ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ადმინისტრაციულ შენობასა და სოფელ ციხისფერდის სკოლის მიმდებარედ, განთავსებული იყო საგზაო ნიშნები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით.

ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები განთავსებული იყო გზაჯვარედინის წინ. ეს კი გულისხმობდა იმას, რომ 50 კმ/სთ-ით მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონაში მოძრაობისას, გზაჯვარედინთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს ეძლეოდათ შესაძლებლობა გაეზარდათ სიჩქარე 80კმ/სთ-მდე, მაშინ, როდესაც გზების კვეთის, შეერთების ან განშტოების ადგილებში პირიქით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე უნდა მცირდებოდეს. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის გამო არაერთი პირი უსამართლოდ ჯარიმდებოდა.

ამ პრობლემის მოგვარების მიზნით საიამ რამდენჯერმე მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. ჩვენი ადვოკატირების შედეგად, საგზაო ნიშნები ორივე ლოკაციაზე განთავსდა გზაჯვარედინების შემდეგ, საიდანაც იწყება დაუსახლებელი პუნქტები და ამ ნიშნების განთავსებაც გამართლებულია.

აღნიშნულ ინფორმაციას საია ავრცელებს.

📌 ჩვენი ადვოკატირების შედეგად, საგზაო ნიშნები ორივე ლოკაციაზე განთავსდა გზაჯვარედინების შემდეგ, საიდანაც იწყება დაუსახლებელი პუნქტები და ამ ნიშნების განთავსებაც გამართლებულია.

მსგავსი სტატიები

  • 50
    აქცია ოზურგეთის რაიონულ სასამართლოსთანდღეს საპროტესტო აქცია გაიმართა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს წინ.  აქციაზე შეკებილი, ბრალდებულ ბ.გ-ძე-ს ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებული უდანაშაულოა და საქმის არაობიექტურ გამოძიებას აქვს ადგილი. მათივე განცხადებიით, მოწმეებზე ხდება ზეწოლა . ბ.გ-ძე სექტემბერში დააკავეს და მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება და გაუპატიურება ედება. ბრალდებულის ადვოკატი, ლევან ზაქრაძე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:…
  • 40
    ვანო ჩხარტიშვილი „საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ბრალდებებით მიყენებული ზიანის“  ფაქტზე  სასამართლო დავას იწყებს და აცხადებს, რომ „ოპონენტებს სათანადო ფასის გადახდა მოუწევთ“ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს. ჩხარტიშვილი უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სასანქციო სიას ეხმაურება, რომელშიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს კიდევ 10 სხვა მოქალაქესთან ერთად თავადაც მოხვდა._აღნიშნულ განცხადებას IPN ავრცელებს. როგორც ჩხარტიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, არ არსებობს ფაქტი, ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის კავშირს რუსულ კომპანია „როსნეფტთან“, „პეტროკასა“,“ გალფთან“ და „ფოთის…
  • 40
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 38
    ნიკა მელიას საქმეს წერილობითი განცხადებით ეხმაურება საქართველოში ამერიკის საელჩონიკა მელიას საქმეს წერილობითი განცხადებით ეხმაურება საქართველოში ამერიკის საელჩო : „ არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და…
  • 37
    გიორგი გოგოტიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს21 წლის გიორგი გოგოტიშვილი ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ  (მოსამართლე ია ბარამიძე) სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, მას ყველა ბრალდება მოუხსნა  და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ის პოლიციამ შარშან ზაფხულში კურორტ ბახმაროში დააკავა და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას  ედავებოდნენ, რომელიც 8-დან 12-წლამდე ციხეს ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოგოტიშვილმა ციხეში 9 თვე უკანონოდ გაატარა, რის…