დღეს, ქ.ოზურგეთში, ილია ჭავჭავაძის ქ.#10-ში  სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისათვის“ოფისი გაიხსნა.

გახსნის ცერემონილას სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები და არასამათავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

_მოხარული ვართ, რომ ოზურგეთში  სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის ოფისი გაიხსნა. ეს ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა, რადგან დაფუძნებიდან ორი წლის თავზე, გვაქვს საშუალება, ფიზიკურ სივრცეშიც ვუმასპინძლოთ ჩვენს თანამოაზრეებს, შემოვიკრიბოთ მეტი ადამიანი, გავაძლიეროთ სამოქალაქო აქტივიზმი ჩვენს რეგიონში, ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. გახსნასთან ერთად, ვაცხადებთ სახალხო დაფინანსების (crowdfunding) კამპანიას, რადგან ამ ეტაპზე არ გვაქვს სხვა მატერიალური რესურსი, რომელიც გვჭირდება ორგანიზაციის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის. თქვენი მხარდაჭრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია _განუცხადეს გაზეთ „ალიონს.“სამოქალაქო მოძრაობის ოფისში.

მსგავსი სტატიები

  • 79
    ოზურგეთში საპროტესტო აქცია გაიმართადღეს, ქ. ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს ქალაქის ქუჩებში. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ქვეყნისთვის ევროპულ ვექტორზე დაბრუნება და ხელახალი არჩევნებია იყო. „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფოტოები.
  • 79
    განცხადება 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებსაქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
  • 77
    გადაცემა ანტიბიოტიკი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონალური პროტესტის მნიშვნელობაქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონალური პროტესტის მნიშვნელობა სტუმარი ანანო მჟავანაძე   https://www.youtube.com/watch?v=YtZpXs8uEWw   დაფინანსებული ფართი  
  • 77
    გადაცემა ანტიბიოტიკი - გრიგოლ მახარაძეგადაცემა ანტიბიოტიკი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონალური პროტესტის მნიშვნელობა სტუმარი გრიგოლ მახარაძე https://www.youtube.com/watch?v=2Z89gki6_7s დაფინანსებული