ია ურუშაძე – ჩემი მშობლიური ქალაქი არის ოზურგეთი.დავამთავრე ნოდარ დუმბაძის სახელობის პირველი ქართული გიმნაზია და სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორიო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2011 წლიდან ვმუშაობ ორგანიზაციაში „მომავლის სხივი, რომელიც არის  ორი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის და მიტოვების რისკის ქვეს მყოფ ბავშვთა მომსახურების დღის ცენტრის მმართველი. ასევე, ვარ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ოზურგეთის ფილიალის თავმჯდომარე, და ბოლოს,მინდა გამოვყო პროექტი „ჩაის გზა“, სადაც დასაქმებული ვარ სტუმარ-მასპინძლობის მიმართულების მენეჯერის  პოზიციაზე,  რომელიც ჩემთვის სრულიად სხვა სფერო და ახალი გამოწვევა იყო.

„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“

ავტორი ნუგზარ ასათიანი

_ ია, თქვენ მრავალმხრივ მუშაობას ეწევით, როგორ უთავსებთ  ერთმანეთს საზოგადოებრივ დატვირთვას და სოფლის  მეურნეობის კუთხით მუშაობ?

_ არსებობს სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი , რომელიც მაძლევს ძალას,  რომ ვიყო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მრავალმხრივ დატვირთული და მუდამ აქტიური.

ეს არის ოჯახის, მეუღლის  მხარდაჭერა, საქმისადმი სიყვარული  და წარმატებისთვის ასე მნიშვნელოვანი,ორგანიზებულობა.

_ გურიის რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული „ჩაის  გზის“ პროექტია, რომელშიც თქვენ მენეჯერის ფუნქციას ასრულებთ. რა შედეგი მოიტანა ამ პროექტმა?

_ პროექტი  „ჩაის გზა“ ,  განხორციელდა USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და ბახვი ჰესის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. პროექტში, განხორციელების სტადიაზე  ჩართული   იყო  ასევე, ეკოტურიზმის ასოციაცია. ჩვენი მიზანი იყო ერთი მხრივ, პოპულარიზაცია მოგვეხდინა გურული ჩაის ბრენდის, მეორეს მხრივ კი, გაგვეძლიერებინა სტუმარ – მასპინძლობის კომპონენტი და შეგვექმნა „ჩაის გზის“ მარშრუტი, რომლის ფარგლებშიც მოქცეული სამოსახლოები აქ ჩამოსულ ტურისტს შესთავაზებდნენ დაუვიწყარ გამოცდილებას.

უდიდესი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ პროექტი „ჩაის გზა“,  ჩვენი რეგიონის ეკონომიკურ თუ სოციალური განვითარებაში მნიშვენლოვან როლს ასრულებს.

ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ  აღმოვაჩინეთ  ადამიანები და თავის მხრივ, ამ ადამიანებმა აღმოაჩინეს საკუთარი  თავები.

პროექტის შედეგად შერჩეულმა ბენეფიციარებმა განავითარეს საკუთარი შესაძლებლობები.   ბაზარზე შეიქმნა ტურისტული ლოკაციები, გაიზარდა გურიაში ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა.

 _ ყოველწლიურად შავიზღვისპირეთში იმართება აგრო-ტურისტული  გამოფენა-გაყიდვები, რაც თანდათან უფრო მეტ მნახველს იძენს. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის აქტივობები მეწარმისთვის?

_ პირველ რიგში უნდა შევეხოთ აგრო-ტურისტული გამოფენების ძალიან მნიშვნელოვან როლს, რომელსაც რამოდენიმე მიზეზი აქვს.

გამოფენის ფარგლებში მწარმოებლებს შეუძლიათ სტუმრებს გააცნონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება, ასევე გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება, სხვისგანაც მიიღონ რჩევები, როგორც სოფლის მეურნების, ასევე ტურიზმის მიმართულებით.

გამოფენები ხელს უწყობს სოფლის განვითარებას, მეწარმის თუ ფერმერის  ინფორმირებულობას, და შემოსავლის ზრდის ფუნქციაც გააჩნია.

გამოფენების დროს ხდება ადამიანების დაახლოება,  მოცემულ გამოფენებს კულტურულ – საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს, როგორც ზემოთ აღვნიშნე. მაგალითად, ჩვენ გასვლითი გამოფენებიც გვქონდა, ვიყავით კახეთში, ასევე იმერეთში. გავეცანით იქაური ფერმერებისა თუ მეწარმეების გამოწვევებსა და იმ მეთოდებს, რომლითაც უმკლავდებიან სირთულეებს. საინტერესო იყო მათი მიდგომები ჩვენთვის და ჩვენი ხედვები და მეთოდები მათთვის.

ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ  აგრო-ტურისტული ფესტივალის ჩატარება მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მეწარმეებისთვის. თუმცა აქ ვიტყოდი, რომ რეგიონისთვისაც საინტერესოა ასეთი ტიპის ღონისძიებების მასპინძლობა. მსგავსი აქტივობების წარმატებით ჩატარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა მხარდაჭერა, აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მეწარმეთა სახელითასოციაცია„ჩაის გზას“,  ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და ბახვი ჰესს, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნული ფესტივალის ყოველწლიურად ჩატარების ტრადიციის შენარჩუნებას.

_ამ გამოფენებზე თქვენ როგორც მეწარმე, მეფუტკრე მონაწილეობთ და ფართო საზოგადოებას აცნობთ  თქვენს მიერ წარმოებულ თაფლს.  რას ურჩევდით  დამწყებ მეფუტკრეებს წარმატების მისაღწევად?

_ წარმატება მოდის მაშინ, როცა აკეთებ იმ საქმეს, რომელიც მთელი გულით გიყვარს. აგრობისზნესი არ არის მარტივი, განსაკუთრებით ქალებისთვის. თუმცა შედეგი ბრძოლად ღირს. დამიჯერეთ, თუკი შეიყვარებთ თქვენს საქმეს და შეუდრეკელად იბრძოლებთ მიზნის მისაღწევად, ყველაფერს შეძლებთ. არ შეგეშინდეთ დაცემის, რადგან ეს დაცემა ფეხზე წამოდგომის და უფრო  მყარად წინსვლის სასწავლებლად უნდა გამოიყენოთ. ყოველთვის უთხარით  საკუთარ თავს, რომ „შენ ამას შეძლებ“.

_სოფელ ვაკიჯვარში მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის მთავარი წამყვანი დარგია. რა განაპირობებს ამას, მარტო ბუნებრივი პირობები თუ მეფუტკრეობის განსაკუთრებული ტრადიციები?

_ ვაკიჯვარი მართლაც, რომ ძალიან კარგი ადგილია მეფუტკრეობისთვის. მას აქვს მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორა, ვაკიჯვარს აქვს ხელსაყრელი კლიმატიც. ეს პირობები  მეფუტკრეობის განვითარებას უწყობს ხელს და მაღალი ხარისხის თაფლის წარმოების საშულებას იძლევა.

ასეც შეიძლება ითქვას, რომ ვაკიჯვარს აქვს მეფუტკრეობის დიდი ტრადიცია, ადგილობრივი ცოდნა და უნარები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

_თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დავიცვათ ფუტკარი?

_ ფუტკრის  დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კაცობრიობის არსებობისთვის. ბიომრავალფეროვნება ადამიანის კეთილდღეობასთან მჭიდრო კავშირშია, შესაბამისად რადგან ფუტკარი აუცილებელია აგრო-კულტურებისა თუ მცენარეების დამტვერვისათვის, ჩვენ უნდა შევძლოთ დავიცვათ გარემო  რათა ბუნებამაც გააგრძელოს ჩვენს სასარგებლოდ ფუნქციონირება.  თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეებრძოლოს ამ გამოწვევას.   მაგალითად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ფუტკარს ჰქონდეს შესაფერისი გარემო, აუცილებელია ბუჩქების, ხეების, ყვავილების დარგვა; უარი უნდა ვთქვათ პესტიციდებზე, რაც ვიცით რომ ზიანს აყენებს ფუტკარს; აუცილებელია სუფთა წყლის უზრუნველყოფა; ადგილობრივ მეფუტკრეობას მხარი  უნდა დაუჭიროს, როგორც ხელისუფლებამ, ასევე მოსახლეობამ, შეიძინონ პროდუქცია, ორგანული თაფლი თუ ცვილი; ასევე, ბევრი უნდა ვისაუბროთ და ვასწავლოთ გარშემომყოფებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფუტკრის არსებობა და მისი როლი, რათა დავიცვათ ის გადაშენებისგან.

_ თქვენი აზრით რა გავლენას ახდენს მეფუტკრეობაზე ინფრასტრუქტურის განვითარება, გურიაში დაგეგმილი მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა?

_ დღესდღეობით ძალიან ბევრს საუბრობენ ენერგოდამოუკიდებლობაზე, რომელიც თავის მხრივ მოიაზრებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობას, მათ შორის დიდ თუ მცირე ჰესებს. .მე ვთვლი, რომ ეს აუცილებელია ქვეყნის, რეგიონების განვითარებისთვისა და წინსვლისთვის. თუმცა, ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერად აშენებული პროექტები,რაც თავის მხრივ, ნიშნავს მაღალკვალიფიციური კვლევების ჩატარებას,ჰიდროენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების პოტენციური ზემოქმედების შეფასებას, როგორც ამ შემთხვევაში მეფუტკრეობაზე, ისე ზოგადად მთლიან გარემოზე და შემარბილებელი  ღონისძიებების კეთილსინდისიერად განხროციელებას.

წარმატებული ფერმერები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

 

 

 

მსგავსი სტატიები