ოზურგეთელი ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკა კუტალაძე გერმანიაში, პომერანიის დედაქალაქ შვერინში, საფეხბურთო კლუბ FC Mecklenburg schwerin აკადემიაში ჩაირიცხა.
პოზიცია მეკარე
ასაკი 16 წლის
„ლუკამ ფეხბურთის თამაში ოზურგეთის „მერცხალში“ დაიწყო (მწვრთნელი დავით სურგულაძე),შემდეგ გადავიდა ქუთაისის „ტორპედოს“ აკადემიაში (მწვრთნელი ლევან ნიჟარაძე).
ლუკამ წარმატებით გაიარა გერმანული კლუბის მიერ შეთავაზებული სავარჯიშო და სათამაშო ტესტირებები.
ლუკას წარმატება კიდევ ერთხელ ამტკიცებს,რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა შრომა,მონდომება და დისციპლინა.
ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა მისი და ვიცით,რომ წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები ელის ლუკას.
გილოცავთ ლუკა, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს, წარმატებები.ოზურგეთი ამაყობს შენი წარმატებით“ _წერს ცნობილი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი სოციალურ ქსელში.
გაზეთ „ალიონისათვის“ ცნობილია ლუკას კიდევ ერთი გატაცების შესახებ. მისი ბაბუა ოთარ კუტალაძე ცნობილი მსახიობი და რეჟისორია. ოზურგეთის თოჯინების თეატრს ხელმძღვანელობს მამა_ლაშა კუტალაძე.
ლუკა გატაცებული იყო სამსახიობო კარიერითაც და რამდენიმე ეპიზოდური როლი შესრულა ოზურგეთის თოჯინების თეატრის სცენაზე.. როგორც ჩანს მას ახლა უფრო დიდი პერსპექტივა ელოდება და წარმატებები ვუსურვოთ ამ დიდ გზაზე.
მსგავსი სტატიები
- 87
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 82ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 81ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 80
გურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ… - 80
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…