დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს წინ.
აქციაზე შეკებილი, ბრალდებულ ბ.გ-ძე-ს ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებული უდანაშაულოა და საქმის არაობიექტურ გამოძიებას აქვს ადგილი. მათივე განცხადებიით, მოწმეებზე ხდება ზეწოლა .
ბ.გ-ძე სექტემბერში დააკავეს და მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება და გაუპატიურება ედება.
ბრალდებულის ადვოკატი, ლევან ზაქრაძე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
„არანაირი მტკიცებულებები საქმეში არ დევს, დავაყენებთ რამდენიმე შუამდგომლობას, ჩემი კლიენტი უდანაშაულოა და სასამართლოს მეშვეობით ვიმედოვნებ ამის დამტკიცებას შევძლებთ” – თქვა ლევან ზაქრაძემ, რომელიც ბრალდებულს ადვოკატ პეტრე სალუქვაძესთან ერთად იცავს.
მსგავსი სტატიები
- 75
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე…
- 71
ქართული ოცნების ახალი კანონპროექტით, რომლითაც ცვლილებები შედის ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდება. ცვლილებების თანახმად, იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღებაც. პროცესების გადაღების უფლებამოსილება კი ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. მედიასთან დაკავშირებული მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-,…
- 69
თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა. „ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები.…
- 68
ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა _ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, _ ამის შესახებ 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს შეეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მზია ამაღლობელის საქმე და…
- 66