქ ოზურგეთის N 4 საჯარო სკოლა;
5. დირექტორობის კანდიდატები უკვე კონკრეტული სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმას და თავის ხედვას წარადგენეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის წინაშე. ტარიელ კალნადაძემ სპეციალური კომისიის წინაშე 2023 წლის 3 აგვისტოს წარადგინა მეოთხე საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა და ხედვა;
6. საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N 25/ნ ბრძანების მე-201 მუხლის მიხედვით გასაუბრების შედეგების მიხედვით კომისია:
– შეარჩევს იმ დირექტორობის კანდიდატებს, რომლებიც ამ წესის შესაბამისად წარედგინებათ სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად.
– დირექტორობის კანდიდატები მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ასარჩევად წარედგინება მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის უფლების მქონე პირები მიუთითებენ ელექტრონულად შევსებულ თანხმობის განაცხადში
სწორედ აქედან იწყება ყველაზე სამწუხარო ისტორია – კომისიამ ბატონი ტარიელ კალანდაძე სამეურვეო საბჭოს წინაშე ასარჩევად არ წარადგინა .
და ბოლოს –
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ახალი დირექტორის არჩევამდე ან სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ამ მუხლით ბატონი ტარიელ კალანდაძე აგრძელებს დირექტორის მოვალეობის შესრულებას და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ სასკოლო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, ეს დრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად იქნება გამოყენებული.