ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ.
ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას 2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი ერთ-ერთი წარმატებული მეწარმეა და სამარკო ნიშნით „გურულები“ რამდენიმე სახის ჩაის პროდუქციას უშვებს.მომავალი წლიდან მომხმარებელს ახალ ბრენდს„ჩაი ჟოლოთი“ შესთავაზებს.
_განათლებით ინჟინერ-ელექტრიკოსი ვარ.10 წელი ჩემი სპეციალობით თბილისის საავიაციო ქარხანაში ვმუშაობდი. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მდგომარეობა აირია, მცირე ბიზნესში გადავედი. შემდეგ ჯანმრთელობა მდგომარეობა გამიუარესდა, ვერ ვმუშაობდი. 2012 წელს სოციალურად დაუცველის სტატუსიც მომანიჭეს, სოციალურ დახმარებას ვიღებდი.
როცა ადამიანს არ შეუძლია, სახელმწიფო ეხმარება, მაგრამ მე ოჯახი მყავდა და ვცდილობდი აქტიურ ცხოვრებას დავბრუნებოდი.ძალიან ბევრს ვფიქრობდი წარსულში რეგიონის ეკონომიკისათვის ყველაზე შემოსავლიან დარგზე – ჩაის წარმოებაზე.
სოფელ ნაგომრის მაგალითზე ვიცოდი, რომ ეს სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეშიჩაის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი იყო. ჰქონდა დიდი წარმადობის ჩაის ფაბრიკა, რომელიც დრო-ჟამის ცვალებადობისას დაანგრიეს და მანქანა-დანადგარები ჯართად ჩააბარეს. 10-15 წლის წინ სოფელში 300 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია იყო, შემდეგ ამოძირკვეს და თხილი გააშენეს. თუმცა სხვა სოფლებისგან განსხვავებით აქ შედარებით მეტი ჩაის ფართობი იყო შენარჩუნებული, ოღონდ მოუვლელი და გავერანებული.
2015 წელს სოფელ ნაგომარში ჩვენმა მეგობარმა ნანა ყირიმელაშვილმა ჩემს ძმასთან კახა ნაჭყებიასთან ერთად კოოპერატივი „ნაგომარი“ დაარსა. ვხედავდი, რომ საქმე ადგილიდან დაიძრა.
დღეს, გურიის რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული მეწარმე ჩაის დარგში დავით თენიეშვილია. რამდენჯერმე მივმართეთ რჩევისათვის. ბევრი სასარგებლო რჩევა მოგვცა.
„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მცირე საგრანტო განაცხადი გავაკეთეთ მობილური ტელეფონით. წარმოიდგინეთ,20 დღის შემდეგ პასუხიც მოვიდა, დააფინანსეს და საწარმომ ჩაის საშრობი ღუმელი შეიძინა.
კოოპერატივ „ნაგომარს“ ევროკავშირის პროგრამა დაუდგა მხარში, 40 ათასი ევრო გადასცეს ტექნიკის შესაძენად და მათ შეძლეს ჩაის გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარების შეძენა და 10 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია.
_ თქვენ როდის დაიწყეთ ჩაის წარმოება, რა სიახლეები გაქვთ?
–2 წლის წინ ჩაის სახლი „გურულები“ დავაარსე.ამ საქმეში სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დამეხმარა. 40 ათასი ლარი გამომიყვეს და ჩინური კონვეირული სისტემის ჩაის საშრობი დანადგარი შევიძინე, რომლის ანალოგი გურიაში არ არის. ამ დანადგარმა ხარჯი შეამცირა და პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
აღნიშნული დანადგარის წარმადობა დღე-ღამეში 400 კილოგრამი მზა პროდუქციაა. 40 კილოგრამ ჩაის პროდუქციას უშვებს საათში. საწარმოს 3 ადამიანი ემსახურება.
„გურულების“ მარკით ვუშვებთ „შავი ბაიხის“, „მწვანე“, „კავკასიური მოცვის“ ჩაის და ჩაის ერთჯერად პაკეტებს.
გვყავს პარტნიორი კახეთის რეგიონში, წარმატებული მეწარმე ზურაბ ალავიძე, რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტში 30 ჰექტარი ჟოლოს პლანტაცია აქვს გაშენებული. შევიმუშავეთ და მომავალი წლიდან ქართულ და არა მარტო ქართულ ბაზარს მივაწვდით ჩაის ჟოლოთი. ვფიქრობთ, როგორც 100-გრამიანი დაფასოებით, ასევე ერთჯერადი პაკეტების სახითაც გამოშვებას.
