დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, „პეტრას“ ციხის მიდამოებში, რამდენიმე ოზურგეთელმა პატივი მიაგო 1877 წლის 19 ოქტომბერს თურქებთან ომში დაღუპული 16 ლიხაურელის ხსოვნას.
ამ კეთილი საქმეს შარშან, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორმა რუსლან ურუშაძემ ჩაუყარა საფუძველი. მან ასევე 18 წლის წინ ჩოლოქის ბრძოლის აღნიშვნასაც ჩაუყარა საფუძველი., რომელიც ყოველწლიურად იმართება.
ოზურგეთელების მცირე დელეგაციამ 16 გმირის პატივსაცემად „პეტრას“ ციხის კედლებთან 16 სანთელი დაანთო.
_ზუსტად 146 წლის წინ,1877 წლის 23 ოქტომბერს, აქ აღესრულა ისტორიაში კარგად ცნობილი 16 ლიხაურელი ვაჟკაცი, რომლებიც შეეწირნენ დედასამშობლოსათვის ბათუმის მხარის დაბრუნებას და უკვდავყვეს თავიანთი სახელი. ეს მხარე, მოყოლებული მე-14 საუკუნიდან, ტრაპიზონის საკეისროს გაუქმების შემდეგ, ქართველი ხალხისთვის იყო გამუდმებული ბრძოლების ადგილი და მტერმა შეძლო მდინარე ჩოლოქამდე მიეღწია.
ლიხაურელთა გმირობიდან რამდენიმე ხანში თურქეთის იმპერიასთან 1877-1878 წლების ომი სან-სტეფანიოს ზავით დასრულდა. მაგრამ იმდენად მძიმე იყო ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიისათვის, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა _ინგლისმა, საფრანგეთმა, გერმანია, ავსტრია-უნგრეთმა გადაწყვიტეს გადაეხედათ ზავის პირობებისათვის. ისტორიაში ცნობილია ბერლინის კონგრესი, რომელმაც 1878 წლის 13 ივნისიდან 13 ივლისამდე იმუშავა და ამ ხელშეკრულებით 25 აგვისტოს ქართველების ჯარი ბათუმში შევიდა _ გვითხრა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორმა რუსლან ურუშაძემ.
* * *
ცნობილია 16 ლიხაურელი გლეხის გმირობა, რომლებიც ომის დაწყების პირველსავე დღეს მოხალისეებად ჩაირიცხნენ ჯარში და ხუთი თვის განმავლობაში მამაცურად იბრძოდნენ. ივანე მაყაშვილის წიგნში ვკითხულობთ: Лехаурцы эти много способствовали успешному действию целой Гурийской дружины как самые боевые и воинственные, при том прекрасно знакомые с местностью.
ლიხაურელები გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები იყვნენ. თურმე მათი ჩაცმულობა, ე.ი. ჩაქურა და აღჭურვილობა ხელს უწყობდა, რათა ყველაზე ძნელად გასავალ ადგილებში მათ ადვილად ემოძრავად და მტერს შეუმჩნევლად მიახლოვებოდნენ. ასევე, აღნიშნავდნენ, რომ ლიხაურელები, ისევე, როგორც სხვა გურულები, ჩუბინები იყვნენ, მიზანს არ აცილებდნენ და დიდი ზიანს აყენებდნენ მტრის ცოცხალ ძალას.
1877 წლის 19 ოქტომბერს, საბრძოლო დავალების შესრულების დროს, მტრის ჭარბ ძალებთან ბრძოლაში თექვსმეტივე ლიხაურელი გმირულად დაიღუპა.
ერთ-ერთი ბრძოლის წინ, სანამ გურულების ასეული პოზიციებს დაიკავებდა, ლიხაურიდან გამოცხადდა 16 ლიხაურელი და ითხოვა რომ მზვერავებად წინ გაეშვათ. მათ დართეს ნება და ისინი დიდი სიხარულით გადავიდნენ მდინარე ჩოლოქის მეორე მხარეს. მას მიჰყვა გურულთა ასეული. ეს მანევრი შენიშნეს თურქებმა და ძალიან ფრთხილად, ჯარი, რომელიც ოთხჯერ მაინც აღემატებოდა ასეულს, დაიძრა მათ მხარეს. დრუჟინის მეთაურმა მაყაშვილმა გაიგო რა თურქების მანევრის შესახებ, სასწრაფოდ მოითხოვა პლასტუნების ასეულის უფროსისაგან, რათა დასახმარებლად გასულიყვნენ. მაგრამ მან უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ ჯარისკაცები მშივრები არიანო და როცა დავაპურებთ, მაშინ გავემგზავრებით ჩვენი მეზობლების, გურულების დასახმარებლადო.
ამასობაში ატყდა სროლა, ლიხაურელები კი გადაეყარნენ თურქთა ორასკაციან ჯარს და თექვსმეტივე ლიხაურელი ბრძოლაში დაიღუპა. თურქებმა მათ თავები და ხელები მოკვეთეს… მხოლოდ ამის შემდეგ გაემართა პლასტუნთა რაზმი დასახმარებლად, მაგრამ მოწინააღმდეგეს უკან დაეხია. მეორე დღეს პორუჩიკი ღლონტი რამდენიმე გურულთან ერთად გაემართა ბრძოლის ადგილას და იქ ნახა თავ და ხელმოკვეთილი გვამები. ღლონტი მაშინვე დაბრუნდა ქაქუთის პოსტზე, საიდანაც გაგზავნილ იქნა შეიარაღებული რაზმი გვამების წამოსაღებად, რომლებიც ლიხაურში აიტანეს და დიდი პატივით დაასაფლავეს…
დღეს, მცირე დელეგაციაში შედიოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი რუსლან ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლიხაურში ნანა წითლიძე, თანაშემწე მაცაცო მურცხვალაძე, მუზეუმის მეცნიერ-მუშაკები, გაზეთ „ალიონის“ რედაქტორი ნუგზარ ასათიანი, მეწარმე ავთო ვაშალომიძე, სოფელ ლიხაურის საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
მსგავსი სტატიები
- 90დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში „პეტრას“ ციხის მიდამოებში, რამდენიმე ოზურგეთელმა პატივი მიაგო 1877 წლის 19 ოქტომბერს თურქებთან ომში დაღუპული 16 ლიხაურელის ხსოვნას. ამ კეთილი საქმის ინიციატორი ექვთიმე თაყაიშვილი სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი რუსლან ურუშაძეა. მან 18 წლის წინ ჩოლოქის ბრძოლის აღნიშვნას ჩაუყარა საფუძველი. თავდაპირველად ოზურგეთელების მცირე დელეგაცია ქობულეთის უფლის ამაღლების ტაძარს…
- 83დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 74სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 74გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 73ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…