ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტული სცენა 22 დეკემბერს, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლით „ცოტა ომი და დიდი სიყვარული“-მასპინძლობდა მაყურებელს.
კომპოზიტორი შალვა მაცხონაშვილი; რეჟისორის ასისტენტი მაკა მამულაშვილი; მონაწილე მსახიობები: ციცი ბუცხრიკიძე,შორენა სიხარულიძე,ირაკლი ურუშაძე, მარიკა ასათიანი, ჯაბა მორჩილაძე,თეა კეჭაყმაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, გენადი ნიკოლაშვილი.
ეზო, სადაც არ აციან რა არის ომი, სადაც ყვავილები , სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. სწორედ ეს ეზო იშლება მაყურებლის თვალწინ სპექტაკლში. აქ არის ერთი დიდი ტრადიციული ოჯახი,აქ ერთმანეთს კარგად იცნობენ. ცხოვრებენ ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარებით. აქაურ რეალურ ყოფას ვერ ანგრევს შურისა და ბოღმის აჩრდილი, ცხოვრება ისე გრძელდება. სპექტაკლში არაა მრავალსიტყვაობა, ან ემოციურად დატვირთული დიალოგები, აქ ემოციები პირადი ურთიერთობებით და ურთიერთპატივისცემით იმართება.
„ჩვენი ეზო ჩვენი სამოთხეა, ყველა ერთად რომ ვართ და ერთმანეთი გვიყვარს, ესაა სამოთხე“.
მაგრამ, ამ სილამაზეს მაინც აუფასურებს ის უდიდესი ბოროტება, რასაც ომი ჰქვია.
ომი დაიწყო!
„,,დაეცა, ერთი კვირის წინ, ქალაქი დაეცა, მიწა გასკდა თითქოს და ჩვენი ეზოც მა გმიწამ ჩაიტანა, ჩვენი კაცები ომში არიან, უნდა გადარჩნენ ეგენი, ჩვენც უნდა გადავრჩეთ. ვინც ომს იწყებს, ჯოჯოხეთში უნდა ხვდებოდნენ, მხოლოდ ეგენი უნდა ხვდებოდნენ“
კაცები იბრძვიან ოჯახთა დასაცავად, საყვარელ ადამიანთა საფლავების დასაცავად, სამშობლოს დასაცავად. არავინ იცის ვინ გადაურჩება ომის საშინელ ქარტეხილებს. ქალები, მთებით უნდა გადავიდნენ სამშვიდობოს. „ამასაც თუ მშვიდობა ჰქვია“.
იმთავითვე განწირულნი, მაგრამ მაინც შეუდრეკელნი, „მე დედა ვარ და ჩვემი შვილი ომშია, მე დედა ვარ და ჩემი ქმარი ომშია“… ომმა წაიღო მშვიდი და მშვიდობიანი ცხოვრება. იყინებიან თანდათან, ათოვს და თეთრად იფერება მათი მოცახცახე სხეულები. ესაა ომის საშინელი შედეგები.
სპექტაკლის შემოქმედებითი კოლექტივი და მსახიობები კარგად ახერხებენ ყველა ამ უმძიმესი ეპიზოდის გადმოცემას. კიდევ ერთხელ იღვიძებს ყოველთვის აქტუალური თემა – ომი ყველაფერს ანადგურებს, სილამაზეს, სიყვარულს, ბედნიერებას, სიცოცხლეს…და რომ მშვიდობის ფასი არაფერია, მათ შორის ადამიანურ ურთიერთობებში, რომელიც დღეს ესოდენ მოსანატრი გაგვხდომია. რადგან სწორედ ურთიერთპატივისცემა გაგვხდომია მოსანატრი.
სპექტაკლის ,,ცოტა ომი და ბევრი სიყვარული” საპრემიერო ჩვენების შემდეგ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ, რეჟისორს, ელენე მაცხონაშვილს მადლობა გადაუხადა და საკუთარი შეფასება გააკეთა.
_ ეს არის სპექტაკლი, რომელმაც მომგვარა ნოსტალგია ურთიერთობების, თუ როგორ უყვარდათ, როგორ ეფერებოდნენ ერთმანეთს და როგორ უნდა მოვეფეროთ დღესაც, დავივიწყოთ ყველაფერი ცუდი, რაც დრომ მოიტანა.ეს ნოსტალგია ყველა იმ ნიჭიერი ადამიანის შემოქმედებასაც მახსენებს, რომელიც ჩემს თეატრს უკავშირდება.
ჩვენ ვქმნით თეატრს, რომელსაც უყვარს მაყურებელი და ნუ ვიქნებით ბოღმით, შურით დაკავებული, ჩვენ გიცხადებთ ჩვენს სიყვარულს“.
ელენე მაცხონაშვილი: _ძალიან მიყვარს ოზურგეთის თეატრი, რადგან ფაქტიურად აქ გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურ ოჯახში გავიზარდე, ვასო ჩიგოგიძის სპექტაკლებმა გადამაწყვეტინა ვყოფილიყავი რეჟისორი. დიდი მადლობა შემოქმედებით პერსონალს, თეატრის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ განმეხორციელებინა ეს სპექტაკლი.
ცალსახად ვგმობ ომს და რაც ყველაზე მეტად გვინდა, ეს არის მშვიდობა მსოფლიოში.
მსახიობები ამ სპექტაკლს რომ კარგად გაართმევდნენ თავს, ამაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. მობილიზებულ და კომპაქტურ შემოქმედებით ჯგუფთან ვმუშაობდი და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ, რომ ძალიან მოკლე დროში მოვამზადეთ სპექტაკლი.
25 დეკემბრიდან ოზურგეთის თეატრი პატარა მაყურებელსაც მასპინძლობს საახალწლო ჩვენებით – „წუნა და წრუწუნა“ რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი.
გაზეთი „ალიონი“ ულოცავს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დამდეგ შობა-ახალ წელს. შემოქმედებით წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ თეატრის ყველა მესვეურს, და რაც მთავარია მშვიდობას.
გაზეთი „ალიონი“, #31, 2023 წ.
მსგავსი სტატიები
- 100დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 100ბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე, განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის…
- 100ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და დროა გავიხსენოთ, თუ რატომაა საშიში პიროტექნიკა ეკოლოგიისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის. ესაა ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე: 1 ქიმიური შემადგენლობა ფეიერვერკის შექმნის ყველა ეტაპი არის არაეკოლოგიური: წარმოების ეტაპი, ექსპულატაცია და უტილიზაცია. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა სალიტრა…
- 100დღეს, მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“ მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
- 100ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთს, სოფელ ლიხაურში დაიბადა ექვთიმე თაყაიშვილი, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული დიდი მამულიშვილი. 17 ოქტომბერი, წმინდანად შერაცხვიდან 20 წელი... და დაბადებიდან 160 წლის იუბილე. ექვთიმობა, ოზურგეთში ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულია თავისი შინაარსობრივი და სულიერი გამოხატულებით. 17 ოქტომბერს ექვთიმეს აჩრდილი კვლავ სტუმრობს გურიას, ოზურგეთს, თავის საყვარელ…