• საფრანგეთში მდებარე ლევილის ქართველთა მამული ოფიციალურად გაიხსნა. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ იგი  გადაიქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში.
  • ლევილის მამული 1922 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ლევილის მამული შეიძინა.
  • 2016 წელს  ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, პირველი რესპუბლიკის მთავრობის ანდერძის თანახმად, მამული ოფიციალურად გადაეცა საქართველოს საკუთრებაში. ამის შემდეგ დაიწყო 10-წლიანი სარეაბილიტაციო გეგმა, რომელიც წარმატებით დასრულდა.
  • ლევილის მამულში მიმდინარე სამუშაოების შესახებ მორიგ ინტერვიუს გთავაზობთ საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელთან, იმჟამად ლევილის მამულის დირექტორის მოადგილე ტიერ ბერიშვილთან:
  • _შევიტყვეთ, რომ კულტურის ახალმა მინისტრმა, მაია ბითაძემ, 2026 წლის 24 სექტემბერს მართვის საბჭოს შეხვედრა მოაწყო, შეთანხმების ხელმოწერიდან, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს (გელა დუმბაძესა და თეა წულუკიანს) და ოჯახებს შორის გაფორმდა, თითქმის 10 წლის შემდეგ.
    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლევილის მამულის გახსნის ცერემონიალზე

    _ტიერ ბერიშვილი: _დიახ, ეს დღე ლევილის ტერიტორიაზე რამდენიმე ნაწილად იყო ორგანიზებული. ყველა მონაწილე, ოცდაათზე მეტი ადამიანი, საქართველოდან, კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის წევრები, ასეთი ხალხმრავლობა არასდროს მინახავს… როგორც წესი, მართვის საბჭო 10-დან 12 ადამიანამდე შედგება…

  •  

    ჩაგვიტარდა ტური თამარ კვარაცხელიას გიდობითა და კომენტარებით. ის არის პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც დირექტორისა და ჩემი გათავისუფლების შემდეგ გახდა „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი – ლევილის ქართული აკადემიის“ხელმძღვანელი.

    მან წაგვიყვანა პარკში, რომლის ნაწილიც კორდით დაფარეს, ხოლო დანარჩენი ნაწილი გაწმინდეს ბუჩქების, ხეებისა და მცენარეებისგან, რომელთაგან ზოგიერთი დაცული კი იყო. ვნახეთ ადმინისტრაცია, რომელიც თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით აშენდა.

    ახლანდელმა გუნდმა გადაწყვიტა, დირექტორისა და მისი ქმრისთვის (რომელიც ლოჯისტიკასა და უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი) განკუთვნილი ბინა 3 ოთახად დაეყო ორი მცველისა და მთავარი მცველისთვის, რაც სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებაა. რატომ უნდა დაანგრიოის, რაც უკვე აშენდა, მაშინ როცა მომავალი ორგანიზაციული სტრუქტურა ჯერ არ განხილულა და არ გადაწყვეტილა?

    შემდეგ ვნახეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დარგული ვენახი. ოდა, რომელიც ულამაზესია და ამ ცენტრის ერთ-ერთი მარგალიტია, სრულად არის აშენებული. ეს შესანიშნავი პროექტი შეთავაზებული და დაფინანსებული იყო თეა წულუკიანის დროს. დასანანია, რომ ახალ გუნდს ჯერ კიდევ არ აღუჭურვია რესტორანი, ბარი და დარბაზი, რომელიც სამზარეულოს ფუნქციას შეასრულებს.

    ჩავუარეთ 6 სასტუმრო ოთახს, რომლებიც თეა წულუკიანის დროს აშენდა და სრულად აღიჭურვა. თუმცა ჩემთვის უცნობი მიზეზით, მათი დათვალიერება ვერ შევძელით. რატომ? ნუთუ მათში ის ქართველი მუშები ცხოვრობენ, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ ტერიტორიაზე? მაგრამ, სხვათა შორის, რა სტატუსი აქვთ ამ ქართველ მუშებს? არიან თუ არა ისინი დარეგისტრირებულნი საფრანგეთის ხელისუფლებასთან, როგორც ამას კანონი მოითხოვს? ვინ ასაქმებს მათ? როგორ უხდიან ანაზღაურებას?

    რაც შეეხება 2 სახელოსნოსა და სამრეცხაოს, რომელიც თეა წულუკიანის დროს განისაზღვრა და დაპროექტდა, მათგან მხოლოდ ერთი სახელოსნოა დასრულებული და დასათვალიერებლად ღია, მეორე კი დაკეტილი იყო, ისევე როგორც სამრეცხაო, სადაც სასტუმრო ოთახებისა და სტუდენტური სტუდიების თეთრეული და მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო აღჭურვილობა უნდა შენახულიყო. დასრულებულია თუ არა ისინი? „ცენტრის ხელმძღვანელმა“ დაგვიდასტურა, რომ ყველაფერი დასრულებულია.

    დასანანია, რომ ახალმა გუნდმა არ გაითვალისწინა ის შესანიშნავი იდეა, რომელიც ჩვენ გვქონდა ჩაფიქრებული, სახურავის გაგრძელება, რათა წვიმიან დღეებში ხელოვანთათვის გადახურული სივრცე შექმნილიყო, ასევე გამოყოფილიყო ფართი სამჭედლოს, კერამიკის ღუმელისა და სამკაულების მინანქრის ღუმელის დასადგმელად. სწორედ ასეთი რამეები უნდა დამონტაჟდეს, თუ გვსურს განვავითაროთ ცოცხალი კულტურული ცენტრისთვის საჭირო საქმიანობები!

