„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“

   ავტორი ნუგზარ ასათიანი

 

ა(ა) იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის და ა (ა) იპ ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია „საქართველოს ჩაის“ორგანიზებით ანასეულში გაიმართა მეჩაიეთა-შეხვედრა სემინარი, სადაც პირველად წარმოადგინეს მწვანე ჩაის წარმოების ახალი სამანქანო ტექნოლოგია , რომლის  მთავარ ეფექტს  წარმოადგენს ერთეულ პროდუქციაზე ენერგეტიკული დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირება.  საკითხმა ჩაის წარმოებით დაინტერესებულ  პირებში, რომლებიც  სემინარს მრავლად ესწრებოდა, დიდი ინტერესი გამოიწვია. ცნობილია, რომ   ჩაის წარმოება ძირითადად  თბურ ტექნოლოგიურ პროცესებზეა დამყარებული და  შესაბამისად პროდუქციის თვითღებულებაში  ენერგო დანახარჯების  ხვედრითი წილი  მნიშვნელოვნად მაღალია. თუ რაში მდგომარეობს  წარმოდგენილი ტექნოლოგიური სიახლე და  მისი ადგილობრივ წარმოებაში დანერგვის რა პერსპექტივებზე შეიძლება საუბარი, ამ კუთხით  ვესაუბრეთ პროექტის ხელმძღვანელს , ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორს ბახვა დოლიძეს:

_ ბატონო ბახვა, ანასეულის ინსტიტუტის ავტორთა  ჯგუფის მიერ  წარმოდგენილია მწვანე ჩაის  ახალი სამანქანო ტექნოლოგია, რომელიც ინვენტორული ენერგოდამზოგავი  დანადგარის ბაზაზეა  შექმნილი.

_  ჩაის დარგი, საქართველოს ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. ადგილზე წარმოებული  პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდა პრიორიტეტულია მეწარმეთათვის ადგილობრივ და სხვა ბაზრებზე დასამკვიდრებლად.  ჩაის წარმოება ენერგოტევადი პროცესია , ენერგოდანახარჯების შემცირება მნიშვნელოვანია მეწარმეთათვის და პრიორიტეტულია სამეცნიერო თვალსაზრისით.

სამეცნიერო კვლევების საფუძველი გახდა მეწარმეთა ჯგუფის თხოვნა, მწვანე ჩაის წარმოების  ტექნოლოგიურ ხაზში შემავალი სახალავი დანადგარის  მაღალი ენერგოტევადობის შემცირება,   რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში ავტორთა ჯუფის ( ბ.დოლიძე,  თ. რევიშვილი, ზ. ანდღულაძე, ე. გობრონიძე, ლ. ჟვანია) მიერ ჩატარდა არსებული სახალავი დანადგარების  ტექნოლოგიური და კონსტრუქციული პარამეტრების კვლევა, რომლის საფუძველზე არჩევანი შეჩერდა სახალავ დანადგარებში ენერგოდამზოგი  ინვენტორული ტექნოლოგიის  გამოყენებაზე.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ ეს დანადგარები ჩაის ხარისხის გაუმჯობესების გარდა შემუშავებულია ენერგეტიკული დანახარჯების შემცირების მიზნით. რა ეფექტებზეა საუბარი და რა მეთოდით მოიხმარს თქვენი გამოგონება ენერგიის წყაროს, რამდენად უსაფთხოა ეკოლოგიურად  შეთავაზებული ტექნოლოგია მომხმარებლისათვის?

_  ამ დანადგარების  უპირატესობა ისაა, რომ  მცირე ენერგოდანახარჯებით ვღებულობთ სასურველ ტექნოლოგიურ  და ეკონომიურ ეფექტს.  შეიქმნა მცირე თბოდანაკარგების მქონე  შნეკური ტიპის დანადგარი, რომლის კორპუსზე შესაბამისი თბოიზოლაციით  მოწყობილია ინვენტორული გამახურებელი. ინვენტორული გამახურებელი საშუალებას იძლევა დროის მცირე მონაკვეთში ელექტრომაგნიტური ინდუქციის გამოყენებით შნეკური დანადგარის  მუშა კამერაში  შევქმნათ სტაბილური მოხალვის ტექნოლოგიური ტემპერატურა, ტემპერატურის სტაბილურობას უზრუნველყოფს შნეკური დანადგარის კონსტრუქცია. დამყარებული რეჟიმის პირობებში ინვენტორული მოწყობილობა არეგულირებს  (ამცირებს, ან საჭიროების შემთხვევაში ზრდის) მოხმარებული ელ. ენერგიის რაოდენობას.