_ რა ადგილი უკავია ჩაის კულტურას რეგიონის განვითარებაში?
_რეგიონში ბევრი ჩაის პლანტაცია ამოძირკვულია, ბევრგან მოცვსა და სხვა კენკროვან კულტურებს აშენებენ. მაგრამ გურიაში ჩაის კულტურას ღირსეული ნიშა უნდა ჰქონდეს. ჩვენ ჯერ-ჯერობით ჩაის პროდუქცია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგვაქვს, ვგეგმავთ შუა აზიის ქვეყნებში გატანასაც.
_ჩაის პლანტაცია თქვენს პარტნიორს კოოპერატივ „ნაგომარს“ აქვს. თქვენ?
_ ჩაის სახლი „გურულები“ ამჟამად 9 ჰექტარ ჩაის პლანტაციას უვლის. სრულმოსავლიან პლანტაციაში ჰექტარზე 1 ტონა ხარისხიანი ფოთოლი იკრიფება. რა თქმა უნდა, ჩაის ფოთოლსაც ვყიდულობთ. სეზონზე ჩვენთან 35 მკრეფავი მუშაობს, რომელთა დღიური ანაზღაურება 50-დან 70 ლარამდეა.
სამწუხარო ის არის, რომ ჩაის მკრეფავები მხოლოდ საშუალო და უფროსი ასაკის ქალბატონები არიან. ახალგაზრდები ამ საქმით ნაკლებად ინტერესდებიან.
ვფიქრობთ, გამსხვილებას და კოოპერატივ „ნაგომართან“ გაერთიანებას.
_ თქვენ დავით თენიეშვილი ახსენეთ. რა ურთიერთობები გაქვთ სხვა მეწარმეებთან. ისინი ხომ თქვენი კონკურენტები არიან?
_დავით თენიეშვილი უანგაროდ გაძლევს რჩევებს. დღეს, ჩაის ბაზარზე ქართულ კომპანიებს ერთმანეთთან კონკურენციის საფრთხე არ აქვს, რადგან ბაზარზე მოთხოვნა დიდია და ჩვენ მას ნაწილობრივადა თუ ვაკმაყოფილებთ. კონკურენცია იქნება მხოლოდ ხარისხში. კარგი ურთიერთობები გვაქვს სხვა მეწარმეებთან: ნიკა სიორიძესთან, ირაკლი დუმბაძესთან, ლანა ჟღენტთან, მალხაზ ლიპარტელიანთან, გიორგი მაისურაძესთან, ლევან თავდიშვილთან, სხვებთან.
დავით თენიეშვილის კონსულტაციებით და დახმარებით ბიო ჩაისგამოშვებას ვგეგმავთ. რადგან ბაზარზე მოთხოვნა დიდია, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ხსნადი ჩაის _ჩაის პაკეტების წარმოების გაფართოება.
_ თქვენ ხშირად მონაწილეობთ „ჩაის გზის“ ფესტივალებში.
_ძალიან სასარგებლოა ასეთი ფესტივალების მოწყობა ჩაის მეწარმეებისათვის. ეს მცირე ბიზნესის ხელშეწყობაა და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციაში გვიწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის განვითარებისათვის. წელს „ჩაის გზის“ ფესტივალი შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში გაიმართა და ტურისტების დიდი ნაკადიც დაესწრო. ძალიან სასიამოვნოა, რომ კომპანია „ბახვი ჰესი“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, ასეთი კარგი ფესტივალებს აფინანსებს.
ამ ფესტივალების გამოცდილებით ჩაის სახლი „გურულები“ ტურისტების მიზიდვას გეგმავს.
_როგორ ფიქრობ, რა დადებით შედეგს მოუტანს გურიას მდინარე ბახვის ხეობაში აგებულიჰესები?
_მე მეწარმე ვარ და ჩვენი საქმიანობა ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდებაზეა დამოკიდებული. წარმოების ზრდა მეტ ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვს. მივესალმები ასეთი მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას. ნამდვილად არ უნდა ვიყოთ ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებული. „ბახვი ჰესის“ შესახებ არაერთი მასალა წავიკითხე ელექტრონულ თუ ბეჭდურ გამოცემებში და ვფიქრობ, მათ მიერ განხორციელებული სოციალური პროექტებიც მნიშვნელოვანია.