    შემდეგ ვნახეთ შატოს წინ მდებარე ტერასა და ფრანგული ბაღი, რომლებიც თეა წულუკიანის დროს განისაზღვრა. დასანანია, რომ ფრანგულმა ბაღმა არ დაიცვა იმ მოკრძალებული პროპორციები, რაც დევნილობაში მყოფი მთავრობის პერიოდში არსებობდა. რატომ არ გაითვალისწინა ახალმა გუნდმა თეთრი, წითელი და შედარებით მუქი ვარდების დარგვის იდეა, რაც საქართველოს ორი დროშის – ამჟამინდელისა და პირველი რესპუბლიკის – სტილიზებას მოახდენდა, როგორც ეს მათ ავუხსენით?

    ვიზიტი ბიბლიოთეკასა და მუზეუმში გავაგრძელეთ. ხაზი უნდა გაესვას მშენებლობისა და რესტავრაციის სამუშაოებს, ასევე ამ მუზეუმისა და ბიბლიოთეკა-მედიათეკის კონცეფციას. რაც შეეხება შატოს ფასადებს, ყველამ შეამჩნია ნალესის დეფექტები, რომელსაც სხვადასხვა ფერი დაჰკრავს. ლიფტისა და კონდიცირება-ჰაერის გაწმენდის აპარატურა არ მუშაობს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამუშაოები დასრულებული არ არის… მუზეუმისა და ბიბლიოთეკის კონცეფციას რაც შეეხება, ეროვნული მუზეუმის გუნდმა სრულიად უკუაგდო სამეცნიერო კომისიის 3 წელზე მეტი ხნის კოლექტიური ნაშრომი! ამ ასპექტს მოგვიანებით დავუბრუნდები.

    _ ამგვარად, დათვალიერების შემდეგ გაიმართა მართვის საბჭოს სხდომა და რა იყო ამ შეხვედრის დასკვნები?

    ტიერ ბერიშვილი: _მამულის დათვალიერების შემდეგ, „მამულის ხელმძღვანელმა“ კიდევ ერთხელ წარმოგვიდგინა ფოტოპრეზენტაცია. დასკვნა ასეთი იყო: „ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი მშვენიერია, ხოლო სამუშაოები ძველი გუნდის მოქმედებებმა შეაფერხა…“. საბავშვო ბაღის ბავშვები თამაშობენ ასეთ თამაშს: „მე არ ვიყავი, სხვამ გააკეთა!“. მაგრამ რას უნდა ელოდო ამ მატყუარა და უუნარო გუნდისგან, რომელმაც იმ 20 თვიდან 6-7 თვე დაკარგა, იმის განსახორციელებლად ჰქონდათ მიცემული, რაც ჩვენ მოვიფიქრეთ, გავიაზრეთ და მოვამზადეთ?

  • ლევილი. 26.09. 2026 წ.
  •  

    მართლაც მგონია, რომ ახალმა მინისტრმა არაფერი იცის არსებული პრობლემების შესახებ. მას ამჟამად გარს ახვევია გუნდი, რომელსაც არანაირი მორალი და ეთიკა არ გააჩნია: მიხეილ კიკნაძე, რომელიც თამარ კვარაცხელიასთან ერთად ბრალდების მოწმე იყო ადგილობრივი გუნდის გათავისუფლებისას, და დავით ლორთქიფანიძე, რომელმაც ხელი მოაწერა ჩვენს გათავისუფლებას (კულტურის ყოფილ მინისტრთან ერთად, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა).

    ამ „მშვენიერი მიღწევების“ პრეზენტაციის შემდეგ, მაია ბითაძემ სიტყვა გადასცა სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის ფრანგ ადვოკატს და ჰკითხა: „როგორია ლევილის მამულის ამჟამინდელი სამართლებრივი მდგომარეობა?“.

    ადვოკატმა განმარტა, რომ შეისწავლა ლევილთან დაკავშირებული ყველა ტექსტი და ამ სრული გამოკვლევიდან გამოტანილი დასკვნა იყო ის, რომ „ლევილის მამული საქართველოს ეკუთვნოდა 2016 წლის 23 სექტემბრიდან“.

    ამ აბსურდის წინაშე რამდენიმე პუნქტზე ჩავერიე:

    ადვოკატი ვერ იქნებოდა „მოსამართლეც და მხარეც“. შესაბამისად, მას მხოლოდ კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის წარმოდგენა შეეძლო. მტკიცებულებად მოვიყვანე ის, რომ „პარიტეტული კომისიის“ პერიოდში (მოლარაკებების პერიოდი, რომელიც წინ უძღოდა 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმების ხელმოწერას) მონაწილეობდა ფრანგი ადვოკატი, მატიე ჟიბერი, რომელიც მოლაპარაკებებსა და სანოტარო აქტის შედგენაში ფრანგ ნოტარიუსთან ერთად მონაწილეობდა. ორივეს გასამრჯელოს საქართველოს მთავრობა უხდიდა, თუმცა ისინი ორივე მხარის მიერ იყვნენ შერჩეულნი, რაც დღეს ასე არ არის.

