2024 წლის 9 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, ბახვი ჰესის ორგანიზებით უსაფრთხოების წესებისა და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართა. კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა შეხვედრაზე უსაფრთხოების ძირითად ფორმებზედა ქცევის წესებზე ისაუბრა. ასევე, მან გააცნო ტრენინგის მონაწილეებს ინფორმაცია, თუ რა სახით ხდება უსაფრთხოების დაცვა ბახვის ჰესის მიერ.
ტრენინგი 5-12 კლასების მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი და მას 40-მდე მოზარდი ესწრებოდა. სპეციალურად მათთვის მომზადებული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გარდა უსაფრთხოების წესებისა, მოსწავლეები უშუალოდ სამშენებლო პერიმეტრზე არსებული მდგომარეობით, იქ არსებული ქცევის წესებითა და შრომის უსაფრთხოების ზოგადი სტანდარტებითაც დაინტერესდნენ. კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოსწავლეებთან კიდევ ერთხელ შეხვედრის და მათთვის ამ თემის ირგვლივ ამომწურავი პასუხების გაცემის მზაობა გამოთქვა.
„2024 წლიდან ბახვი ჰესი აქტიური სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ეტაპზე გადავიდა. ზოგადად, კომპანია ძალიან მკაცრად აკონტროლებს სამშენებლო პერიმეტრზე შრომისა და ჯანმრთელობის წესების მაქსიმალურ დონეზე დაცვას, თუმცა ამასთან ერთად არ გვავიწყდება, ჩვენს ირგვლივ მცოხვრები ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ბავშვები. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, პროექტის განხორციელების არეალში მყოფ თითოეულ მოზარდს ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია უსაფრთხოების ფორმებსა და ქცევის წესებზე იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად სოფელში კომპანიის კუთვნილი ტრანსპორტის გადაადგილებას დაინახავს, ან სამშენებლო პერიმეტრთან ახლოს მოუწევს გადაადგილება“, _ განაცხადა კომპანია ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
„შეხვედრა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და გვახარებს ამ პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატეს არა მარტო ჩატარებული პრეზენტაციის, არამედ ზოგადად შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიმართაც. მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესო კითხვები დასვეს და ვიმედოვნებ, მათთვის დამაკმაყოფილებელი პასუხებიც მიიღეს. ნებისმიერ დროს ვართ მზად, საჭიროებისა და კითხვების არსებობის შემთხვევაში მათთან შესახვედრად“,_ განაცხადა ბახვი ჰესის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა.
„2024 წლის 9 თებერვალს მთისპირის საჯარო სკოლაში ბახვი ჰესის ეგიდით ჩატარდა ტრენინგი უსაფრთხოების წესების შესახებ. ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკისა და მასალების გადატანა ძირითადად სასოფლო ცენტრალური გზის მეშვეობით ხდება. ამიტომ ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა ამ მონაკვეთზე უსაფრთხოდ გადაადგილების წესების გაცნობას. შეხვედრამ კვალიფიციური ტრენერების ხელმძღვანელობით და მოსწავლეთა ჩართულობით ძალიან საინტერესოდ ჩაიარა“,_ აღნიშნა მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ჭეიშვილმა.
„გაკვეთილების შემდეგ ბახვი ჰესის ორგანიზებით ჩაგვიტარდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი. თემა ეხებოდა მთავარ გზაზე მოძრაობის წესების დაცვას, სადაც შესაძლოა, კომპანიის კუთვნილმა ტრანსპორტმა გაიაროს. აგვიხსნეს, როგორ უნდა მოვიქცეთ დიდი ტრანსპორტის დანახვის დროს. ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია ბავშვების ინფორმირება უსაფრთხოების წესების შესახებ, რადგან არასწორმა მოძრაობამ, ან ქცევამ შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგი მოგვიტანოს. მადლობას ვუხდი კომპანიას და ტრენერს სოფელზე მორგებული ინტერესების დაცვისთვის და ამ თემასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებისთვის“,_ განაცხადა მთისპირის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ნათია შავაძემ.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მსგავსი სახის უსაფრთხოების ტრენინგები მომავალშიც გაიმართება. კომპანია ბახვი ჰესისთვის უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტია. ჩვენი საქმიანობის საფუძველია გარემოსდაცვითი, სოციალური და კომერციული მდგრადობა. სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ, მიმართულია ჩვენს კომპანიასთან შემხებლობაში მყოფი თითოეული ადამიანის განვითარებაზე, კეთილდღეობასა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
მსგავსი სტატიები
- 77ბახვი ჰესის სალექციო კურსი ახალგაზრდებისთვის 2024 წლის 26მარტს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის პროგრამის ფარგლებში,მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელები დაბა ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკას“ სტუმრობდნენ, სადაც „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა და მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ია მამალაძემ ჩაატარა სემინარი სახელწოდებით „ვისი ხვედრია თავისუფლება“. ია მამალაძე პროფესიით ჟურნალისტია. მან…
- 772024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
- 76ვიწყებთ 2024 წლის აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნებას სასიამოვნო ინფორმაციით. ქართული ენა და ლიტერატურა: 58 ქულა- ვიკა ჯინჭარაძე 57 ქულა- ნიკოლოზ ბარამიძე ხატია სალუქვაძე 56 ქულა- მერი თალაკვაძე ანა ნინიკაშვილი სოფო გორდელაძე ნათია ღლონტი 55 ქულა- ლიკა ჯინჭარაძე მარიამ კობახიძე 53 ქულა- ლიზი მახარაძე მარიამ ქართველიშვილი კოკო ჩხაიძე 52 ქულა- ანასტასია გობრონიძე…
- 76საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…
- 74