100%-ით მხარს ვუჭერ პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვას, რადგან შინაურ ცხოველებში იწვევს სტრესს, იღუპებიან ფრინველები –  ძაღლების ფსიქოლოგი

 

პიროტექნიკასთან დაკავშირებული ხმაური ცხოველებში დიდ სტრესს იწვევს, ხოლო ფრინველები ვერ უმკლავდებიან ამ შიშს და კვდებიან. ცალკე საკითხია ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი, რაც საახალწლოდ პიროტექნიკის მასიურ გამოყენებას უკავშირდება.

,,ძია ნოდარის ძაღლების ქცევის ცენტრის”  ხელმძღვანელი ნოდარ მანჩხაშვილი ხელისუფლებას პიროტექნიკის აკრძალვისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ მისი გამოყენება მინიმუმამდე შემცირდეს.

,,აუცილებელია, ასი პროცენტით ვუჭერ მხარს, პიროტექნიკის გამოყენება აიკრძალოს ან მინიმუმამდე შემცირდეს. ფეირვერკების მასიური გამოყენების გამო ფრინველები იხოცებიან, ეშინიათ ცხოველებს  და განიცდიან სტრესს. არა მარტო მათ, ნეგატიურად მოქმედებს ადამიანებზეც. თუმცა  ვინაიდან ცხოველებსა და ფრინველებზე ვსაუბრობთ, ადვილად წარმოსადგენია,  თუ რა მძიმე განსაცდელში ვაგდებთ მათ პიროტექნიკის გამოყენების გამო,  ფრინველები ამ შიშს ვერ უძლებენ და იხოცებიან, საახალწლო დღეებში კორპუსების მიმდებარედ მკვდარი ჩიტები და მტრედები ბევრს და პირადად მეც მინახავს, რაც მძიმე სანახავია. ჩემი რეკომენდაციაა, სახელმწიფოს ნებართვით პიროტექნიკის გამოყენება შესაძლებელი იყოს ქალაქისგან მოშორებულ ადგილას, რისთვისაც რამდენიმე ლოკაცია უნდა შეირჩეს.   ფეიერვერკების გაშვება დასაშვები იქნება, ისიც იმ რაოდენობით, რომ რისკი ნაკლები იყოს ეკოლოგიის (ჰაერის დაბინძურება) კუთხით და ხმაურის გამო ცხოველები  არ დაიზაფრონ”, – ამბობს ნოდარ მაჩხანაშვილი.

როგორც ძაღლების ფსიქოლოგი აღნიშნავს, ერთ-ერთი მოთხოვნადი სერვისია შიშის დაძლევა, რასაც ცხოველები ძნელად უმკლავდებიან და პროფესიონალის დახმარებას საჭიროებენ.

,,ძაღლების  მეპატრონეების დიდი ნაწილი მთხოვს, რომ როგორც გადავაჩვიო მათი შინაური ბინადარი შიშს,  ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. საახალწლოდ პიროტექნიკებისგან ადამიანებიც ვერ იღებენ სიამოვნებას და ცხოველები კი ამ შიშს ძნელად უმკლავდებიან. შეიძლება, ამ დროს მოეფერო, ჩაეხუტო, ნაკლებად ვინერვიულოთ მათი თანდასწრებით და მხიარულად მოვაჩვენოთ თავი, ამით ვაგრძნობინებთ, რომ ეს ხმაური უსაფრთხოა. თუმცა ცხოველები რა მდგომარეობასაც განიცდიან, ეს უნდა შეფასდეს, როგორც სტრესი. შიშისგან კანკალებენ, ყეფენ, იმალებიან, ყველა ძაღლი ინდივიდუალურად გამოხატავს”, _ამბობს ფსიქოლოგი.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ მაჩხანაშვილი პირველია საქართველოში, რომელმაც მოსახლეობას ძაღლების შესახებ რჩევა მისცა და მოქალაქეებს ძაღლების სწორად აღზრდაში ეხმარება.

როგორც მანჩხაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, საქმიანობა თავდაპირველად მოხალისედ დაიწყო, მერე თანდათან ჰობი პროფესიად იქცა. დღეს პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც შინაური ცხოველებს ქცევით უნარ-ჩვევებს უყალიბებს.

როგორც თავად ამბობს, „ძია ნოდარი“ თავისი პაციენტების პატრონების შერქმეული სახელია და ძაღლების მოყვარულთა საზოგადოებაში ძირითადად ასე იცნობენ.

27.11.2023 წ.

მსგავსი სტატიები

  • 66
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 63
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 63
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 55
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 52
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…