    საფრანგეთში არსებობს 2 სახის ჩუქება/გადაცემა: მარტივი/პირდაპირი ჩუქება და პირობით ჩუქება. 23 სექტემბრის შეთანხმება, როგორც ეს სათაურშია მითითებული, არის პირობით ჩუქება, რაც საჩუქრის მიმღების მხრიდან გარკვეულ ვალდებულებებს გულისხმობს. შესაბამისად, 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა სანოტარო აქტით განსაზღვრული გარკვეული სამუშაოები და სრული მესაკუთრე გამხდარიყო! ამრიგად, ორივე მხარეს მართებს შესრულებული სამუშაოების შეფასება.

    მე შევთავაზე კომპრომისული შეთანხმება დღეს არსებული მთელი რიგი პრობლემების მოსაგვარებლად: დაინტერესებულ ორივე მხარეს, ხელმომწერ ოჯახებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, შეედგინათ ორმხრივი ინსპექტირების აქტი სამუშაოების პროგრესის შესახებ, როგორც ამას ფრანგული კანონი მოითხოვს. შემდეგ კი შესაბამისი დასკვნები გამოეტანათ. თუ სამუშაოები ყველას მიერ დამაკმაყოფილებლად იქნებოდა ცნობილი, საქართველოს მთავრობა ნათლად და იურიდიულად გახდებოდა ლევილის მამულის მესაკუთრე. ხოლო თუ ორმხრივი ინსპექტირება აჩვენებდა, რომ სამუშაოები დასრულებული არ არის, ორივე მხარეს შეეთანხმებინა დამატებითი ვადა, რაც სამუშაოების დასრულების საშუალებას მისცემდა.

    მიუხედავად ამ გონივრული და კომპრომისული წინადადებისა, მინისტრმა მაია ბითაძემ ჩემი წინადადება კენჭისყრაზე არ დააყენა და მართვის საბჭოს ყველა წევრს სთხოვა ხმა მიეცათ იმის აღიარებისთვის, რომ სამუშაოები დასრულებული იყო. მან სახელობითი კენჭისყრა მოითხოვა. პირველმა ორმა ადამიანმა, თავად მინისტრმა და მისმა მოადგილემ, მიხეილ კიკნაძემ, ხმა „მომხრედ“ მისცეს.

    როგორც მესამე პირმა, მე ავხსენი, თუ რატომ ვაძლევდი ხმას „წინააღმდეგ“:

    უპირველეს ყოვლისა, ვწუხდი იმის გამო, რომ მან უარყო ჩემი კომპრომისული წინადადება;

    მართვის საბჭოს წევრების მხრიდან ხმის მიცემა უკანონო იყო! მართვის საბჭოს 2 ამოცანა ჰქონდა: სამუშაოებისთვის თვალყურის დევნება და ფუნქციონირების მოდელზე დაფიქრება. მართვის საბჭოს წევრები არ იყვნენ ყოფილი მესაკუთრეები!

    ხმის მიცემა მხოლოდ ყოფილი მესაკუთრეების (ოჯახების) წარმომადგენლებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეეძლოთ, რადგან სწორედ ისინი იყვნენ შეთანხმების ხელმომწერნი;

    მართვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად ბათილი იყო და მაიძულებდა, გაგრძელებულიყო მიმდინარე პროცედურები და წამოწყებულიყო ახალი სამართლებრივი დავები ამ „მართლმსაჯულებაზე უარის თქმის“ საპასუხოდ;

  •  

    პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლევილში მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას. 24.07. 2024 წ.
  • მე ყოველთვის ვიცავდი ამ პროექტს და მასზე 32 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ყოველთვის ვედექი გვერდით საქართველოს მთავრობას, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიჩინა და 16 850 000 ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა (მაშინ, როცა პირვანდელი პროექტი თითქმის 6000000 ევროს შეადგენდა); დღეს კი, როდესაც ფინალთან ასე ახლოს ვართ, იმ დარღვევების, ფრანგული და ქართული კანონების უგულებელყოფისა და მართვის გაუმჭვირვალობის გამო, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოვლინდა, იძულებული ვარ დავუპირისპირდე ამ უკანონო კენჭისყრას!

    კენჭისყრა გაგრძელდა. საქართველოდან ჩამოსულმა ყველა ქართველმა, მათ შორის ფირცხალავების ოჯახის შთამომავალმა, გიორგი რურუამ, რომელიც ამ კენჭისყრამდე ერთი კვირით ადრე პრემიერ-მინისტრის სპეციალური ბრძანებულებით გახდა მართვის საბჭოს წევრი (2016 წლის პრემიერ-მინისტრის ბრძანებულების საწინააღმდეგოდ) – ხმა მისცა „მომხრედ“. ირენ ციციშვილმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

    აღსანიშნავია, რომ ფირცხალავას ოჯახის შთამომავლის არგუმენტები შემდეგი ხასიათის იყო:

    პირველი მოყვანილი არგუმენტი: „ბევრი სამუშაოა გადასასინჯი და დასასრულებელი“;

    „მაგრამ ლევილის მამული ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ახლა, ვიდრე 11 წლის წინ, როდესაც მას ვესტუმრე“. მინდება დავამატო: „ბედზე, მამული უკეთესად არის, ვიდრე სანამ იყო, თორემ რაში იქნებოდა საჭირო 16 850 000 ევრო???“

    _ რა მოხდება ახლა?

    ტიერ ბარიშვილი: რასაც მე გავაკეთებ, შემიძლია გითხრათ: ვაგრძელებ ქართული მართლმსაჯულების წინაშე წამოწყებულ სამართლებრივ დავებს და ჩემს ადვოკატებთან ერთად განვიხილავ, რისი გაკეთება შეგვიძლია მართვის საბჭოს ამ სხდომის წინააღმდეგ.

    საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა უნდა დაუსვან, და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: „რატომ არ მისცეს ხმა „მომხრედ“ ხელმომწერი ოჯახების ფრანგულ-ქართულმა წარმომადგენლებმა -ჟორდანიასა და რამიშვილის ოჯახების წარმომადგენლებმა?“. ამ ფაქტმა ისინი უნდა დააფიქროს.

    მაგრამ, მართალი გითხრათ, მომავალ სიტუაციასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. სანამ კულტურის ახალ მინისტრს არ ექნება სრული ინფორმაცია იმ კონფლიქტების შესახებ, რომლებიც უკვე 2 წელია გრძელდება, მათ მიზეზებსა და ზოგიერთის დამოკიდებულებაზე, და განსაკუთრებით სანამ მას გარს ეხვევიან სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის ის წევრები – კულტურის ყოფილი მინისტრის თანამშრომლები (რომელიც ვიცე-მინისტრთან ერთად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა)- სამწუხაროდ, სიტუაციის სწრაფ განვითარებას ვერ ვხედავ…

    _ ისე ჩანს,თითქოს შოკირებული ხართ და ნაკლებად ოპტიმისტურად განწყობილი…

  • ტიერ ბერიშვილი:_გარკვეული გაგებით, ასეა, და მოგიყვანთ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს, რაც 2026 წლის 26 სექტემბერს მოხდა, დიდი ზეიმის დროს…ამ დღესასწაულს თუ რა დანიშნულება ჰქონდა? ინაუგურაცია იყო, სამუშაოების დასრულების აღსანიშნავი, თუ სამუშაოების 10 წლისთავის ამ თემაზე.:ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ მოსაწვევი არ მიმიღია, რადგან ოფიციალურად არც ვყოფილვარ დაპატიჟებული! მაია ბითაძისთვის დასმულ შეკითხვაზე მან გამომიცხადა, რომ არ იცოდა მიზეზი (…), მაგრამ, რა თქმა უნდა, შემეძლო მისვლა… ამ დღესასწაულს 2 განსხვავებული ეტაპი ჰქონდა. პირველი, „ოფიციალური ზეიმი“, რომელიც მოიცავდა:

    1994 წლიდან, თავისი პირველი ვიზიტისას, პრეზიდენტ შევარდნაძეს ტრადიციად ჰქონდა ოჯახებისთან დასწრებით გარკვეული საფლავების გვირგვინებით შემკობა. მას შემდეგ ყველა სამინისტრო დელეგაცია მიდის ყვავილების დასადებად სულ მცირე 3 კონკრეტულ ადგილას: პირველი რესპუბლიკის პირველი ორი პრეზიდენტის:ნოე რამიშვილისა და ნოე ჟორდანიას საფლავებსა და საძმო საფლავზე . ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდნენ ოჯახების წევრები, რომელთაც საფრანგეთში საქართველოს საელჩო ატყობინებდა. მაგრამ 2026 წლის 26 სექტემბერს, მხოლოდ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები (რომლებიც მრავალრიცხოვანი შემადგენლობით ჩამოვიდნენ), კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები, ლევილის მერთან და ყოფილ მერთან ერთად გაემართნენ სასაფლაოზე და ოჯახების წარმომადგენლები არ მიუწვევიათ!

    შემდეგ, მთელმა ამ დელეგაციამ, კვლავ მერისა და ყოფილი მერის თანხლებით, ისარგებლა კერძო დათვალიერების უფლებით, კვლავ ოჯახების წარმომადგენელთა გარეშე!

    ცერემონიების ნაწილისთვის დამონტაჟებული იყო ძალიან დიდი სცენა ფარდებით, პოდიუმით, გახმოვანების სისტემითა და რბილი სავარძლებით. ყველა ამ პირს თავისი ადგილი ჰქონდა დაჯავშნილი, მაგრამ არა ოჯახების წარმომადგენლებს… ყველაზე მნიშვნელოვანი კი გამოსვლებია:

    პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლა, რომელმაც გვამცნო, რომ „ლევილის ქართული აკადემია ფუნქციონირებს“. გაოცებას იწვევს ეს განცხადება! ვინ მიაწოდა მას ეს ინფორმაცია? ვინ დაწერა მისი სიტყვა?

    პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის გამოსვლა, რომელმაც შეაქო „იმ პირის დამსახურება, რომელმაც შესაძლებელი გახადა 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმების ხელმოწერა და სამუშაოების უმეტესობის ინიციატორი იყო-თეა წულუკიანი“;

    კულტურის ახალი მინისტრის, მაია ბითაძის გამოსვლა, რომელმაც მადლობა გადაუხადა „ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილიშეიტანა ამ წარმატებაში“,

    სასულიერო პირის გამოსვლა, რომელმაც წაიკითხა საქართველოს ახალი კათოლიკოსის გზავნილი;

    ლევილის მერის გამოსვლა, რომელიც „ამაყობს, რომ ეს წარმატება მის მუნიციპალიტეტში შედგა;“

    მაგრამ ოჯახების წარმომადგენლებს სიტყვა არ მისცეს! ნუთუ ამ მემორიალური, ისტორიული და კულტურული ცენტრის მოღვაწეთა სიიდან ამოგვშალეს? ვინ არის პასუხისმგებელი პროტოკოლის უპატივცემულობაზე, რომელიც მოლაპარაკებების დასაწყისიდანვე იყო დადგენილი? თუმცა, დამსწრე საზოგადოებიდან არცერთ ოფიციალურ პირს არ გამოუხატავს აღშფოთება ოჯახების წარმომადგენელთა მონაწილეობის არარსებობის გამო! ამ დღის ორგანიზებაზე პასუხისმგებელთა მხრიდან ეს შურისძიების ან სამაგიეროს გადახდის აქტია იმის გამო, რომ წარმომადგენლებმა მართვის საბჭოზე „სწორად“ არ მისცეს ხმა? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს  კარგს არაფერს მოასწავებს!

