დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მდინარე სუფსის სანაპიროსთან, ხალხმრავალი აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეები კომპანია „ახალი ქარხანა“ მიერ მდინარე სუფსის აუზში ინერტული მასალის კანონდარღვევით ამოღებას აპროტესტებდნენ.

აკეთელები ამბობდნენ, რომ ინერტული მასალების არასწორი მოპოვების გამო მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, ასევე გაანადგურა მდინარისპირა საძოვრები, რომლითაც ამ სოფლის მაცხოვრებელთა პირუტყვი სარგებლობდა, ჭებში დაშრა წყლები, კარიერის ზემოთ, სუფსის შენაკადის,მდინარე აცაურას კალაპოტი იცვლება. დაინგრა ხიდიც. დაწყებულია მეწყერული პროცესები. თუ ასე გაგრძელდა, ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალი იქნება.

მოსახლეობა გულახდილად საუბრობდა მედიასთან თავის გასაჭირზე და არაერთი კომენტარი ჩავწერეთ.

_ 3 ვაჟის დედა ვარ. უფროსი 12 წლისაა. დღე და ღამ ვშრომობთ . 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი გვყავს. შარშან 0,7 ჰექტარ სიმინსდის ფართობში ძალიან მცირე მოსავალი მივიღეთ. პირუტყვს ფაქტიურად საძოვარი აღარ აქვს. მდინარის გაღმა რომ გავიდეს, შესაძლოა ექსკავატორების მიერ ამოღებულ ჭაში ჩავარდეს და დაიხრჩოს. მუდამ ბაგურ კვებზე ხომ არ გვეყოლება პირუტყვი. შემოსავლის გარეშე სოფელში რა გვინდა. ისედაც სანახევროდ დაცარიელებულია აქაური სოფლები და როცა გაიზრდებიან, რა ვუთხრა ჩვენს შვილებს, სოფელში დარჩი და ასეთ პირობებში იცხოვრეო. ესაა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება? _გვითხრა ლელა გოგრიჭიანმა.

_ აქაური ვარ. პროფესიით ჰიდროქიმიკოსი. წლების მანძილზე ვმუშაობდი ქ. ბათუმში გარემოს დაცვის ინსპექციაში ჩემი სპეციალობის მიხედვით. ძალიან ცუდი მდგომარეობაა სუფსის ხეობაში. ინერტულ მასალას მდინარის აუზში წესების დარღვევით  დასაშვებზე გაცილებით მეტ სიღრმეზე იღებენ. სველი ქვიშა მიაქვთ. ზიანდება ცენტრალური გზები. აკეთშიც საუბნო გზები სავალალო მდგომარეობაშია _გვითხრა ლაურა ქურიძემ.

ოთარ ხურციძის თქმით, არასწორია ადგილობრივი ხელისუფლების განცხადება, თითქოს სოფლის მოსახლეობამ თანხმობა განაცხადა სუფსის აუზში კარიერის გახსნაზე და ამიტომ ითხოვს  ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან თუკი მსგავსი რამ არსებობს, წარმოადგინონ.

_ მდინარის აუზის მიმდებარე ფართობები სოფლის საძოვრები იყო და რატომ შეუცვალეს სტატუსი, საინტერესოა. კომპანია „ახალი ქარხანა“, რომელმაც ლიცენზია 2022 წლის თებერვალში მიიღო,  კანონდარღვევით ასრულებს ლიცენზიის პირობებს. პერიოდულად კალაპოტს უცვლის მდინარეს, საფრთხეს უქმნის დარჩენილ სავარგულებს.

ლიცენზიით მათ 2027 წლის ბოლომდე 120 ათასი კუბ. მეტრი ინერტული მასალა უნდა ამოიღონ, წლიურად ერთჯერადად დაახლოებით 20-25 ათასი კუბური მეტრი, მაგრამ მათ ინერტული მასალის უმეტესობა უკვე ამოიღეს. სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას _განაცხადა ოთარ ხურციძემ.

აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის თავმჯდომარე თამაზ ტრაპაიძე, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს მოსახლეობას.

 

მსგავსი სტატიები

  • 80
    გარემოს ზედამხედველობის  სამსახური გამოძახებაზე არ რეაგირებსწლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა  მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც  3 მილიონი  კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე  მონაკვეთზე და…
  • 80
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • 75
    „პარვუს ჯგუფი“_პასუხგაუცემელი კითხვებირამდენიმე დღის წინ  რედაქციაში დაკვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მდინარე ბჟუჟის ხეობის ზედა წელში აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქებების მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ კურორტ გომისმთაზე სახლებიც კი ზანზარებდა. გვითხრეს, რომ ეს თემა კომპანია „პარვუს ჯგუფს“ უკავშირდებოდა. ვთხოვეთ, რომ, ინფორმაციის ავტორის სახელი და გვარი სტატიაში მოგვეხსენებინა, მაგრამ გარკვეული მოტივაციის მოშველიებით უარი გვითხრეს.…
  • 75
    ბახმაროს განვითარების საკითხზე ირაკლი მახარაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავსპატივცემულო ირაკლი, როგორც ვხედავ, თქვენც მიაპყარით მზერა ბახმაროს და ერთ ლარად ბოძებულ ტერიტორიაზე ორბი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტს, რომელიც ზიანის გარდა არაფერ კარგს არ უქადის ამ დიდებულ კურორტს. თქვენ ბრძანებთ: "ბახმაროს რაც შეეხება - მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა... დღევანდელი მოცემულობა…
  • 72
    განახლებადი ენერგია, როგორც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზა2023 წლის ივლისი კაცობრიობის ბოლო რამდენიმე ასწლეულის ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) დაადასტურა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისში, წელიწადის ამ დროისთვის, ისტორიულად სამი ყველაზე ცხელი დღე და ოკეანის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მყისიერი რეაქციები და განცხადებები მოჰყვა. გაერთიანებული ერების…