ბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა.
მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო.
130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად ქცეული ღორჯომის ხეობიდან ჩამოსულმა 13-მა ოჯახმა ააღორძინა და დღეს აქ 200-მდე ოჯახია, 300-მდე ამომრჩევლით, 135 მოსწავლით და 45 ბაგა-ბაღის აღსაზრდელით.
გადავავალებთ რა თვალს სოფლის წარსულ ისტორიას, სოფლის ეკონომიკური განვითარების სამი პერიოდი გამოიყოფა:
პირველი პერიოდი _1900-1921 წ;
მეორე პერიოდი _1921-1990 წ;
მესამე პერიოდი _1990-2024 წ;
სოფლის ეკონომიკის განვითარების პირველი პერიოდი ეს იყო კერძო საკუთრებაზე დამყარებული პირადი ოჯახური მეურნეობის მოწყობა და ნამეტი პროდუქტების ბაზარზე გაყიდვა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სოფელ ზოტს ჩოხატაურთან და ოზურგეთთან დაკავშირება მხოლოდ საცალფეხო ბილიკებით და ცხენით შეეძლო.
ზოტელები მისდევდნენ და განავითარეს მეცხოველეობა ( ძროხა, კამეჩი, თხა, ცხვარი). ჰყავდათ ფუტკარიც. ჰქონდათ საზაფხულო საძოვრები ზოტიმერიასა და კიდობანას მთაზე. გადასახადს კეკელიძის უხდიდნენ. ალპურ საძოვრებზე ძირითადადა ქალები და ბავშვები მიდიოდნენ. მწყემსებად მამაკაცები არიან. მოწველა და რძის პროდუქტების დამუშავება ქალების მოვალეობას შეადგენს.
მოჰყავდათ და დღესაც მოჰყავთ სიმინდი, ლობიო, კარტოფილი, კომბოსტო, ნიორი, მწვანილები. გასაყიდი პროდუქტები ჩაჰქონდათ ოზურგეთის ან ნატანების ბაზარზე და იქედან მოჰქონდათ მარილი, ნავთი და სხვა საჭირო ნივთები.
ზოტელი მამაკაცები კარგი ხელოსნები იყვნენ, ხის მასალის, ფიცრის დამუშავების ოსტატები. აშენებდნენ საცხოვრებელ სახლებს, ამზადებდნენ ხის გობებს, სუფრებს, კასრებს, ციცხვებს; მისდევდნენ ნადირობას, ძვირფასი ბეწვეულის მქონე ცხოველების ტყავს ამუშავებდნენ და ახალციხიდან ჩამოსულ ვაჭრებზე ჰყიდდნენ.
ზოტში მე-20 საუკუნის 10-იან წლებში ყოფილა ე.წ. ხე-ტყის კომპანია. მისი მეპატრონეები იყვნენ ლანჩხუთელი ჟორდანია და ხიდისთაველი კალანდაძე. ისინი ხან ადგილობრივი, ხან მოყვანილი მუშებით ამზადებდნენ ზოტში წაბლისა და სხვა ჯიშის ხე-ტყის მასალას, აცურებდნენ გუბაზეულით და ჰყიდდნენ ნაგომარში. ამ კომპანიას დიდხანს არ უარსებია.
მიუხედავად ასეთი მრავალმხრივი მუშაობისა, სოფლის ეკონომიკის განვითარებაში მთავარ ადგილი მესაქონლეობას ეკუთვნოდა.
1921 წლიდან, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კერძო საკუთრებაზე დამყარებული ეკონომიკა მოიშალა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე დამყარებული ცხოვრება დაიწყო.
1921 წელს სოფელ ზოტში პირველი მაღაზია გაიხსნა, სადაც პირველი მოთხოვნილების საგნები იყიდებოდა.
სოფლის მაცხოვრებლებს შორის წერა-კითხვის მცოდნე არავინ იყო და სოფლის მოწინავე ადამიანების _ ფაიყო და მევლუდ ანთაძის თხოვნით, 1928 წელს გურიის კომიტეტმა, ხევის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარემ ზოტში პირველი მასწავლებელი _გრიშა კაპიტონის ძე მამალაძე ამოიყვანა და ფაიყო ანთაძის ოჯახში 4 ბავშვზე გაიხსნა სკოლა. იმავე წელს, დაწყებითი სკოლისათვის დაიდგა ხის შენობა.
1931 წელს სოფელში ბიბლიოთეკა გაიხსნა, სადაც 100-მდე წიგნი იყო.