    შეშფოთებული ვარ საქართველოს მთავრობის მხრიდან უპატივისცემლობით ოჯახების წევრების მიმართ, რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერდნენ ამ პროექტს და იცავდნენ მას, როდესაც ამ  ინიციატივის გამო ცილსს წამებდნენ და შეურაცხყოფდნენ.თუმცა,გაოცებული დავრჩი, როდესაც ვნახე, რომ მიწვეული იყო იმ კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელიც  შეარჩია კულტურის ყოფილი მინისტრის (რომელიც „ჯანმრთელობისმდგომარეობისგამოგადადგავიცე-მინისტრთანერთად“) და ეროვნული მუზეუმის დირექტორის მიერ ორგანიზებულმა ტენდერმა. ეს მაშინ, როდესაც ფრანგულმა ხელისუფლებამ მისი კომპანიის ლიკვიდაცია მოახდინა! შევნიშნე, რომ ის კომპანიები, რომლებიც მუშაობდნენ და თეა წულუკიანის დროს სამუშაოების 70%-ზე მეტი შეასრულეს, დაპატიჟებულნი არ იყვნენ. რატომ? პირადი შურისძიების დაკმაყოფილების გარდა, სხვავერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ!

    პარიზის დიასპორის წარმომადგენლებთან დაკავშირებით, გაოგნებული დავრჩი გაკეთებული არჩევანით. მართლაც, თუკი ახალი ეკონომიკური დიასპორის წარმომადგენლები (მათ შორის ზოგიერთი საეჭვო პირი) ესწრებოდნენ ღონისძიებას, ვერ შევხვდი ვერც ერთ ადამიანს ძველი პოლიტიკური დიასპორის შთამომავლებიდან და ვერც ის პირები ვნახე, ვინ თეა წულუკიანის მიერ ორგანიზებული ფესტივალების წარმატებას უწყობდნენ ხელს.

    ასევე აღვნიშნავ, რომ არ მოიწვიეს პარიტეტული კომიტეტის და  მართვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეები, რომლებმაც ასევე იშრომეს არსებული მიღწევებისთვის, მათ შორის: გელა დუმბაძე, ზვიად გონაძე, ვლადიმერ კონსტანტინიდი… ვისი გაკეთებულია ეს არჩევანი? რა პოლიტიკური გზავნილის გადაცემა სურთ ზოგიერთებს?

    რადგან, ჩემი აზრით, ამ პერიოდში ოჯახების შთამომავლების უპატივცემულობამ და ძველი პოლიტიკური თაობის შთამომავლების იგნორირებამ, შესაძლოა ეს მოლაპარაკებული და ნებაყოფლობითი  შეწირულობა საკუთრების ქურდობად გარდაქმნას და  საფრანგეთში არსებული დიასპორის ნაციონალისტებს დამატებითი არგუმენტები მისცეს!

    ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი: მამულის შესასვლელში დგას 4 ძელი დროშების აღსამართავად. როდესაც შევედი, მხოლოდ 3 დროშა ფრიალებდა: თანამედროვე საქართველოს, საფრანგეთისა და ევროპის… დღის განმავლობაში კი პირველი რესპუბლიკის დროშაც დაამატეს… ვფიქრობ, ზოგიერთმა ადამიანმა უკმაყოფილება გამოთქვა. მინდა აღვნიშნო, რომ პირველი რესპუბლიკის დროშა, კულტურის ყოფილი მინისტრის (რომელიც „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა თავის პირველ მოადგილესთან ერთად“) მოსვლამდე, ყოველთვის აღმართული იყო შატოს წინ მდგარ ძელზე…

    _ მაშ, ეს დღესასწაული რას წარმოადგენდა? გახსნის ზეიმს? სამუშაოების დასრულების აღნიშვნას?

    ტიერ ბერიშვილი: _ კულტურის ყოფილი მინისტრის (რომელიც „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა თავის ვიცე-მინისტრთან ერთად“) გუნდმა, რომელიც სამწუხაროდ კვლავ თანამდებობებზე რჩება, ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანა საქართველოს ხელისუფლება და ახალი მინისტრი მაია ბითაძე, როდესაც დააჯერა ისინი, რომ 2026 წლის 26 სექტემბრის ღონისძიება გახსნის ზეიმი იყო, მაშინ, როდესაც ჩემთვის ეს მხოლოდ „სამუშაოების 10 წლისთავის აღნიშვნაა“.

    მოვიყვან კიდევ ერთ წონად არგუმენტს. საფრანგეთში ნებისმიერმა დაწესებულებამ, რომელიც საზოგადოებას იღებს, სავალდებულო წესით უნდა მიიღოს უსაფრთხოების დეპარტამენტული კომისიის დადებითი დასკვნა, რომელმაც უნდა შეამოწმოს სახანძრო მანქანების მისადგომობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობა, ხანძარსაწინააღმდეგო წესები და ა.შ.

