ოზურგეთში ორგანიზაციამ „დემოკრატიის მცველები“ კამპანიის _ „ევროპა ხარ შენ!“ _ ფარგლებში, შეხვედრა გამართა.
შეხვედრებზე, საუბარი იყო თუ რა გაკეთდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რას შევიძენთ, თუკი კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. როგორია ჩვენი მსგავსი ქვეყნების გამოცდილება სტატუსის მიღების შემდეგ.
შეხვედრის მიზანი იყო კამპანიის გეგმებზე საუბარი და სამომავლოდ ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
ასევე, გაიმართა დისკუსია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე მსჯელობას, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საზოგადოების ჩართულობით მათი გადაჭრის საშუალებების განხილვას.
შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ აქტივისტები და მედია ესწრებოდა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
მსგავსი სტატიები
- 71
2025 წლის 9 ივნისს გაზეთ „ალიონის“ ვებგვერდზე (alion.ge) გამოქვეყნდა ინტერვიუ (ავტორი ნუგზარ ასათიანი), სახელწოდებით „ლაგის წევრი პროექტის „მწვანე გურია“ შესახებ“, რომელიც მოიცავს ერთი განაწყენებული რესპონდენტის ტყუილით და ცილისწამებით სავსე შეხედულებებს. ქალბატონი მარინა ჩიხლაძე, როგორც თავად არაერთგზის ამტკიცებს, „უსამართლოდ დატოვეს დაფინანსების მიღმა“. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ: ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე…
- 70
„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. „ორ ათწლეულზე მეტია, მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ახლა ის წინასწარ პატიმრობაშია და საკუთარ სიცოცხლეს რისკავს იმავე ღირებულებებისთვის, რომელსაც ყოველთვის იცავდა. ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა - ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული…
- 69
„ახალგაზრდები ენერგოუსაფრთხოებისთვის“ _ ამ სახელწოდებით დაიწყო პროექტი ოზურგეთის მინიციპალიტეტის დაბა ლაითურის და ნარუჯის, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხისა და იანეულის სკოლების ეკო კლუბების წარმომადგენლებისთვის. პროექტის მიზანია ენერგო ეფექტური გარემოს შექმნის თანამედროვე ინსტრუმენტების პოპულარიზება და საზოგადოების ინფორმირება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ. „ენერგო უსაფრთხოების გაზრდის და უარყოფითი გარემოსდაცვითი ზეგავლენის შემცირების…
- 69
- 69
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…