რეჟისორ ლევან კოღუაშვილისა და ფილმ „გურიას“ შემოქმედებით ჯგუფს Asia Pacific Screen Awards-ის (APSA) დაჯილდოებაზე „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის“ ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე თქმით, პრესტიჟულ ფესტივალზე მოპოვებული მთავარი პრიზი ქართული კინემატოგრაფის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა.
„აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება „აზიურ ოსკარად“ მოიხსენიებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ამასთანავე, სწორედ ეროვნული კინოცენტრის სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ფილმი „გურია“ წარდგენილია საქართველოს ოფიციალურ განაცხადად ამერიკის კინოაკადემიის 99-ე დაჯილდოებაზე („ოსკარი“), ნომინაციაში „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“, — ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მსგავსი სტატიები
- 73
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 70
- 70
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 69
ავტორი: გია ბეშიტაიშვილი (გაგრძელება. ბეჭდური ვერსია იხ. გაზეთი „ალიონი“ #6-11.) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან როგორც წარჩინებულ…
