ოზურგეთის სამხატვრო სკოლაში სკოლის მოსწავლეთა საშემოდგომო გამოფენა გაიმართა, სადაც 50 მოსწავლის 100-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები.

სამხატვრო სკოლა ოზურგეთში ნახევარი საუკუნის წინ გაიხსნა და მას შემდეგ ამ სკოლის მოსწავლეებს, კურსდამთავრებულებს არაერთი წარმატება აქვთ მოპოვებული.

როგორც სამხატვრო სკოლის დირექტორი კახა ვასაძე გვეუბნება, სკოლის კურსდამთავრებულებიდან არაერთმა დაამთავრა სამხატვო აკადემია, სხვადასხვა უმღლესი სასწავლების ხელოვნების ფაკულტეტი. წლების მანძილზე მრავალი მათგანი წარმატებით იფინება მსოფლიო გამოფენებში _ამერიკაში, საბერძნეთში, რუსეთში, თურქეთში: გია გოგიტიძე, ავთანდილ თავართქილაძე, ემზარ და ზაზა ხაბულიანები, დათო შალიკაშვილი. ამ სკოლის კურსდამთავრებულია ცნობილი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე _„ავთანდილი.“ავთანდილ თავართქილაძემ და შალვა ხინთიბიძემ ინდოეთში, მსოფლიო გამოფენაზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

თამთა ღლონტის, გიორგი შალიკაშვილის, გიორგი, მათე, მარიამ სანადირაძეების ნამუშევრებმა ევროპის 16 ქვეყანა მოიარა და მუდმივ ექსპოზიციაში დარჩა ჩეხეთის ქალაქ ლიდიცეში.

კახა ვასაძემ გაიხსენა იუნესკოს ეგიდით, 2012 წელს, ქ. ლიდიცეში გამართული საერთაშორისო გამოფენა, ეომელშიც 65 ქვეყანა მონაწილეობდა და საქართველოდან განსაკუთრებული წარმატება ნინო გორდელაძემ მოიპოვა, რომელიც სპეციალური სიგელი მიიღო და შეიყვანეს გამოფენის მსოფლიო კატალოგში.

შარშან, ქ. ლიდიცეში, 51-1 ბავშვთა მსოფლიო გამოფენაში მონაწილეობდნენ ამ სკოლის მოსწავლეები: მარიამ ჭყონია, დიანა სალუქვაძე, ანი და ელენე მუჯირები, ანა მახარაძე.

რა თქმა უნდა, ეს სამხატვრო სკოლის მოსწავლეების წარმატებების მცირე ჩამონათვალია და ტრადიცია გრძელდება. სამხატვრო სკოლაში წელიწადში რამდენჯერმე იმართება გამოფენა და აქაური მოსწავლეები მონაწილეობენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში.

გამოფენის შესახებ გაზეთ „ალიონთან“ ისაუბრა სკოლის მოსწავლეებმაც.

ანა მახარაძე, _ მე-5 კლასი, (პედაგოგი ავთანდილ თავართქილაძე), სწავლობს გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში:

_მხატვრობაში პირველი ნაბიჯი სასკოლო გამოფენაში მონაწილეობა იყო. შემდეგ ვმონაწილეობდი სამხატვრო სკოლის გამოფენაში _ზამთრის ვერნისაჟი.

შემდეგ კი ტრადიციულად ვმონაწილეობ სკოლის შიგა გამოფენებში. დღეს, საშემოდგომო გამოფენაზე 7 ნამუშევარი წარმოვადგინე. ჩემი ამჟამინდელი თემებია _ქართული ტრადიციები, ქართული ჩაცმულობა, შემოდგომის ფერები. ვმონაწილეობდი საინტერესო გამოფენაში _როგორი უნდა იყოს შენი ქალაქი. მაქვს სხვადასხვა სტილის ნახატები. ძალიან მიყვარს უხვი ფერები _ვან გოგის სტილი. განსაკუთრებით მომწონს მისი „მზესუმზირები“.

მინდა სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარო _სამრეწველო დიზაინის განხრით.

თამარ რუსიეშვილი ,_მე-5 კლასი (პედაგოგი ნინო კეჭაყმაძე),სწავლობს ლიხაურის საჯარო სკოლაში:

_ არ არის ფერი, რომლის დახატვა არ მინდოდეს. ვჯიუტობ ხოლმე. მქონდა შემთხვევა ნახატი არ წარვადგინე გამოფენაზე.

მუშაობის ჩემი სტილი მაქვს ფერების არჩევისას. ჩემს ემოციებს გადმოვცემ, კონკრეტულ სიტუაციას ავსახავ.

მიყვარს ჩოგბურთი, მე-7 კლასიდან ვვარჯიშობ  (მასწავლებელი დავით თავართქილაძე), ვარ ოზურგეთის ჩემპიონი.

სკოლის დასრულების შემდეგ გერმანიაში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას _სამედიცინოზე მინდა ჩავაბარო ქირურგიული განხრით.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 65
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 56
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 56
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 53
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 52
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…