    ასე რომ, თუ კულტურის ყოფილი მინისტრის (რომელიც „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა თავის ვიცე-მინისტრთან ერთად“) გუნდს დავუჯერებთ-რომელიც ჯერ კიდევ საფრანგეთშია-თუკი ყველა სამუშაო დასრულებულია, რატომ არ მოიწვიეს ეს კომისია ანგარიშის შესადგენად, რომელიც საზოგადოების დაშვების ნებართვას იძლევა?

    _მესმის თქვენი არგუმენტები, მაგრამ ვერ უარყოფთ, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა და მამულის იერი 10 წლის განმავლობაში ნამდვილად შეიცვალა.

    ტიერ ბერიშვილი: _ვინ შეძლებს  ასეთი აშკარა ფაქტის უარყოფას? მითუმეტეს, როდესაც საქართველოს მთავრობამ პროექტი 16 850 000 ევროთი დააფინანსა, რაც 11 250 000 ევროთი მეტია 10 წლის წინ განსაზღვრულ ბიუჯეტზე!

    მაგრამ ეს პროექტი მხოლოდ ლამაზი შენობების, ლამაზი ბაღების (რომლებიც, ჩემი აზრით, არც ისე ლამაზია… გემოვნებაზე არ დაობენ) და კარგად განათებული ხეივნების  საკითხი არ არის.

    ოჯახებს ხელი არ მოუწერიათ იმისთვის, რომ ლევილის მამული „ვერსალის“ ან„ვო-ლე-ვიკონტის“ მინიატურულ სასახლედ გადაქცეულიყო.

    ინვესტირებული სახსრების გათვალისწინებით, ლევილში ბევრი ლამაზი რამ უნდა იყოს წარმოდგენილი, ეს ნორმალურია, მაგრამ გარდა ამისა, სულ სხვა რამეც არის საჭირო!

    ამ ისტორიულ და კულტურულ ცენტრს რამდენიმე ფუნქცია უნდა ჰქონოდა:

    ეს არის პირველი ქართული მუზეუმი საქართველოს ფარგლებს გარეთ,

    ეს არის ერთადერთი მუზეუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, რადგან ასეთი მუზეუმი თვით საქართველოშიც არ არსებობს. სწორედ ეს პირველი რესპუბლიკა გახდა 1992 წლის 31 ივლისს გაეროს მიერ საქართველოს სახელმწიფოს ცნობის საფუძველი,

    ეს ცენტრი უნდა იყოს საქართველოს სავიზიტო ბარათი დასავლეთში და, როგორც ასეთს, მას უნდა შეეძლოს ერის ისტორიის წარდგენა, იმის განმარტება, თუ რატომ გახდა იძულებული პირველი რესპუბლიკის მთავრობა, თავშესაფარი ეპოვა და გაეგრძელებინა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის,

    ეს ცენტრი უნდა იყოს ამ პერიოდის სწავლისა და კვლევის ადგილი და, რა თქმა უნდა, უნდა უწყობდეს ხელს არსებულ ვითარებაზე დაფიქრებას,

    ეს ცენტრი უნდა იყოს ქართული კულტურის განვითარების კერა, მსგავსად იმ ქართული მონასტრებისა, რომლებიც ჩვენმა დიდმა ქართველმა მეფეებმა უცხო ქვეყნებშია აგეს,

    ამასთან, ეს ცენტრი უნდა ეცადოს (ან მაქსიმალურად მიუახლოვდეს იმას), რომ იყოს თვითდაფინანსებადი. ვიცით, რომ დასავლეთში კულტურა არასდროს არის  სრულად მომგებიანი, მაგრამ ეს ცენტრი ფინანსურად მთლიანად საქართველოს მთავრობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. არსებული გუნდის ხედვებით კი-რომელმაც არ იცის არც საფრანგეთის კანონმდებლობა, არც ბაზრის კანონები, არც საფრანგეთში შექმნილი თუ რესტავრირებული მუზეუმების თანამედროვე კონცეფციები და არც დასავლეთში კულტურული ცენტრებისა და მათი პროგრამირების მექანიზმი-ეს კატასტროფისკენ სვლაა! ეს ნიშნავს ქართული, თუმცა XIX საუკუნის გადაწყვეტილებების შეთავაზებას მაშინ, როდესაც ჩვენ III ათასწლეულის დასაწყისში ვართ.

    _მაგრამ, როდესაც ვხედავთ შესრულებულ საქმეს, რაც შეიძლება ლამაზად მივიჩნიოთ, თქვენი აზრით, რა აკლია იმას, რომ 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმების თანმდევი  ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვალოს?

    ტიერ ბერიშვილი:_ შეთანხმებაში საჭიროა ტექსტის გათვალისწინება, მაგრამ მთავარი მაინც შეთანხმების სულისკვეთებაა. სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი ამაოდ, პირველ წელს, 2025 წელს, კულტურის ყოფილი მინისტრის (რომელიც „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა თავის ვიცე-მინისტრთან ერთად“) გუნდისთვის. მაგრამ ისინი არ ისმენდნენ. ყველა ამ „ახალბედასთვის“ ყველაფერი, რაც მათზე  ადრე გაკეთდა, „ცუდად იყო ჩაფიქრებული და ცუდად შესრულებული“ და ისინი არ ერიდებოდნენ ყველასთვის იმის გამეორებას, რომ თეა წულუკიანის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის ყოფილი ხელმძღვანელები „ციხეში წავიდოდნენ“.

    ეს იყო სრულიად დაკარგული წელი, ისინი თავიდან წერდნენ ტენდერებს, აკრიტიკებდნენ იმ კომპანიებს, რომლებიც მუშაობდნენ შატოში, მედიათეკა-ბიბლიოთეკაში, სამზარეულოში, ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოდას განთავსებაზე.

