გოდერძი ჩოხელის „თევზის წერილები _იდუმალი სევდისა და ადამიანური ღირებულებით ნაწარმოები _ ფილოსოფიური განსჯითა და სიმბოლური გააზრებით  წარმოგვიდგინეს #3 საჯარო სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროექტით: „ადამიანს აქვს უფლება ნებისმიერი ფორმით გამოხატოს პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ,“,რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია გოგუაძე. ღონიძიება ოზურგეთის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები: პოსტერები, ესეები. საინტერესო გახლდათ მათი შექმნილი ელექტრონული წიგნი მათივე გახმოვანებითა და მხატვრობით.

საოცარი განცდითა და არგუმენტირებული მსჯელობით გამოირჩეოდნენ დისკუსიაში ჩართული XI კლასის მოსწავლეები _ანასტასია ტუღუში და ეკატერინე დანელია. საუბრობდნენ თავისუფლების შეცნობის იმ გზაზე, ამქვეყნიური ღვწით რომ მიიღწევა. გამოირჩეოდნენ სტუმრები _წმ. ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის XII კლასელები: გიორგი თხილაიშვილი, ანა სადრაძე და ანასტასია კვირჩილაძე, რომლებიც სახარებისეული პარალელების მოხმობით იკვლევდნენ პერსონაჟის სულის არსს, რომლითაც საცნაურსამყოფელი გახდა სიტყვები: „სულს არც დასაწყისი აქვა და არც დასასრული.“

სიტყვებით გამოვიდნენ #3 საჯარო სკოლის მასწავლებლები: მზია შევარდნაძე, ეთერი შარაძე და ნინო ბერაძე.#3 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაია სალუქვაძე. მათ კიდევ ერთხელ შეაფასეს გოდერძი ჩოხელისეული ფილოსოფიური ხედვა სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი ადამიანებისა, თუ რა არის ამქვეყნიური ცხოვრების საზრისი, ვიცხოვროთ ისე, რომ არასდროს გავხდეთ ბრბოს ნაწილი.

მსგავსი სტატიები

  • 95
    „ტარიელ კალანდაძის მსგავს პროფესიონალებს ასე არ უნდა „მასპინძლობდნენ“...ქ. ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის, ტარიელ კალანდაძის თანამდებობიდან განთავისუფლებას ოზურგეთში დიდი გამოხმაურება მოყვა და საზოგადოების უმრავლესობა მომხდარს აპროტესტებს. ოზურგეთელები ამბობენ, რომ ტარიელ კალანდაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლის დირექტორი რეგიონში, რასაც ამ სკოლის კურსდამთავრებულებების წარმატებები ადასტურებს. „ჩემთვის ვინმეს, რომ ეკითხა, როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი, მასწავლებელი, მოქალაქე, პატრიოტი, მეგობარი და…
  • 95
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 91
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 91
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 91
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…