2023 წლის 17, 18 და 19 ივნისს ბორჯომში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის მასწავლებლები ბახვი ჰესის მიერ სპეციალურად მათთვის დაგეგმილ და ორგანიზებულ სასწავლო ტრენინგს დაესწრნენ. პედაგოგთა ტრენინგ მოდულის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა და მიზნად ისახავს, მონაწილეების ინფორმირებასა და მხარდაჭერას საჯარო სკოლების ავტორიზაციისა და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. ტრენინგის საშუალებით მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სკოლის განვითარების დაგეგმვასა და წარმართვის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმისა და ავტორიზაციის მეორე სტანდარტის მოთხოვნებზე. ტრენინგ კურსის შედეგად, პედაგოგები უკეთ შეძლებენ სკოლის დონეზე იმ პროცესების მართვას, რომლებიც ავტორიზაციის სტარნდარტითაა გაწერილი, მათ შორის, სკოლის მისიის და მასთან დაკავშირებული ხედვის შემუშავებას, სტრატეგიული მიზნების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შემუშავება/ამოქმედებას, გრძელვადიანი მიზნების შესაბამისად სასწავლო რესურსების შერჩევას და სხვა.

ტრენინგი ჩაატარეს მარი ჩიქობავამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და ნიკო სილაგაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა.

„ძალიან საინტერესო ტრენინგი გავიარეთ. ტრენერებმა გაგვაცნეს ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. სწრაფად განვითარებად დროში ასეთი სახის ტრენინგები, ლექციები, თუ სემინარები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში ესა თუ ის ინფორმაცია, შესაძლოა უფრო ნელი ტემპით მოდიოდეს. თავის მხრივ, ეს ცოდნა იმისთვის გვჭირდება, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი სკოლების განვითარებას, ამით კი მომავალი თაობის წარმატებაში მივიღოთ მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ბახვი ჰესი დიდ მხარდაჭერას უცხადებს სკოლას და მასწავლებლებს, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია“,_ განაცხადა მთისპირის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მარიამ ღლონტმა.

„გავეცანით სკოლის ავტორიზაციის მასალებს და ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ბახვი ჰესს, რომელსაც ჩვენი სკოლის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს. კომპანია არა მხოლოდ მასწავლებლებზე, არამედ მოსწავლეებზეც ზრუნავს და დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონში განათლებისა და ცნობიერების დონის ამაღლებას.

მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებთ სკოლაში და ინფორმაციას მოსწავლეებსაც გავუზიარებთ. აღსანიშნავია, რომ საინტერესო ტრენინგთან ერთად შესანიშნავ გარემოში ვიყავით“,_ განმარტა ჩხაკაურას საჯარო სკოლის მასწავლებელმა, პაატა ვაშაყმაძემ.

ბახვი ჰესის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტრენინგს ჯამში 33, კერძოდ, 20 მთისპირის საჯარო სკოლის, 3 მთისპირის საბავშვო ბაღის, 10 კი ჩხაკაურას საჯარო სკოლის მასწავლებელი ესწრებოდა.

დაფინანსებული ფართი

 

 

მსგავსი სტატიები

  • 90
    „ადამიანს აქვს უფლება ნებისმიერი ფორმით გამოხატოს პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ“გოდერძი ჩოხელის „თევზის წერილები _იდუმალი სევდისა და ადამიანური ღირებულებით ნაწარმოები _ ფილოსოფიური განსჯითა და სიმბოლური გააზრებით  წარმოგვიდგინეს #3 საჯარო სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროექტით: „ადამიანს აქვს უფლება ნებისმიერი ფორმით გამოხატოს პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ,“,რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია გოგუაძე. ღონიძიება ოზურგეთის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს…
  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 85
    „ტარიელ კალანდაძის მსგავს პროფესიონალებს ასე არ უნდა „მასპინძლობდნენ“...ქ. ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის, ტარიელ კალანდაძის თანამდებობიდან განთავისუფლებას ოზურგეთში დიდი გამოხმაურება მოყვა და საზოგადოების უმრავლესობა მომხდარს აპროტესტებს. ოზურგეთელები ამბობენ, რომ ტარიელ კალანდაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლის დირექტორი რეგიონში, რასაც ამ სკოლის კურსდამთავრებულებების წარმატებები ადასტურებს. „ჩემთვის ვინმეს, რომ ეკითხა, როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი, მასწავლებელი, მოქალაქე, პატრიოტი, მეგობარი და…
  • 79
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 79
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…