    ამის შემდეგ უთანხმოებები პერმანენტულ კონფლიქტში გადაიზარდა.მათ სურდათ ცალკეული ელემენტების აშენება ისე, რომ ვერ აცნობიერებდნენ, რომ ეს ერთი  მთლიანობა იყო!

    ადგილობრივ გუნდს, დირექტორს, მის ქმარს და მე გვსურდა შეთანხმების სულისკვეთების შენება. რადგან ეს პროექტი ეფუძნებოდა რამდენიმე საკვანძო წერტილს, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში, კოორდინაციაში იყვნენ, რათა ერთი მთლიანობა შეექმნათ.

    მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი:

    ა. მედიათეკა-ბიბლიოთეკა. 

    არსებულ ბიბლიოთეკას ჩაუტარდება რესტავრაცია და პოლკოვნიკ წერეთლის ყოფილი სახლის შესაბამის სივრცესთან და ე.წ. „ქვაფენილიან ეზოსთან“ ერთად ბიბლიოთეკისა და მედიათეკის ერთიან კომპლექსს შექმნის, რომლის ფარგლებშიც იფუნქციონირებს საინფორმაციო/ტექნოლოგიური ცენტრი და სამკითხველო დარბაზი. სამკითხველო დარბაზს ექნება არქიტექტურული დიზაინი, რომელიც ბუნება მისობაში იქნება. ბიბლიოთეკის პირველი დარბაზი პატივს მიაგებს ისტორიულ სტამბას, რომელიც იქ არსებობდა.შენობები შეესაბამება შეთანხმებას, პროექტები და რესტავრაცია/რეაბილიტაცია დაგეგმილი იყო თეა წულუკიანის პერიოდში. მაგრამ რა ვნახეთ 2026 წლის 24 და 26 სექტემბრის ვიზიტების დროს?

    პირველი დარბაზი პატივს არ მიაგებს „იმ ისტორიულ სტამბას, რომელიც იქ არსებობდა“. ის ეძღვნება ვიქტორ ნოზაძეს, დიდ მწერალსა და „ვეფხისტყაოსნის“ მკვლევარს, მაგრამ არა მესტამბეს. ჩემს წიგნში „ლევილის“ შესახებ, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ დაიბეჭდა, მოყვანილი მაქვს „მესტამბეების“ სია: ისიდორე ქარსელაძე, ილია თაყაიშვილი და გიორგი ყიფიანი.

    გარდა ამისა, შეთანხმების ტექსტში გამოხატულია ღია ბიბლიოთეკისა და სამკითხველო დარბაზის შექმნის სურვილი. მაგრამ პრეზენტაციის  დროსერთ-ერთ დარბაზში  გვაჩვენეს დახურული კარადა, რომელზეც არის აბრა წარწერით „ვიქტორ ნოზაძის ბიბლიოთეკა“, ხოლო მეორე დარბაზში-მეორე დახურული  კარადა წარწერით „ნოე ჟორდანიას ბიბლიოთეკა“. ეს კარადა განთავსებული უნდა ყოფილიყო ნოეჟორდანიას კაბინეტში, შატოს ზედა სართულზე. მიმაჩნია, რომ ეს არის XIX საუკუნის ქართული ხედვა და არა ღია ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომია ვიზიტორებისთვის, მკვლევრებისთვის, ისტორიკოსებისთვის, რომელთაც შეეძლებათ დარეგისტრირება და წიგნებისა თუ ბროშურების გატანა, საქართველოს უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებთან, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და  ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით. ანუ რეალური ბიბლიოთეკა, III ათასწლეულის შესაფერისი!

    ეს დაფა სრულიად მცდარია. არ ვიცი, ვისი გაკეთებულია ან რა დოკუმენტებს დაეყრდნო მის შესადგენად? რაც მე ვიცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბიუროს 1964 წლის სხდომის დოკუმენტის თანახმად, რომელიც თსუ-ს გადავეცი,არის ის, რომ ინა ჟორდანია ნოე ჟორდანიას ბიბლიოთეკას განაგებდა მისი გარდაცვალებიდან ამ სხდომამდე, სადაც დაღლილმა ითხოვა, გაეთავისუფლებინათ დაკისრებული მოვალეობისგან. საზღვარგარეთ არსებულმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბიურომ ეს ამოცანა მამია ბერიშვილს დააკისრა. იგი უძღვებოდა ამ საქმეს, ხოლო როდესაც კარლო ინასარიძე გერმანიიდან დაბრუნდა და საფრანგეთში დასახლდა, ისინი ორნი უძღვებოდნენ სამუშაოს.

    ეს ყველაფერი დავწერე ჩემს წიგნში ლევილის შესახებ, რომელიც თსუ-სა და ეროვნული არქივის მხარდაჭერით გამოიცა 2019 წელს. დიდ პატივს ვცემ ამ დაფა ზემოხსენიებულ პირებს, მაგრამესარარისრეალობა! ყველას არ ჰქონია პასუხისმგებლობა ბიბლიოთეკაზე. ვალიკო ჩუბინიძე, პარტიის ხელმძღვანელობითა და არქივებით იყო დაკავებული, ისევე როგორც ნოე ცინცაძე, რომელიც პირველი რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი უკანასკნელი ცოცხალი სახელმწიფო მრჩეველი გახლდათ; გიორგი ერაძე განაგებდა არქივებსა და ამხანაგობა „ქართულ კერას“მართვდა; ლევან ფაღავა პარტიის საქმეებით იყო დაკავებული, ხოლო ნამო გოგუაძე და ნუცა გორდელაძე, ჩემი ბიძაშვილი, შატოს მართვას უძღვებოდნენ.

