გარდაიცვალა არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზ ღლონტი, კაცი, რომელმაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, გურიაში, სოფელ შემოქმედში, პირველი წირვა ჩაატარა.

ალბათ ღირს ამ მოვლენის გახსენება…

ეგრეთ წოდებული „გარდაქმნის“ დროს, ცოტა თავისუფლების სიომ დაუბერა. ვრცელდებოდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და სხვა ეროვნული მოღვაწეების იდეები.

1987 წელს, სურვილი გაგვიჩნდა, გაგვეხსნა შემოქმედის ტაძარი, რომელშიც კომუნისტებს სახალხო აკადემია ჰქონდათ გახსნილი. ეს იყო კომუნისტების მიერ ჩადენილი ბოლო მკრეხელობა. საკურთხეველში კანკელი მოხსნეს და მუზეუმში გადაიტანეს, „ბატონი აკადემიკოსები“ საკურთხეველში ისხდნენ და ამბიონზე, ტრიბუნიდან, ლექციებს კითხულობდნენ.

ეროვნული მოძრაობის დროს, ჩემს სახელოსნოში (რომელიც თეიმურაზ ქილიფთარმა აგვიშენა) ვიკრიბებოდით: დათო შალიკაშვილი, ავთო თავართქილაძე, ვახტანგ თოხაძე, რეზო ჯაში, ბაგრატ ჭკუასელი და თქვენი მონა მორჩილი)… გადავწყვიტეთ შეგვექმნა რელიგიური „ოცეული.“დათო შალიკაშვილმა (იმ დროს მედავითნე იყო ანჩისხატის ეკლესიაში) ჩამოგვიტანა პატრიარქის ოფიციალური დასტური, თუკი ოცეულს შექმნიდით, გამოგვიგზავნიდნენ მოძღვარს.

პირველ ოცეულში ჩაეწერნენ: ეთერი დუმბაძე, დათო შალიკაშვილი, ავთანდილ თავართქილაძე, ვახტანგ თოხაძე, ვახტანგ მამეიშვილი, მაყვალა გალოგრე, ელიზბარ სადრაძე, ვალიკო ჯახვა და სხვები.

ორი ოცეული დაგვიშალეს, გვაშინებდნენ…მესამე ოცეული ვერ დაშალეს. ახალგაზრდა იურისტის, ეროდი გორდელაძის რჩევით, განცხადება გავაგზავნეთ მინისტრთა საბჭოში. ჩვენი მცდელობა ამაო აღმოჩნდა. შემდეგ მივმართეთ მოსკოვში, მინისტრთა საბჭოს და ჩვენდა გასაკვრივად, დადებითი პასუხი მოვიდა.

უკვე შეგვეძლო, ოფიციალურად შეგვექმნა ოცეული, მოგვეწვია მღვდელი. პატრიარქს გაუხარდა და შეგვაქო: ყოჩაღ გურულებო, გამოგიგზავნთ გურულ მღვდელსო!

1988 წელს ჩამოვიდა მამა ნიკოლოზ ღლონტი. წავიყვანეთ შემოქმედის ეკლესიაში, შეიკრიბა ხალხი. საქმე იქაურობის დასუფთავებით დავიწყეთ. მერე მუზეუმიდან ამოვიტანეთ კანკელი და იმავე ღამეს, მამაომ პირველი წირვა ჩაატარა.

თითქმის ყოველდღე ვიკრიბებოდით, მამა ნიკოლოზი ნელ-ნელა გვაჩვევდა, თუ როგორ მოვქცეულიყავით ეკლესიაში. ვხედავდი, ჩვენში როგორ იცვლებოდა ცხოვრების არსი. მამაო ბრწყინვალე მოქადაგე აღმოჩნდა; უაღრესად განათლებული, კარგი ორატორი.

მრევლი თანდათან იხვეწებოდა. მამაომ მოიტანა რელიგიური წიგნები, ლოცვანი და ყველაფერი, რაც ქრისტიანისათვის აუცილებელი. ატარებდა ნათლობებს, ჯვრისწერას. შემოქმედში იკრიბებოდა ხალხი ოზურგეთის თითქმის ყველა სოფლებიდან, ქალაქიდან.

მამა ნიკოლოზი დაუნდობელი იყო იმათ მიმართ, ვინც ღმერთს უარყოფდა. ამავე დროს, ასწავლიდა, თუ როგორ ეცნოთ ღმერთი. გამოზარდა სტიქაროსნები, მნათეები; ამზადებდა დიაკვნებს, მღვდლებს, მგალობლებს. გვასწავლიდა ეკლესიურ ცხოვრებას. ამავე პერიოდში, როცა გაუქმდა დანჩენკოს მუზეუმი, შენობა გადაეცა შემოქმედის ეპარქიას. მამა ნიკოლოზმა იქ ააშენა პატარა ეკლესია და შექმნა დედათა მონასტერი. ბოლოს, თავადაც შემოქმედში გადავიდა საცხოვრებლად.

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს, დიდია მისი დანაკლისი. ის იყო მართალი სიტყვის კაცი, რომელმაც გვასწავლა ქრისტეს სიყვარული.

 ვახტანგ მამეიშვილი,

მხატვარი.

მსგავსი სტატიები

  • 78
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 78
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 73
    ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალალეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ბეკენბაუერი ფეხბურთელობისას მიუნხენის ბაიერნში, ჰამბურგში და ნიუ იორკ კოსმოსში თამაშობდა. გერმანელმა საკლუბო კარიერაში 620 მატჩი ჩაატარა, 74 გოლი გაიტანა და 75 საგოლე გადაცემა გააკეთა.   სანაკრებო დონეზე ბეკენბაუერმა 103 მატჩი ჩაატარა და 14 ბურთი შეაგდო. მან თანამემამულეებთან ერთად 1972 წლის…
  • 72
    გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისაქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 99 წლის ანასტასია მჟავია. დაკრძალვა 30 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.
  • 70
     ბიძინა ვასაძის ხსოვნასგარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი, შპს „ვასაძის პურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ვასაძე. ბიძინა ილიას ძე ვასაძე დაიბადა 1961 წელს სოფელ ლიხაურში. 1964 წელს ილია ვასაძის ოჯახი საცხოვრებლად ქ. ოზურგეთში გადავიდა.  ბიძინამ ქ. ოზურგეთის #1 საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ამასთანავე მან პარალელურად უმაღლესი…