დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიამ წულაძის და ანა ჩხარტიშვილის სცენარის მიხედვით განხორციელებული სპექტაკლი „უსასრულო ხელოვნება“ წარმოადგინეს.
„რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ოთხ თინეიჯერს სკოლის ბიბლიოთეკაში დავალების შესრულების დროს შემოაღამდება? ალბათ ძველი ბერძნული ღმერთის გამოჩენა და ხელოვნების უსასრულო სამყაროში მოგზაურობა, თქვენი პირველი პასუხი ალბათ ეს არის. მაგრამ, სწორედ ასე მოხდება მაშინ, როდესაც ამ დავალებას სანდრო, მარიამი, ელენე და ლუკა ასრულებენ.
აპოლო თავის მუზებთან ერთად, ბავშვებს პროექტის დასრულებაში ეხმარება. აჩვენებს ყველაფერ იმას, რასაც ვიკიპედიაში ვერ იპოვიან. აქ ისინი გაიცნობენ დიდებულ ქალებს, რომლებსაც უდიდესი როლი აქვთ შესრულებული ხელოვნების ისტორიაში.“
საინტერესოდ ასრულებენ როლებს: გიორგი არობელიძე (აპოლო), ანა ჩხარტიშვილი (მარიამი), მარიამ წულაძე (ელენე), ლაშა კალანდაძე (სანდრო) გეგა არობელიძე (ლუკა), ქრისტინე დოლიძე (ნეფერტიტი), მარიამ ლომჯარია (გრიტი), ქრისტინე დოლიძე (კირკე), ანასტასია ონიანი (ელენე ახვლედიანი), მარიამ ლომჯარია (ფრიდა კალო), რომა წულაძე (მონა), ლუკა თეთრაძე (ვერმეერი).
დადგმის რეჟისურაც თავად დრამის კლუბის წევრებს ეკუთვნით.
ძალიან საინტერესო ქორეოგრაფია აქვს სპექტაკლს (ანანო მელუა), რომელსაც მუზები შესანიშნავად ასრულებენ: სალომე ყუბანეიშვილი, ანა კეჭაყმაძე, ანასტასია მენაბდე, ანასტასია მაჩაიძე, ნინი ჭელიძე, ლიზი მიქატაძე, ლიზი აბაშმაძე, ანისა დომანოვა, ეკატერინე კვაჭანტირაძე.




მსგავსი სტატიები
- 64
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 60
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 59
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში, პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები. სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის… - 58
ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ ახალი ვარიაციით ოზურგეთის თეატრის სცენაზე ავტორი: ნინო ნიკოლაიშვილი სასცენო ფარდამ ყოფიერების ფარდაც აიყოლა და უფლის ხატად, უფლისგან შექმნილ ადამიანთა, მათ შორის, სიმბოლურ პერსონათა სილუეტები, აისვეტნენ ცხოვრების კარიბჭესთან. იქვე, ტარიგი ცხვარი, რომელიც თურმე მეორე გამომსახველობით როლსაც ასრულებდა სცენაზე, ბედმორჩილებით, მუხლმოყრით გაწოლილიყო იმავე კარიბჭესთან. სიმბოლური იყო დასაწყისშივე მასთან მდგომი… - 58
„გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“ - ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოვება და საზეიმო კონცერტი გაიმართა. პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა თავის მოსწავლეებთან ერთად თავიანთი სოფლის ცნობილი მომღერლებისა და სოფელში არსებული გუნდების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, რომელიც ამ პროექტის საშუალებით გასაჯაროვდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს - ძიმითის, დაბა ნასაკირალის, მშვიდობაურის, მთისპირის,…