სსიპ ქალაქ ოზურგეთის N 3 საჯარო სკოლის IV კლასში პედაგოგმა ნინო ვაშალომიძემ დაგეგმა და განახორციელა  ინტეგრირებული სასწავლო პროექტი „მე მკითხველი“.

პროექტის მიზანი :

  • მოსწავლემ გაიაზროს კითხვის მიზანი, თუ რატომ არის არის საჭირო წიგნების კითხვა;
  • მოსწავლისათვის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
  • წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება;
  • ბიბლიოთეკის, როგორც განათლების მიცემაზე პასუხისმგებელი   ინსტიტუციის მნიშვნელობის გაანალიზება.

ეროვნული სასწავლო გეგმის მეთოდოლოგიური ნაწილის  ერთ-ერთი მოთხოვნაა, ყურადღების გამახვილება  საგანთა შორის ინტეგრაციაზე.  ინტეგრირება  ეხმარება მოსწავლეს საკითხის ღრმად და მრავალმხრივად გააზრებაში. სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა პროექტი „მე მკითხველი“.  პროექტის ფარგლებში სასწავლო მასალის თემის ერთიან კონტექსტთან დაკავშირებამ ხელი შეუწყო  ორი საგნის„მე და საზოგადოებისა“  და ქართული ენის ინტეგრირებას.

პროექტი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა (პროექტი გაიხსნა და დაიხურა ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.) , რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს კომპლექსურ დავალებებზე, განახორციელეს საინტერესო აქტივობები. პროექტში ჩართული იყო მშობლები, მასწავლებლები.

მსგავსი სტატიები

  • 62
    ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისა და მოზარდებისთვის თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში…
  • 60
    „ვისი ხვედრია თავისუფლება“  ბახვი ჰესის სალექციო კურსი ახალგაზრდებისთვის 2024 წლის 26მარტს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის პროგრამის ფარგლებში,მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელები დაბა ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკას“ სტუმრობდნენ, სადაც „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა და მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ია მამალაძემ ჩაატარა სემინარი სახელწოდებით „ვისი ხვედრია თავისუფლება“. ია მამალაძე პროფესიით ჟურნალისტია. მან…
  • 60
    ნევრიზ მიქელაძე სოფელ ზოტის საჯარო სკოლის ისტორიის შექმისათვის სკოლის ყოფილ პედაგოგებს და კურსდამთავრებულებს მიმართავსკურსდამთავრებულებს მიმართავს სოფელ ზოტში 1926 წელს გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა, კერძო ოჯახში, სადაც 4 მოსწავლე ირიცხებოდა. ამჟამად ზოტის საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე სწავლობს. სკოლა დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. ყველა პედაგოგი სერთიფიცირებულია. გვყავს ორი წამყვანი და ერთი მენტორი მასწავლებელი. სკოლის დირექტორია ქალბატონი ნანა ირემაძე. ყოველივე ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მოწვეულ მასწავლებლებს, რომლებიც…
  • 58
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. სააღმზრდელო პროცესი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად მოინახულეს. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
  • 58
    მთისპირის საჯარო სკოლაში უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ ბახვი ჰესის ტრენინგი ჩატარდა  2024 წლის 9 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, ბახვი ჰესის ორგანიზებით უსაფრთხოების წესებისა და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართა. კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა შეხვედრაზე უსაფრთხოების ძირითად ფორმებზედა ქცევის წესებზე ისაუბრა. ასევე, მან გააცნო ტრენინგის მონაწილეებს ინფორმაცია, თუ რა სახით ხდება უსაფრთხოების  დაცვა ბახვის…