2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია. ექსპორტმა 6.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგინა (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტმა – 15.4 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 14 პროცენტით).უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი (3 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (2.4 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (2 მლრდ აშშ დოლარი) არიან.

2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (862.1 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (787.1 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (703 მლნ აშშ დოლარი).

წყარო: საქსტატი

გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2.6 მლრდ აშშ დოლარი), აშშ (1.9 მლრდ აშშ დოლარი) და რუსეთი (1.7 მლრდ აშშ დოლარი).

მსგავსი სტატიები

  • 74
    ვულოცავთ _ რეზო თედორაძე-91ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
  • 69
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 68
    ოზურგეთში ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადადღეს, ქალაქ ოზურგეთში, „მედალფას“ კლინიკაში ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა. იგი დიდი ექვთიმეს მშობლიურ სოფელ ლიხაურიდანაა და 4400 გრამს იწონის. ინფორმაცია და ფოტოების ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ „მედალფას“ დირექტორმა დათო მდინარაძემ გაავრცელა. ბედნიერი ბავშვობა, ლამაზი მომავალი, სიკეთე და ბედნიერება ვუსურვოთ პატარა ექვთიმეს!  
  • 67
    მაისის თვეში „ასოციაცია ჩაის გზის“ წევრმა ობიექტებმა 470 სტუმარს უმასპინძლესამჟამად ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია გადასული. მაისის თვეში „ასოციაცია ჩაის გზის“ წევრმა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტებმა 470 სტუმარს უმასპინძლეს, საიდანაც 75% უცხოელი ტურისტია, 25% კი, ადგილობრივი. 2023 წლის მონაცემებით, ასოციაციაში გაწევრიანებულმა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტებმა 3800 სტუმარს უმასპინძლეს. კომპანია ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება და რეგიონში ტურიზმის…
  • 67
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…