წარმატებული ადამიანები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე
„გურიის მოამბე“ და „ალიონი“ – „ბახვი ჰესის“ დახმარებით – ერთობლივ რუბრიკა – „სოფლის ცხოვრება“ – დავიწყეთ
უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და მიგრაცია – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ლაიტმოტივად გასდევს გურიაში სოფლის ცხოვრებას, სოფლის, რომელიც თანდათან იცლება ახალგაზრდებისაგან, ოჯახის რჩენისათვის ერთადერთ გამოსავლად კი საზღვარგარეთ – სამუშაოს პოვნა მიიჩნევა.
სამწუხაროა, რომ ასეთ პირობებს – ობიექტურ მიზეზებთან ერთად – სუბიექტურიც განაპირობებს, პირვე რიგში ის, რომ სოფელში ადგილობრივები არ არიან ინფორმირებულები, რომ ამ პირობებშიც. სავსებით შესაძლებელია ადამიანებმა საკუთარი ძალებით ნახონ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან.
მცირე ფერმერული მეურნეობები, სწორი აგრარული პოლიტიკა, გამოცდილებაზე დაყრდნობილი პოზიციონირება ამ სფეროში და პარტნიორების ძებნა, ხშირ შემთხვევაში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში – ეს ის თემებია, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ გურულ ოჯახს შეუძლია იპოვოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და ადგილებზე შექმნან წარმატებული ფერმერული მეურნეობები.
ამას, ხშირ შემთხვევაში, აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობა და გამოცდილების არ ქონა.
ჩვენი მიზანია თქვენ მოგაწოდოთ არამარტო ენციკლოპედიური ტექსტები – არამედ. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ფარგლებში. გაპოვნინოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან-თქვენივე თანასოფლელების, წარმატებული ფერმერების გამოცდილების ხარჯზე.
„გურიის მოამბე“, „ალიონი“ და „ბახვი ჰესი“ რუბრიკით „სოფლის ცხოვრება“ – შეეცდებიან. მნიშვნელოვნად ხელი შეუწყონ თქვენს ინფორმირებულობას რაც თავისთავად აისახება თქვენს წარმატებაზე – ადგილებზე განავითაროთ ფერმერული მეურნეობები, იპოვოთ გამოსავალი და იყოთ წარმატებულები საკუთარ კარ-მიდამოში.
„ალიონისა“ და „გურიის მოამბეს“ რედაქცია დიდ მადლობას უხდის ამ შესაძლებლობისათვის „ბახვი ჰესს“ – ასევე ყველა იმ წარმატებულ ფერმერს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან თანამშრომლებენ.
დავით თენიეშვილი_ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენი. იგი ერთ-ერთია გურიაში, რომელიც ჩაის კულტურის აღორძინებას გეგმავს და პრაქტიკული ნაბიჯებიც აქვს გადადგმული. მისი ინიციატივით დაბა ნარუჯასა და ლაითურში 100 ჰექტარი ჩაის ფართობის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მან გაზეთ „ალიონთან“ ჩაის კულტურის აღდგენის აუცილებლობაზე და ხელშემშლელ პირობებზე ისაუბრა. _დავით, მოდით ჯერ თქვენი ცხოვრებისეული ბიოგრაფიით დავიწყოთ...…
„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია „ბახმაროში“, რომელიც ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…
ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი `ანასეული ~-ს დირექტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი რუსუდან ტაკიძე. „სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ნუგზარ ასათიანი, გაზეთი „ალიონი“ _ ქალბატონო რუსუდან, ნიადაგის როგორი ტიპები (ზონების მიხედვით) გვხვდება გურიაში? _ სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება უპირატესად ნიადაგზე და…
კომპანია „ბახვი ჰესის“ სოციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოიცავს ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე შშმ პირების დახმარებას საპროექტი ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სოფლებში (მთისპირი და ჩხაკაურა), მეორე მხრივ, კი ორიენტირებულია გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკური სარგებელის მომტან პროექტებზე. სწორედ ამ მხრივ, ბახვი ჰესი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პარტნიორობის ფარგლებში, გურიის…