ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 
ბეკენბაუერი ფეხბურთელობისას მიუნხენის ბაიერნში, ჰამბურგში და ნიუ იორკ კოსმოსში თამაშობდა. გერმანელმა საკლუბო კარიერაში 620 მატჩი ჩაატარა, 74 გოლი გაიტანა და 75 საგოლე გადაცემა გააკეთა.
 
სანაკრებო დონეზე ბეკენბაუერმა 103 მატჩი ჩაატარა და 14 ბურთი შეაგდო. მან თანამემამულეებთან ერთად 1972 წლის ევროპის და 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
 
ფრანც ბეკენბაუერი ოქროს ბურთის 2 გზის (1972 და 1976) გამარჯვებულია. მან 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 5-ჯერ გერმანიის ჩემპიონატი, 4-ჯერ გერმანიის თასი, თითოჯერ კი ევროპის თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
 
ბეკენბაუერმა გერმანიის ნაკრების მწვრთნელის რანგში 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ბაიერნის თავკაცის პოსტზე კი უეფას თასის და ბუნდესლიგის გამარჯვებული გახლდათ.

მსგავსი სტატიები

  • 76
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 76
    საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 99 წლის ანასტასია მჟავია. დაკრძალვა 30 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.
  • 76
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 73
    მამა ნიკოლოზის ხსოვნასგარდაიცვალა არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზ ღლონტი, კაცი, რომელმაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, გურიაში, სოფელ შემოქმედში, პირველი წირვა ჩაატარა. ალბათ ღირს ამ მოვლენის გახსენება... ეგრეთ წოდებული „გარდაქმნის“ დროს, ცოტა თავისუფლების სიომ დაუბერა. ვრცელდებოდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და სხვა ეროვნული მოღვაწეების იდეები. 1987 წელს, სურვილი გაგვიჩნდა, გაგვეხსნა შემოქმედის ტაძარი, რომელშიც კომუნისტებს სახალხო…
  • 71
    გურული სიმღერის დიდოსტატი მერაბ კალანდაძე გარდაიცვალაგარდაიცვალა გურული სიმღერის დიდოსტატი, დიდებული ბანი, ტრიო ,,შალვა ჩემოს“, ანსამბლების ,,ბათუმისა“ და ,,შვიდკაცას“ წევრი, მერაბ კალანდაძე. მერაბ კალანდაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია, ქართული ხალხური (გურული) სიმღერისთვის, ქართული კულტურისთვის… ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მერაბ კალანდაძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.