ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი
17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც პროექტ ტრილოგიის ერთგვარ შეჯამებასაც წარმოადგენდა, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ვასილ ჩიგოგიძემ, სიხარულს რომ ვერ მალავდა, ისეთი ემოციებით, იმ გამოწვევებსა და შედეგებზე ისაუბრა, რაც უკვე წარმატებით განხორციელდა და რისი იდეაც სამიოდე წლის წინ თავად გააჟღერა.
19-23 ნოემბრის ფარგლებში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საგასტროლო ტურნეს მართავს აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, ჩვენებებს გამართავს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში, თელავსა და გორში , მხატვრულ დოკუმენტური ჟანრის სპექტაკლით „ექვთიმე“. რეჟისორი გოჩა კაპანაძე. ტურნეს მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო. მიზანი – ფართო საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა და პატრიოტი პიროვნებების გაცნობა საქართველოს ორსაუკუნოვანი ისტორიიდან. ტრილოგიის სამივე ნაწილი, ესაა გურია საქართველოში და საქართველო, თავად გურიაში.
პირველი ნაწილი – სპექტაკლი „გურიის დედოფალი“ – გურიის უკანასკნელი დედოფლის სოფიოს ცხოვრების ეპიზოდებს ასახავს. რუსთა ბატონობის წილააღმდეგ მებრძოლი დედოფალი ბოლოს თურქეთში გაიქცა და თან გაიყოლა საისტორიო წყაროები, რომელთა გაუჩინარება ისეთივე ბურუსითაა მოცული, როგორც თავად დედოფლის უეცარი გარდაცვალება უცხოეთში. მწირი ისტორიული ფაქტების მიუხედავად, პროექტი წარმატებით განხორციელდა. თეატრმა მოახერხა დედოფალი უკეთ გაეცნო საზოგადოებისთვის და მაღალი დონის სპექტაკლი შეეთავაზებინა მაყურებლისთვის.
ტრილოგიის მეორე ნაწილი – „რესპუბლიკა გურია“ – გურიის აჯანყებასა და გურიის რესპუბლიკად გამოცხადების წინარე პერიოდს ასახავს, რომელმაც , მართალია, სულ რამდენიმე თვეს გასტანა, მაინც დიდი იყო თავისი მნიშვნელობით. აქაც ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი ჩაიწერა ოზურგეთის თეატრალურ ისტორიაში.
ტრილოგიის გვირგვინი „ექვთიმე“ . საოცარი დადგმა რეჟუსურით, თემატიკით, ტექნიკით, შესრულებით. მოვუსმინოთ თავად იდეის ავტორსა და დადგმის ხელმძღვანელს.
_ „ის ჩვენი ჩანაფიქრი, მიგვებედა და გავებედა წმინდანთან მიახლება, შევძელით და განვახორეციელეთ, პირველად, ქართული თეატრის ისტორიაში შებედა ექვთიმეს ოზურგეთის თეატრმა და ბედნიერი ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა. იმაზე დიდია შედეგი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. მინისტრის პირადი ინიციატივაა, სპექტაკლი ნახოს სრულიად საქართველომ. ამ სპექტაკლის ჩვენებას აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ, აუცილებლად გავმართავთ სხვა რეგიონებშიც. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, როგორ იღებენ ბავშვები ექვთიმეს, როგორი უშუალოა და ხალასი მათი შეფასებები სპექტაკლის ჩვენების შემდეგ.ჩვენ რამდენიმე წლის წინ განვახორციელეთ პროექტი თეატრი და სკოლა, უნდა ნახოთ, როგორ გაიზარდნენ ბავშვები, როგორც მაყურებლები.“
აღინიშნა, რომ მომდევნო წლიდან ახალი ტრილოგია იგეგმება. ესაა – ილია, აკაკი, ვაჟა. რაოდენ სასიხარულოა, რომ ამ სამთა დიდთა პორტრეტებს იხილავს მაყურებელი სასცენო ვერსიებით.
არის ცვლილება დაგეგმილ ღონისძიებებში. მომდევნო წლის ივნისში, ექვთიმე პარიზის თეატრის სცენას ესტუმრება, ხოლო ლევილში ფესტივალი ნოდარ დუმბაძით გაიხსნება. კვლავ იგეგმება პორტუგალიის თეატრთან ერთად ახალი კოპროდუქტის შექმნა.
„გაჟღერდა ფრაზა – მიბაძეთ უზურგეთის თეატრს, მე ვამბობ – ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ კი არა,მხოლოდ, უკვე გვაქვს ამბიცია, ვიყოთ პირველები პირველთა შორის. რადგან მე მყავს ასეთი ადმინისტრაცია, სამსახიობო შემადგენლობა, ტექნიკური პერსონალი. როგორ შემიძლია არ ვიყო მადლიერი ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილისა, რომლებმაც მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი უდიდესი შრომის შედეგი, ასევე მაღალი დონით შეგვეთავაზებინა მაყურებლისთვის. როგორ არ უნდა ვიყოთ მადლიერი, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრისა, რომელთა ფინანსური და ადამიანური მხარდაჭერით ვახორციელებთ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს. “
ოზურგეთის თეატრმა მართლაც თქვა თავისი სათქმელი, იტყვის კვლავაც და არც საკეთილო სიტყვები დაგვეშურება მათი წარმატების აღსანიშნავად, მათ ეს თავად დაიმსახურეს. მოლოდინიც რა თქმა უნდა კიდევ მეტია, რადგან ის თავად აანაცვლეს მაღალ საფეხურზე და თამასაც ასწიეს.
წარმატებები ჩვენს თეატრს.
მსგავსი სტატიები
- 100
დღეს, ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიგაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და… - 100
„75 წელი. მაღალი, ბრგე ვაჟკაცი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, საინტერესო ბიოგრაფიით, კასკადიორ- დუბლიორობიდან წინახაზის მეომრობამდე...მოუშუშებელ ნაიარევად დარჩენილი აფხაზეთი და მის თვალწინ სახეზე ღიმილგადაკრული, შუქჩამქრალი, ცას შეყინული თვალებით გმირები, ზოგი ჭაბუკობაშიც ფეხვერშედგმული, ზოგიც უკვე მოწიფული, ქართულ მიწას და ქართულ ცას შერწყმული. „ მაცი ხვიტია“, „ლონდრე“, „შევარდენის კვალი“, _გერმანული კინოსტუდი „დეფას“ მიერ გადაღებულ… - 100
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა. _აჯობებს… - 100
ლადო ჭელიძე, ცნობილი მწერლისა და მეცნიერის, პროფესორ გიზო ჭელიძის უფროსი ვაჟია. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ასევე არის ტელეჟურნალისტი. იგი ამჟამად ისრაელში მოღვაწეობს და მისი საქმიანობის შესახბ ვთხოვეთ ინტერვიუ: _ ხუთი წლის წინ მივიღე ორმაგი მოქალაქეობა (ბებია მყავდა დედის მხრიდან ებრაელი) და 2019 წელს გადმოვედი ისრაელში. როგორც ჟურნალისტი აქტიურად დავიწყე თანამშრომლობა… - 100
დღეს, კურორტ ბახმაროში, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „ბახვი 1“ ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია CCEH HYDRO VI იყო და მასში მონაწილეობდნენ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები, ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები. ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო „3D საამქრო“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.…