ოზურგეთი, 31 დეკემბერს. ამ ჩვენს პატარა ქალაქში გასული ომის დრომდე დიდი სიცოცხლე და მღელვარება ჰსუფევდა. ომის შემდგომ ეს სიცოცხლე და მოძრაობა ისევ ჩაქრა და ქალქი გამოყრუვდა, „საზოგადო ცხოვრება“ თითქმია აღარ არის.
ადგილობრივმა ინტელიგენციამ მოინდომა, ცოტაოდენით გაეცოცხლებინა აქაური საზოგადოება კლუბის გახსნით, რომ თავისუფალ დროს, აქაურ მცხოვრებთ ერთმანეთთან შეხვედრით შესძლებოდათ ერთად დროის გატარება და საჭირო საგნებზედ ბაასი. მაგრამ ამ საქმეში ჩვენს „ინტელიგენციას“შეხვდა დიდი დაბრკოლება სხვადასხვა დიდებულ პირთაგან, რადგანაც ეს უკანასკნელი საზოგადოებამ ვერ იცნო კეთილი ჰაზრის გამომხატველად და არ ისურვა მათი წინამძღოლობა საზოგადო საქმეში.
მაგრამ ქუთაისის ღუბერნატორმა მიიღო მონაწილეობა ჩვენს მდგომარეობაში და დაგვპირდა კლუბის ნებართვა.
გარდა კლუბის გახსნისა, ჩვენი საზოგადოება მოელის, რომ ოზურგეთის მოედანზედ გაკეთდება მშვენიერი ბაღი შადრევანით და როტონდით, სადაც ზაფხულში საზოგადოებას თავისუფალი დრო ექნება, კმაყოფილება ერთად თავის შეყრისა, ტანცაობისა და წმინდა ჰაერის ყლაპვისა. პირველი ჰაზრი ამ ბაღის გაშენებისა ეკუთვნის ბ. ოზურგეთის უეზდის ახლანდელ ნაჩალნიკს, რომელმაც შარშან ზაფხულში ტექნიკის საშუალებით გაპლანა მოედანი და ჩაასობინა რამდენიმე ადგილზედ სარები. წელს სრულებით მოათავა აღება პლანზედ და იმ მაედნისა ზემლემერმა კალჩანოვმა. ამ პლანის აღება, როგორც ჩვენ გავიგეთ, ღირს 60 მან; მხოლოდ ქალაქის მცირე შემოსავალის გამო, ვერ იპოვეს ჯერ წყარო, რომლიდგანაც დააკმაყოფილონ ეს ვალი. საბაღე ადგილის გაპლანვის შემდგომ ახლა ვკითხულობთ, თუ საიდან დაკმაყოფილდეს ეს ხარჯი, რომელიც დასჭირდება სისრულეში მოყვანას ზემოთ თქმული მშვენიერის ჰაზრისას, ეს იგი მადენაზედ ბაღის გაშენებაზე? ჩვენ იჭვში ვართ, რომ ეს ხარჯი იქმნეს იმ შემოსავლისაგან, რომელიც აქვს ამ ჩვენს პატარა ქალაქს. იჭვში ვართ იმის გამო, რომ ამას წინეთ ოზურგეთის მოქალაქეთა შეაყენეს განჩინება, რომ ქალაქის შემოსავლისაგან დაინიშნოს სამასი მანეთი დასაქირავებლად კაპელმეისტერისა, რადგანაც იქაური კამანდის მუზიკა ცუდს მდგომარეობაშია კაპელმეისტერის უყოლობით. მაგრამ უეზდის ნაჩალნიკი ვერ აძლევს მსვლელობას ამ განაჩენს, რადგანაც იმის აზრით ქალაქის შემოსავალი სხვა უფრო საჭირო მოთხოვნილებასაც ვერ აკმაყოფილებს.
ძალიან საჭიროა მიაქციონ ყურადღება ოზურგეთის ქალაქის ქუჩების გაშრობას, უმთავრესი ნაწილი ამ ქუჩებისა წარმოადგენს გაუვლელ ჭაობს და აქეთ სასიკვდილო გავლენა მოქალაქეთა ცხოვრებაზედ.
გურული
გაზეთი „დროება“, 6 იანვარი, 1881 წ. #3, გვ.3
P.S.პროფესორ შალვა გოზალიშვილის ვერსიით ფსევდონიმი „გურული“ ეგნატე ნინოშვილს ეკუთვნის.
მსგავსი სტატიები
- 81ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 76დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 69ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 691964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 67ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…