გურიის სოფელ ნატანებში, ახალგაზრდა ქალს ქმარმა იმის გამო სცემა, რომ საძოვარზე გაშვებული პირუტყვი უკან დროულად არ დააბრუნა. მსხვერპლს მუშტი ჯერ მუცელში, შემდეგ კი ზურგში დაარტყა.
25 წლის ქალმა ცემის შესახებ დედას უამბო და დახმარება ითხოვა. ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა და ახალგაზრდა ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი რამდენიმე საათის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
ირმა ქარცივაძის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მეუღლეებს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ. მამაკაცი ქალზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. იმუქრებოდა ცოლის და მისი ახლობლების სიცოცხლის მოსპობით.
მუქარის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ის დავით მარგველაშვილია. დანაშაული ოზურგეთში, სოფელ ნატანებში მოხდა. ადგილობრივებმა 25 წლის ქალის ცემის ამბავი იციან, თუმცა კამერებთან საუბარი არ სურთ.
25 წლის ირმა ქარცივაძე ახლა ბათუმში, მშობლების სახლში, მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება. პოლიციამ უკვე გამოკითხა ახალგაზრდა ქალიც და მისი ოჯახის წევრებიც. სავარაუდო დამნაშავეს, დავით მარგველაშვილს, ბრალი უკვე წარდგენილი აქვს, მის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე ბათუმის სასამართლო იმსჯელებს.
წყარო: რუსთავი 2
მსგავსი სტატიები
- 57
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. აღნიშნულის თაობაზე სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ.მ.“. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული…
- 56
ჯორჯიის შტატში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სროლას სკოლის ორი მოსწავლე და ორი მასწავლებელი ემსხვერპლა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა კრის ოზიმ განაცხადა, რომ სკოლაში სროლა 14 წლის მოსწავლემ განახორციელა. სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
- 56
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო“ და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი…
- 55
- 55
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1971…