მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა საბჭოს წევრებთან კომპანიის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებულ აქტივობებზე და 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა. თავდაპირველად, მოკლედ მიმოიხილა ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც წელს ბახვი ჰესი სოციალური, თუ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მუშაობდა. მათ შორის, მოკლედ შეაჯამა ისეთი პროექტების მიმდინარეობა, როგორიცაა ვანისქედში წყლის სისტემის მშენებლობის პროექტი, წინასამშენებლო სამუშაოები, საგანმანათლებლო პროგრამები, „ჩაის გზის“ პროგრამა და სხვა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი აბრამიშვილმა აღნიშნა, რომ 2024 წელს ბახვი ჰესი მშენებლობის დაწყებასთან ერთად მთავარ აქცენტს სწორედ გარემოს დაცვაზე გააკეთებს.

ამავე შეხვედრაზე ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს ტყის განაშენიანების გეგმა წარუდგინა, მიმოიხილა დასაქმებულთა სტატისტიკა და ვრცლად ისაუბრა 2023 წელს განხორციელებული სოციალური პროექტების შესახებ. აღინიშნა, რომ სხვა დანარჩენთან ერთად, წელს კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკმაოდ დატვირთული მიმართულება საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა და აღსრულება იყო. რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, ამ შემთხვევაში ძირითადი ყურადღება ბახვი ჰესის მასშტაბურ პროექტს, კერძოდ, ტყის განაშენიანების გეგმის აღსრულებას დაეთმობა.

შეხვედრაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის 1 წელი და მრჩეველთა საბჭოს წევრების ჩართულობის ანგარიში წარადგინა კომუნიკაციების მენეჯერმა, ნიცა ჩოლოყაშვილმა. მან მრჩეველთა საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა 2023 წელს განხორციელებულ სოციალურ პროექტებში აქტიური ჩართულობისთვის და ამ ჭრილში სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„3 წელი სრულდება, რაც ბახვი ჰესი გურიის რეგიონშია წარმოდგენილი. უკან რომ ვიხედებით, ვამაყობთ, როგორც თავად პროექტით, ასევე იმ სოციალური პროგრამებით, რომლის მთავარი მიზანი ადგილობრივებისთვის არსებული პირობებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. სიამაყით აღვნიშნავ, რომ ჩვენი თითოეული პროექტი ესადაგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების კონკრეტულ მიზნებს, მათ შორის, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას.

ჩვენი მთავარი მისიაიმ დანაპირების აღსრულებაა, რომელიც 2021 წელს გურულებს მივეცით. 2024 წელს ჩვენი ძირითადი ყურადღება მშენებლობის პარალელურად გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალ დონეზე შესრულებას დაეთმობა. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორედ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ავაშენოთ ჰესი, რომელიც არამარტო რეგიონისთვის, არამედ ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო იქნება. ეს ყველაფერი სწორედ გურულების მაქსიმალური ჩართულობით დავიწყეთ და დარწმუნებულები ვართ, ეს პროცესი ასეთივე წარმატებით გაგრძელდება“,- განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.

 

მრჩეველთა საბჭო 2021 წლის 5 აგვისტოს შეიქმნა და მას შემდეგ, მისი თითოეული წევრი აქტიურადაა ჩართული, როგორც თავად პროექტის, ასევე გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამების განვითარებისა და აღსრულების პროცესში. 2024 წელს საბჭოს წევრები მუშაობას შეხვედრების იგივე ფორმატით გააგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ წევრობა კეთილი ნების პრინციპით რეგულირდება და არ არის ანაზღაურებადი

 

 

 

 

 

დამატებითი კითხვებით მოგვმართეთ:

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    „ბახვი ჰესის“ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შემაჯამებელი შეხვედრამიმდინარე წლის 15 დეკემბერს „ბახვი ჰესის“ მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.   „ბახვი ჰესის“ დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა საბჭოს წევრებთან კომპანიის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებულ აქტივობებზე და 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა. თავდაპირველად, მოკლედ მიმოიხილა ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც წელს „ბახვი ჰესი“…
  • 84
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2022 წლის 21 დეკემბერს,ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტებისგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის შემაჯამებელიშეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე მხარეებმაიმსჯელეს მიმდინარე საკითხებზე.მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიესალმა ბახვი ჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ნიბლაძე, რომელმაც შეაჯამა გასული წლის სამუშაო და მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა…
  • 83
    ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭო ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო 2021 წლის 5 აგვისტოს, კომპანიის უპრეცედენტო ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაშია 10 დაინტერესებული პირი, რომლებიც  წარმოადგენენ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, მცირე და საშუალო ბიზნესს, მედიას და თვითმმართველობას. საბჭოს ფორმატში მონაწილოება ანაზღაურების გარეშეა. აქ მოვიდნენ და გაწევრიანდნენ ადამიანები,…
  • 79
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა            2022 წლის  7სექტემბერს,ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტებისგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი,შეხვედრა გაიმართა.ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გააცნო ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიშის მომზადების პროცესი, ასევე წარადგინა მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი, ალა მარი, რომელიც ჩხაკაურას საჯარო სკოლის დირექტორია. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა…
  • 76
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…

არ გამოტოვოთ