ბახვი ჰესის სალექციო კურსი ახალგაზრდებისთვის

2024 წლის 26მარტს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის პროგრამის ფარგლებში,მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელები დაბა ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკას“ სტუმრობდნენ, სადაც „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა და მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ია მამალაძემ ჩაატარა სემინარი სახელწოდებით „ვისი ხვედრია თავისუფლება“. ია მამალაძე პროფესიით ჟურნალისტია. მან 1991 წელს დააფუძნა გამოცემა „გურია ნიუსი“, რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე ვრცელდება. ის იყო საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი; ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ მედიაპროექტებს; ასევე საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტებს. მიღებული აქვს რამდენიმე ჟურნალისტური ჯილდო. ხელმძღვანელობს მედიამონიტორინგის ცენტრს.

„ივლიტას ბიბლიოთეკა“ მედიასახლ „გურია ნიუსის“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივითა და  ახალგაზრდების ენთუზიაზმით დაარსდა.ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება გაიღრმავონ ცოდნა დაისარგებლონ ინტერნეტთან შეუზღუდავად წვდომის საშუალებით. სწორედ ამ სივრცეში გაეცნენ ჩხაკაურისა და მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ია მამალაძის მიერ მომზადებულ ლექციას  სამშობლოს სიყვარულზე, პირველ რესპუბლიკაზე. განიხილეს 1918 -1921 წლების სამოქალაქო აქტივობების მაგალითები და იმსჯელეს თემაზე: რა ხდის ადამიანს საუკეთესო მოქალაქედ.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თაობის ახალგაზრდებთან შეხვედრა, რომლებმაც ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი არ იციან საქართველოს უახლესი წარსულიდან. ამ თაობას აღარ უწევს საბჭოთა პერიოდზე საუბარი. თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ ქართველებს გვაქვს გენეტიკური ცოდნა, თუ როგორ უნდა იქცეს ადამიანი მოქალაქედ. განვიხილეთ 1918-1921 წლის საქართველოს რესპუბლიკა. საქართველომ შექმნა სამაგალითო კონსტიტუცია და დამოუკიდებლობის აქტი. ბავშვებმა კარგად გაიაზრეს ეს ყველაფერი, იყო ჩართულობა მათი მხრიდან“განაცხადა „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა და ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრმა ია მამალაძემ.

სემინარს „ვისი ხვედრია თავისუფლება“ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლის 30 უფროსკლასელი (8,9,10,11,12 კლასი) და მათი რამდენიმე პედაგოგი ესწრებოდა.

თაკო ჩავლეშვილი – მთისპირის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ქრონიკა, რომელიც ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. დიდ მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო დღისთვის. ვფიქრობ მიღებული ცოდნა გამომადგება მომავალშიც“.

საბა ქათამაძე – ჩხაკაურას საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე

„დღევანდელი დღე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში. საქართველოს ისტორიაზე ბევრი რამ გავიგე, რაც სიახლე იყო ჩემთვის. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობა 1921 წელს დავკარგეთ, თუმცა დღეს ჩვენი გზა ევროპისკენაა მიმართული და ბევრად გაძლიერებული დავბრუნდებით იქ“.

ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის პროგრამა 2023 წელს დაიწყო და 2024 წელსაც გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო შეხვედრადა ღონისძიება იგეგმება მრჩეველთა საბჭოს წევრების მონაწილეობით.

დაფინანსებლი ფართი

მსგავსი სტატიები

  • 77
    მთისპირის საჯარო სკოლაში უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ ბახვი ჰესის ტრენინგი ჩატარდა  2024 წლის 9 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, ბახვი ჰესის ორგანიზებით უსაფრთხოების წესებისა და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართა. კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა შეხვედრაზე უსაფრთხოების ძირითად ფორმებზედა ქცევის წესებზე ისაუბრა. ასევე, მან გააცნო ტრენინგის მონაწილეებს ინფორმაცია, თუ რა სახით ხდება უსაფრთხოების  დაცვა ბახვის…
  • 76
    ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისა და მოზარდებისთვის თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში…
  • 74
    ნევრიზ მიქელაძე სოფელ ზოტის საჯარო სკოლის ისტორიის შექმისათვის სკოლის ყოფილ პედაგოგებს და კურსდამთავრებულებს მიმართავსკურსდამთავრებულებს მიმართავს სოფელ ზოტში 1926 წელს გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა, კერძო ოჯახში, სადაც 4 მოსწავლე ირიცხებოდა. ამჟამად ზოტის საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე სწავლობს. სკოლა დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. ყველა პედაგოგი სერთიფიცირებულია. გვყავს ორი წამყვანი და ერთი მენტორი მასწავლებელი. სკოლის დირექტორია ქალბატონი ნანა ირემაძე. ყოველივე ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მოწვეულ მასწავლებლებს, რომლებიც…
  • 69
    მზია შევარდნაძე, კონკურსის ,,ფინანსური განათლება სკოლაში” ფინალისტიაოზურგეთის N 3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია შევარდნაძე, კონკურსის ,,ფინანსური განათლება სკოლაში” ფინალისტია. კონკურსის პირველ ეტაპზე საერთო ჯამში 65 ნამუშევარი შევიდა, ამ ნამუშევრებიდან კი, კონკურსის პირობების თანახმად, 20 ფინალისტი გამოვლინდა. მათ შორის ქალბატონი მზია შევარდნაძეცაა. კონკურსისათვის ქალბატონმა მზიამ წარადგინა ნამუშევარი-შემოქმედებითი პროდუქტიდან-ფინანსურ განათლებამდე. ნაშრომი ასახავდა ფინანსური განათლების…
  • 69
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. სააღმზრდელო პროცესი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად მოინახულეს. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.