უნდა აღინიშნოს, რომ შეთავაზებული ტექნოლოგია გარდა ენერგოდაზოგვისა  ეკოლოგიურად უსაფრთხოა, ხოლო ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს სურსათის უსაფთხოებაზე წაყენებული სტანდარტების მასალების გამოყენებით. აღნიშნული მონაცემებიდან  გამომდინარე მომზადდა საპატენტო განაცხადი „ჩაის ფოთლის მომხალავი დანადგარი“, რომელზეც მიღებულია შესაბამისი საპატენტო მოწმობა, რომლის საფუძველზე საქართველოს შოთა  რუსთაველის სახელობის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაკეთდა  საგრანტო პროექტზე განაცხადი _ „მწვანე ჩაის ახალი სამანქანო ტექნოლოგიის შემუშავება და რეალურ გარემოში ტესტირება“, პროექტი  დაფინანსდა.  პროექტით  მიხედვით დამზადდა     ჩაის ფოთლის სახალავი და საგრეხი დანადგარები, რომლებიც გათვალისწინებული მცირე და საშუალო სიმძლავრის ჩაის წარმოებისათვის. თუმცა მუშაობის პრინციპის მიხედვით იგი შეიძლებას დამზადდეს უფრო მაღალ სიმძლავრეზე გაანგარიშებით.

ამ ინტერვიუში  ჩაის ფოთლის საშრობ და საგრეხ მანქანებზე ყურადღებას არ გავამახვილებთ.   მრავალჯერადმა საწამოო  ცდებმა  აჩვენეს სახალავი დანადგარის ეფექტურობა   და საბოლოოდ დადგინდა მისი ტექნიკური მონაცემები: დანადგარის წარმადობა ჩაის ფოთლის ხარისხის გათვალისწინებით 35- 40კგ/სთ, მოცემული წარმადობის პირობებში დაიხარჯა  3,5 – 4 კვტ/სთ ენერგია, ამ ენერგიით ინვენტორული სახურებლით  სახალავის მუშა კამერაში მივიღეთ  145 – 155 გრად. ტემპერატურა, ხოლო მოხალვის ხანგრძლივობა შეადგენს  3-3,5 წთ. მიღებული მწვანე ჩაი პასუხობს ხარისხზე წაყენებულ მოთხოვნებს.

_ რა უპირატესობა აქვს თქვენს მიერ შექმნილ დანადგარს  ჩინურ და სხვა უწყვეტი ქმედების დოლურ დანადგარებთან შედარებით. აგრძელებთ თუ არა  სხვა ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენებაზე  კვლევას ?

_ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ შნეკური ტიპის ინვენტორულ სახალავ დანადგარს გააჩნია უპირატესობა შესაბამისი წარმადობის უწყვეტი ქმედების დოლურ დანადგარებთან, რომლებშიც ტექნოლოგიურ პროცესი მიმდინარეობს ხარისხზე წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ მოითხოვს 25 დან – 40კვტ/სთ ელ. ენერგიას. ჩვენ საინჟინრო ჯგუფს შეუძლია სასურველი წარმადობის საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავება. ასევე ჯგუფი აგრძელებს მუშაობას ჩაის ფოთლის გადამუშავების სხვადასხვა ტექნოლოგიურ  დანადგარებზე ინვენტორული ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის გამოყენების კვლევას.

მსგავსი სტატიები

  • 86
    დავით თენიეშვილი: „მინდა დავანახვო ფერმერებს, თუ რამდენად სასარგებლოა ჩაის კულტურა“„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია  „ბახმაროში“, რომელიც  ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
  • 85
    ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას  2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
  • 85
    თემურ რევიშვილი „ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა და მისი მყარ საექსპორტო პროდუქტად ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს““სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…
  • 80
    „ჩაის კულტურა უნდა დარჩეს გურიის სავიზიტო ბარათად“დავით თენიეშვილი_ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენი. იგი ერთ-ერთია გურიაში, რომელიც ჩაის კულტურის აღორძინებას გეგმავს და პრაქტიკული ნაბიჯებიც აქვს გადადგმული. მისი ინიციატივით დაბა ნარუჯასა და ლაითურში 100 ჰექტარი ჩაის ფართობის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მან გაზეთ „ალიონთან“ ჩაის კულტურის აღდგენის აუცილებლობაზე და ხელშემშლელ პირობებზე ისაუბრა. _დავით, მოდით ჯერ თქვენი ცხოვრებისეული ბიოგრაფიით დავიწყოთ...…
  • 77
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…