    მაშ, რატომ ეს დაფა? რატომ დამახინჯდა რეალობა? ეს განზრახ გადადგმული ნაბიჯია თუ უმეცრება?

    ოდა, სამზარეულო, სასტუმრო ოთახები და მრავალფუნქციური დარბაზი.საჭირო სახსრების არსებობის შემთხვევაში, პარკში შესაძლებელი იქნება ხის ქართული ოდას აღმართვა, რომლის ძირითადი ფუნქციაც ღვინის დეგუსტაციების მასპინძლობა და ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაცია იქნება.

    საჭირო სახსრების არსებობის შემთხვევაში, პარკში შესაძლებელი იქნება დარბაზის მოწყობა ისეთი მდებარეობითა და არქიტექტურული იერით, რომელიც არ დაარღვევს ადგილის ბუნებრივ გარემოს. მისი გაქირავება შესაძლებელი იქნება საჭიროებისამებრ და იგი ძირითადად მოემსახურება მიღებების, წარმოდგენების, ქორწილების, კინოჩვენებებისა და ქართულ ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების მასპინძლობას.

    არსებულ ე.წ. „ჰამოებში“ მოეწყობა რამდენიმე საცხოვრებელი და სახელოსნო რეზიდენტი ხელოვანებისთვის.

    წინა პარაგრაფებში აღწერილი თითოეული ღონისძიება, სარეკონსტრუქციო სამუშაო თუ წამოწყება განხორციელდება  საფრანგეთის კანონმდებლობის დაცვითა და წინამდებარე განკარგულებით დადგენილ ფარგლებში.

  • ასე რომ, თუ ლევილის მამულის განკარგულებაში გამოიყოფა სახსრები, მრავალფუნქციური დარბაზი აუცილებლად უნდა აშენდეს, რაც საშუალებას მისცემს კულტურული ასპექტის განვითარებას (გამოფენები, წარმოდგენები, კინოჩვენებები) და უზრუნველყოფს მუდმივი შემოსავლის წყაროს მოძიებას (გაქირავება დღესასწაულებისა და სემინარებისთვის). თეა წულუკიანმა ხომ იპოვა მთავრობის სახსრები იმ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად, რასაც ოდა წარმოადგენს!­_ დიდი მადლობა, ბატონო ტიერ, ამ განმარტებებისთვის. გაქვთ რაიმე დასამატებელი?

    ტიერ ბერიშვილი: _.:ამჟამად მუზეუმში წარმოდგენილი დაფების/პანელების ანალიზს ვაკეთებ. ჩემი თვალთახედვით, ეს არის არგუმენტების აღრევა, რაც სრულად აყენებს ეჭვქვეშ იმ მკვლევრების, ისტორიკოსებისა და ოჯახის წევრების შრომას,რომელნიც 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ კომისიის ფარგლებში. მაგრამ, თუ კიდევ ერთი ინტერვიუს უფლებას მომცემთ, წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით დაწვრილებით წარმოვადგენ ჩემს არგუმენტებს. ყველა დაფას გადავუღე ფოტო.

  • მაგრამ ოჯახების წარმომადგენლებს სიტყვა არ მისცეს! ნუთუ ამ მემორიალური, ისტორიული და კულტურული ცენტრის მოღვაწეთა სიიდან ამოგვშალეს? ვინ არის პასუხისმგებელი პროტოკოლის უპატივცემულობაზე, რომელიც მოლაპარაკებების დასაწყისიდანვე იყო დადგენილი? თუმცა, დამსწრე საზოგადოებიდან არცერთ ოფიციალურ პირს არ გამოუხატავს აღშფოთება ოჯახების წარმომადგენელთა მონაწილეობის არარსებობის გამო! ამ დღის ორგანიზებაზე პასუხისმგებელთა მხრიდან ეს შურისძიების ან სამაგიეროს გადახდის აქტია იმის გამო, რომ წარმომადგენლებმა მართვის საბჭოზე „სწორად“ არ მისცეს ხმა? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს  კარგს არაფერს მოასწავებს!შეშფოთებული ვარ საქართველოს მთავრობის მხრიდან უპატივისცემლობით ოჯახების წევრების მიმართ, რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერდნენ ამ პროექტს და იცავდნენ მას, როდესაც ამ  ინიციატივის გამო ცილსს წამებდნენ და შეურაცხყოფდნენ.

    თუმცა,გაოცებული დავრჩი, როდესაც ვნახე, რომ მიწვეული იყო იმ კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელიც  შეარჩია კულტურის ყოფილი მინისტრის (რომელიც „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა ვიცე-მინისტრთან ერთად“) და ეროვნული მუზეუმის დირექტორის მიერ ორგანიზებულმა ტენდერმა. ეს მაშინ, როდესაც ფრანგულმა ხელისუფლებამ მისი კომპანიის ლიკვიდაცია მოახდინა! შევნიშნე, რომისკომპანიები, რომლებიც მუშაობდნენ და თეა წულუკიანის დროს სამუშაოების 70%-ზე მეტი შეასრულეს, დაპატიჟებულნი არ იყვნენ. რატომ? პირადი შურისძიების დაკმაყოფილების გარდა, სხვავერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ!

    გაზეთი „ალიონი“, #22, 2026 წ.

მსგავსი სტატიები