1932 წელს საფერშლო პუნქტი გაიხსნა, რომლის შენობაც კომკავშირლებმა ააგეს. მომდევნო წელს კი სოფელში ფურნე აიგო. გათლილი ქვები სოფელ ხევიდან ცხენებით ამოზიდეს.
კოლმეურნეობა სოფელ ზოტში 1939 წელს ჩამოყალიბდა და პირველი თავმჯდომარე ფაიხო ანთაძე იყო. ადგილობრივი ძალებით ააგეს კოლმეურნეობის ორსართულიანი შენობა და კლუბი.
კოლმეურნეობის ფერმის შესაქმნელად ყველა ოჯახმა თითო ძროხა და ხარი მიიყვანა.
ომის წინ სოფელში უკვე იყო რვაწლიანი სკოლა და შეიქმნა სასოფლო საბჭო.
მეორე მსოფლიო ომში ზოტიდან 13 ახალგაზრდა წავიდა, საიდანაც 5 დაიღუპა.
1944-47 წლებში ზოტის კოლმეურნეობას ხელმძრვანელობდა უსუფ მევლუდის ძე ანთაძე. ეკონომიურად გაძლიერებულმა ოჯახებმა დაიწყეს ოდა სახლები აგება.
კოლმეურნეობის ფერმისათვის ზოტში და ზოტიმერიაში აიგო საქონლის სადგომი ბინები.
1947-49 წლებში ადგილობრივი ძალებით სკოლის ორსართულიანი შენობა ააგეს, რომელიც შემდეგ საშუალო სკოლის შენობად იქნა გამოყენებული. ზოტელები აქტიურად მონაწილეობდნენ ჩოხატაური-ბახმაროს გზის მშენებლობაში.
1954 წელს ზოტის კოლმეურნეობას სოფელ ბუკნარის ტერიტორიაზე გადაეცა 30 ჰექტარი ჩაის პლანტაცია, სადაც მეჩაიებისათვის საცხოვრებელი ბინებიც აშენდა.
ამ პერიოდში სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო რეჯებ ართმელაძე, რომელიც გახლდათ გონება გამჭრიახი, იუმორის მქონე და რეგიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.
რეჯებ ართმელაძის ძალისხმევით კოლმეურნეობამ მიიღო ტრაქტორები, ავტომანქანები.
ზოტელელმა მეჩაიეებმა სახელი გაითქვეს ჩაის კრეფაში. სოფლის ეკონომიკაც გაძლიერდა. რეჯებ ართმელაძის დამსახურება იყო ისიც, რომ ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში მაღალმთიან სოფლებს ოჯახში ერთ სულზე მეტი ძროხის ყოლის უფლება დართეს. შემდეგ წლებში კი თითოეულ ოჯახს ჰყავდა 5-6 ძროხა, თხები და უზრუნველყოფილი იყვნენ რძის პროდუქტებით.
80-იან წლებში კოლმეურნეობის თავმჯდომარეები იყვნენ ომარი ირემაძე და შოთა ართმელაძე, რომელთა კარგი მუშაობით ზოტი მილიონერ კოლმეურნეობათ რიცხვში შევიდა.
მიუხედავად მიგრაციული პროცესებისა, გასული საუკუნის 90-იან წლებში სოფელ ზოტში 226 კომლი იყო, 218 სკოლის მოსწავლე და არაერთი უმაღლეს დამთავრებული.
გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ჯერ გარდაქმნის, შემდეგ კი საზოგადოებრივი საკუთრებაზე დამყარებული ცხოვრება დაიშალა და კერძო საკუთრებას დაუბრუნდა ცხოვრება.
დაიშალა ყველა შენობა და გაიყიდა. ფერმის საქონელი მოსახლეობას გადაეცა. ჩაის კრეფა შეწყდა. გარდა მეცხოველეობისა, სოფელში შემოსავლის წყარო არ იყო და ამიტომ ზოტელებმა ხე-ტყის დამზადებას მიჰყვეს ხელი.
მოსახლეობის ნაწილი მეწარმე გახდა, ამზადებდნენ მორებს, რომელსაც ბათუმში ჰყიდდნენ, ყიდულობდნენ ტრაქტორებს და „ურალის“, „კამაზის“ ტიპის მანქანებს, აკეთებდნენ ლენტურ სახერხებს.
წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო პერიოდში ესეც შეიზღუდა, ზოტელებს მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი ჩამოართვეს და ა.შ. ხე-ტყეზე მუშაობამ დიდი ვერაფერი შემატა სოფელს, გაიჩეხა წიფლის ასწლოვანი ტყეები და 4ა დამიანის სიცოცხლეც შეიწირა.
2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, რამაც მაღალმთიან სოფელს განვიტარების საშუალება მისცა.ბიზნესს მიეცა ფართო გასაქანი. სოფელში აშენდა ევროსტანდარტების საჯარო სკოლა, საბავშო ბაღი, ყველა ოჯახს მიეწოდება სასმელი წყალი, „ზოტი ჰიდროს“ მშენებლებმა გაარემონტეს ქვაბღა-ზოტის გზა, ხოლო ახლახან სოფელ ზოტში გაკეთდა 2 კოლომეტრი კაპიტალური გზა, მოეწყო გაბიონები და დაიგო ასფალტი.
სოფელში არიან „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში გამარჯვებულები.
2014 წელს ზოტში ჩამოყალიბდა კოოპერატივი „ულეველა,“რომელში 40 მეპაიე ოჯახი გაერთიანდა. კოპერატივმა აითვისა მაღალმთიანი რეგიონისთვის განკუთვნილი ორი სახელმწიფო პროგრამა, ხოლო გასული წლის გაზაფხულზე გაიხსნა ევროსტანდარტების და ჰასპის პროგრამის სტანდარტების დაცვით რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელმაც პირველი პროდუქციაც გამოუშვა. სწარმოს გახსნას გურიის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძვანელი მანანა მინდაძე, სოფლის მეურნეობის სააგენტოს წარმომადგენელი კონსტანტინე ხუცაიძე და სხვა არაერთი სტუმარი ესწრებოდა.
ამჟამინდელი პრობლემა არის, რომ არ აქვთ რძის საზიდი ავტოცისტერნა, ე.წ. „პიკაპი,“რომ რძე მიიტანონ საწარმოში.
სოფელ ზოტს ასეთი პროგრამებით და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით დიდი პერსპექტივა აქვს. გურიის ტურისტულ რუკაზე ზოტიც იპოვის თავის ადგილს, სოფელი სიცოცხლეს გააგრძელებს და გურიის მთებში, საზფხულო იალაღებზე აღარ შეწყდება სიმღერა.
ნევრიზ მიქელაძე,
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ულეველას“ თავმჯდომარე.
სურათზე: კოოპერატივ „ულეველას“ რძის გადამამუშავებელი საწარმო
„ალიონის“ ფოტო
გაზეთი „ალიონი“, #2, 2024 წ.
მსგავსი სტატიები
- 100კომპანია „ბახვი ჰესი“_ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე ტურისტული ობიექტი „სამზეურა“, როგორც გარეგნული, ისე შინაარსის ყველა ნიშნით, კარგად გამოხატული ბუნებრიობით წარმოდგენილი გურული სახლ-კარი და კარმიდამოა. _„სამზეურა“ _ შინაარსით გამოხატული ქართული სიტყვის შინაარსი, ჩემთვის იმთავითვე იქცა შთაგონების წყაროდ. ზოგადად, მზის კულტი ქართულ მითოლოგიაში განსაკუთრებული ხარისხით, სიღრმისეული ხასიათით არის წარმოდგენილი,…
- 95დედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…
- 95„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. „სოფლის…
- 93ია ურუშაძე - ჩემი მშობლიური ქალაქი არის ოზურგეთი.დავამთავრე ნოდარ დუმბაძის სახელობის პირველი ქართული გიმნაზია და სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორიო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2011 წლიდან ვმუშაობ ორგანიზაციაში „მომავლის სხივი, რომელიც არის ორი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის და მიტოვების რისკის ქვეს მყოფ ბავშვთა მომსახურების დღის ცენტრის მმართველი. ასევე, ვარ საქართველოს…
- 92ლანა ჟღენტი, 32 წლის, კომპანია „პლანტაციას“ დამფუძნებელი „რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე,საცხოვრებლად სოფელში წამოვსულიყავი და ჩემი ოჯახის დაწყებული საქმე, ჩაის წარმოება გამეგრძელებინა. ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა დიდი ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით მნიშვნელოვან შედეგამდე მივედი. საქმიანობის სფერო გავაფართოვე და დღეს ჩვენი კომპანია ორიენტირებულია შექმნას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ვფიქრობთ,პლანტაციები ეტაპობრივად…