ოზურგეთის „არწივები,“ რომელიც დიდ 10-ის საშინაო შეხვედრებს „ფოთი არენაზე“ ატარებს, დღეს, პირველი წრის მე-9 ტურში „ბათუმს“ შეხვდა და ანგარიშით 21:33 დამარცხდა.
მე-8 ტურის შეხვედრა „არწივებმა“ 19 ნოემბერს, ქუთაისში, „არესთან“ ჩაატარეს. ეს შეხვედრა მეტად დრამატული დარჩა ოზურგეთელებისათვის. მატჩის ბოლოს, როდესაც ანგარიში 46:47 იყო ქუთაისელების სასარგებლოდ, მარვინ ფრედერიკს მიეცა შანსი, „არწივებს“ გამარჯვებისთვის მიეღწია, თუმცა ფრედერიკსის საჯარიმო დარტყმას რიონის ხეობისათვის დამახასიათებელმა ქარმა შეუცვალა მიმართულება…
ამჟამად, 9 ტურის შემდეგ (1 მოგება, 8 წაგება, გატ/გაშ. 230/331) 6 ქულით „არწივები“ ბოლოსწინა პოზიციაზეა.
ბოლო ადგილზე თბილისის „აკადემიაა“, რომელსაც ქულა არ აქვს.
მე-7, მე-8 ადგილებზე მყოფ „ყაზბეგს“ 20, ხოლო რუსთავის „ხარებს“ 18 ქულა აქვს.
„არწივების“ უახლოესი შეხვედრები:
03.12, 2023 _„ხარები“ (რუსთავი) _„არწივები“;
10.12, 2023 _ „ყოჩები“ (ბოლნისი) _„არწივები“.
მსგავსი სტატიები
- 57
ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა… - 56
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის… - 53
საფრანგეთში მდებარე ლევილის ქართველთა მამული ოფიციალურად გაიხსნა. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ იგი გადაიქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში. ლევილის მამული 1922 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ლევილის მამული შეიძინა. 2016 წელს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, პირველი რესპუბლიკის მთავრობის ანდერძის… - 47
საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,… - 46
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…