ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან… განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და…გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა (იდეის ავტორი და დადგმის ხელმძღვანელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვასილ ჩიგოგიძე, სცენური ვერსიის ავტორი  გოჩა კაპანაძე).

და შედეგი?…  რამდენიმე თვეში განხორციელებული 24 ჩვენება ანშლაგით.  მათ შორის 21 ოზურგეთში, სამი  თბილისში, თელავდსა და გორში.  მადლიერი მაყურებელი, საინტერესო შეფასებები,  არაერთი საქებარი სიტყვა და სპექტაკლის ნახვის ინტერესი კვლავ.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიწვევითა და მხარდაჭერით,  მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორია -„ექვთიმე“ 24 მარტს,  ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის პროფესიული, სახელმწიფო დრამატული  თეატრის სცენაზე  იქნება წარმოგენილი. 25 მარტს კი ტურნე თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა  სახელმწიფო თეატრში დასრულდება, ნოდარ დუმბაძის  ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექტაკლით „ცის კარი“.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა,  ვასილ ჩიგოგიძემ, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, ოზურგეთის თეატრში  განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

„ მადლობას ვუხდი საქართველოს და აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრებს, ფინანსური მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. შარშან 130 სპექტაკლი ვითამაშეთ, წელს ვფიქრობთ 150 ვითამაშოთ.  არ არის  ადვილი ამ ყოველივეს განხორციელება, როცა ჩვენ არ ვართ დიდი კოლექტივი, 17 მსახიობი გვყავს. კონკურსის გამოცხადებას ვაპირებთ მსახიობთა ასაყვანად. გვშველის ის, რომ თეატრის მმართველი ზაზა ჯინჭარაძე ჩვენი მსახიობიცაა.

ბათუმში 26 მარტს, შოშიას საიუბილეო, ერთობლივი ჩვენება გაიმართება( შოშია- ალექსანდრე ჩხაიძე, დრამატურგი, მწერალი,  ჟურნალისტი). ღონისძიების შინაარსსა და ფორმაზე ჯერ არ ვისაუბრებ. წამყვანი იქნება ნიკა წულუკიძე.

სამი პრემიერა გაიმართება მიმდინარე წელს, მათ შორის დამაგვირგვინებელი იქნება   ილიას „თანმდევი სული“.

აქვე აღვნიშნავ, რომ ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში. შევეცდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარვადგინოთ სპექტაკლი. 4 მაისამდე, გაწერილია ყველა  ჩვენება.  მემორანდუმი გვაქვს ბათუმის თეატრალურ უნივერსიტეტთან, და ივნისში წარმოგიდგენთ კო პროდუქტს ორი თეატრის მონაწილეობით. კვლავ ძალაშია ლევილში „ცის კარი“-ს ჩვენება, ხოლო პარიზში „ექვთიმესი“. 2025 წლისთვის აზერბაიჯანში, განჯაში უნდა დავდგათ ნოდარ დუმბაძის კუკარაჩა.“

ვასილ ჩიგოგიძემ თეატრის წინაშე არსებულ სიძნელეებზეც ისაუბრა.  აღნიშნა, რომ ძალიან ძვირი უჯდებათ შენობის შენახვა. „მხოლოდ იანვარ – თებერვალში, კომუნალური გადასახადების საერთო თანხამ 39700 ლარი შეადგინა, ქონების წლიური გადასახადი –  15000 ლარს წარმოადგენს.  „ამიტომ გვიჭირს  თეატრის სცენა გადასახადის გარეშე, ან თუნაც დაბალ ფასად დავუთმოთ ნებისმიერ მომსვლელს, რომელიც ჩვენთან გეგმავს ღონისძიების გამართვას.“

ვწერდით გასულ წლებში პრესკონფრენციებზე გაჟღრებული დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და, არა მკითხველისთვის,  ჩვენთვის, მაინც ვიტოვებდით კითხვის ნიშანს – რამდენად იყო შესაძლებელი ყოველივე ამის ასრულება. შედეგი თქო, ვახსენეთ. ეს დანაპირების რეალობაში ასახვაა.  სწორედ რეალობამ დაგვარწმუნა _ თამამად ვუწოდოთ ამ  კოლექტივს  წარმატებული და ჩვენი თეატრი. კიდევ მეტ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს თეატრს, მაყურებელთა,  გულშემატკივართა და მხარდამჭერთა  მრავლობასთან ერთად.

 

მსგავსი სტატიები

  • 94
    „ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით, ერთმანეთი თავიდან  უნდა გავიცნოთ“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მცირე დარბაზში გაიმართა,  ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე;  პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…
  • 93
    თემები, რომლებიც აქტუალობას არ კარგავენ - ანუ რა მანძილია შემგროვებლობასა და ხარჯვას შორის და რამდენად თვითმყობადია იგი სცენასა და სცენის მიღმა, რეალურ ყოფაშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე  რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს  წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…
  • 89
    ანსამბლ „მეგობრობის“ვარსკვლავი გაიხსნებასაქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გურიის რეგიონული ორგანიზაციის რეკომენდაციით ანსამბლ „მეგობრობას“ ვარსკვლავი გაიხსნება.
  • 79
    ოზურგეთში რუსთაველის თეატრმა სპექტაკლი ,, ძუნწი" გამართა ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა საგასტროლო პროგრამის ფარგლებში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ძუნწი“ წარადგინა. წარმოდგენას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან ერთად დაესწრო. სპექტაკლის ჩვენება გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელშეწყობით განხორციელდა, რომლის მიზანი რეგიონებში…
  • 77
    ცნობილი მსახიობი ომარ ურუშაძე 80 წლისააგურიის კოლორიტი, ცნობილი მსახიობი, ვოკალისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ომარ (ომისხანა) ურუშაძე 80 წლისაა. ომარ ურუშაძეს მაყურებელი  იცნობს, როგორც კომედიური ჟანრის შესანიშნავ  მსახიობს, თუმცა მას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე სხვა ჟანრშიც არაერთი როლი აქვს შესრულებული. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებული ალბათ  მაინც ნოდარ დუმბაძის პერსონაჟებია. ვუსურვებთ წარმატებას, ბედნიერებას  თავის საყვარელ ოჯახში,…