სსიპ- აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლას მრავალწლიანი და მჭიდრო ურთიერთობა აქვს ოზურგეთის „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“, ვინაიდან ეს არის მენტორი და სურვილების ამსრულებელი ორგანიზაცია და მისი თანადგომით სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, მათ შორის არის მცირე გრანტების პროგრამის პროექტი „ხიდი მომავლისაკენ“, რომლის მხარდამჭერიც „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ არის ევროკავშირსა და გერმანულ ფონდთან („პური მსოფლიოსათვის“) ერთად. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებებისა და ტოლერანტობის დამკვიდრება.
პროექტით გათვალისწინებული თითოეული აქტივობა წარმატებით განხორციელდა, მასში ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლე იყო ჩართული, ბოლო აკორდი კი გახლდათ მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენცია: „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“…
22 დეკემბერს შემოქმედის საჯარო სკოლა განსაკუთრებულ სამზადისში იყო: საახალწლო დეკორაციებს ბოლო შტრიხებს ამატებდნენ, სკოლის გულშემატკივარი, ნონა სულამანიძე რუდუნებით ამაგრებდა ყვავილების გირლანდებსა და ატლასის ფარდებს; მოსწავლეები და მასწავლებლები სერიოზული სახით ბჭობდნენ. „ჩვენ როდის მივიღებთ მონაწილეობას ასეთ ღონისძიებაში“?-დაინტერესებული კითხულობდა მერვეკლასელი დათუნა შუბლაძე.
დარბაზი თანდათან გაივსო სტუმრებით: მოვიდნენ მშობლები და მოსწავლეთა გულშემატკივრები; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შემოქმედის თემში თამაზ ბურჭულაძე; სოფელ შემოქმედში საოჯახო სასტუმრო „შალეს“ დამფუძნებელი გენო აბაშმაძე; ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლები: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის მასწავლებლები მზია სიხარულიძე და სოფო გიორგაძე; სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია მიქელაძე; ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირიდან – ქალბატონი მარინა თოფურია და ნონა სადრაძე.
მოსწავლეთა საკონფერენციო თემები მართლაც მრავალფეროვანი და ძალზე საინტერესო იყო:
1.“მრავალფეროვნება-ინკლუზიური გარემოს შექმნის საუკეთესო საშუალება“- თემის ხელ-ლი მაია ცინცაძე (სამოქალაქო განათლების მასწ-ლი); პრეზენტატორები – მარიამ გეგიაძე (X კლასი) და ამირან ონიანი (XII კლასი);
2. „ქართული ენის მრავალფეროვნება“-თემის ხელ-ლი ნინო სადრაძე (შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი); პრეზენტატორები – მარიამ სადრაძე და დავით ჩხატარაშვილი (XII კლასი);
3. „მსოფლიო ენების მრავალფეროვნება“- თემის ხელ-ლი ალლა ჩხატარაშვილი (რუსული ენის მასწავლებელი); პრეზენტატორი – ეთერ გოგოლაშვილი (X კლასი);
4. გენეტიკური მრავალფეროვნება“-თემის ხელ-ლი ჟანა საბაშვილი (ბიოლოგიის მასწავლებელი); პრეზენტატორები – ელენე გორგაძე და თამუნა დუმბაძე (X კლასი);
5. „მრავალფეროვნება ვეფხისტყაოსანში“-თემის ხელ-ლი ნათელა ვაშალომიძე (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი); პრეზენტატორები – საბა გიგიბერიძე და გუგა ონიანი (XI კლასი);
6. „მრავალფეროვნება ერთ მთლიანობაში“- თემის ხელ-ლი სოფო ინგოროყვა (ისტორიის მასწავლებელი; პრეზენტატორები – ბაია ბურჭულაძე (XI კლასი) და ნიკოლოზ საბაშვილი (XII კლასი);
7. „ქიმიური ელემენტების გავლენა ორგანიზმზე“-თემის ხელ-ლი მარინა მუკბანიანი (ქიმიის მასწავლებელი); პრეზენტატორი – ნინი ჩიტაიშვილი (XI კლასი);
8. „მიცვალებულის დატირების უჩვეულო ტრადიციები საქართველოში“-თემის ხელ-ლი ნინო დუმბაძე ; პრეზენტატორები – ცოტნე გიორგაძე და ლიზი ხვინგია ( IX კლასი);
9. „მრავალფეროვნება მუსიკაში – როკი, მეტალი“-თემის ხელ-ლი მანანა არევაძე (მუსიკის მასწავლებელი); პრეზენტატორები- თათია ვანიძე და რომან მგელაძე (IX კლასი);
10. „ქართული ხალხური სიმღერის მრავალფეროვნება“-პრეზენტატორი გიორგი ვასაძე (XIIკლასი).
მთელი დარბაზი ინტერესით უსმენდა გამომსვლელებს, პრეზენტაციები ორიგინალური ხედვითა და საინტერესო ინფორმაციით ფასობდა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დიდი შრომა ჩადეს მათში და მაყურებელიც კომპეტენტური და ყურადღებიანი გამოდგა, ტაშის გრიალით აცილებდა თითოეულ პრეზენტატორს. მშობლები გაფაციცებულები შესცქეროდნენ თავიანთ საამაყო შვილებს, რომლებმაც არ დაიზარეს და, მიუხედავად გადატვირთული სამეცადინო განრიგისა, საკონფერენციო თემები მოამზადეს. იყო სიხარული და ემოცია; სტუმართა ცრემლიანი თვალები უხდებოდა საოცარი გრძნობით შესრულებულ ხალხურ სიმღერას…
დამსწრე საზოგადოებამ არაჩვეულებრივად შეაფასა კონფერენციის მუშაობა და შეხვედრა მომავალი წარმატებების რწმენით დასრულდა.
2023 წლის 22 დეკემბერი შემოქმედის საჯარო სკოლაში ნამდვილად იყო ნიჭის, თანადგომის, შრომისმოყვარეობის, გემოვნების, მეგობრობის, სიამაყის – ქართული სულისა და გენის ზეიმი!
მსგავსი სტატიები
- 84დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 76სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 76გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 751918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 74სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…