თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და თსუ რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა თსუ გამომცემლობის ახალ ხელმძღვანელთან კახაბერ რუსიძესთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე იმსჯელეს გამომცემლობის რეფორმასა და რეორგანიზაციაზე. დაისახა ახალი სტრატეგია, რომლის შედეგადაც თსუ გამომცემლობა ითანამშრომლებს სხვადასხვა გამომცემლობასა და წიგნის მაღაზიებთან.
ჩვენი გამომცემლობის წიგნები, გარდა თსუ წიგნის მაღაზიისა გამავრცელებლების მიერ გაიყიდება. გამოცემები ჟანრობრივად გამრავალფეროვნდება, სახელმძღვანელოების გარდა გამოიცემა, ანთოლოგიები, მსოფლიო მხატვრული ლიტერატურისა და ქართული მხატვრული ლიტერატურის სერიები, ასევე, განახლდება ძველი პოპულარული გამოცემები.
ბეჭდური ვერსიის გარდა, ყველა წიგნის ელექტრონული ბაზა შეიქმნება, რომლის გამოყენებაც სიმბოლურ ფასად შეეძლება დაინტერესებულ მკითხველს.
გამომცემლობა სამომავლოდ გეგმავს სტუდენტების დასაქმებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის წიგნების შიდა გავრცელების კუთხით. ასევე, იგეგმება გამომცემლობის ლოგოს განახლება.
შეხვედრაზე ისაუბრეს, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, რომელზე მუშაობასაც უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამომცემლობა. ეს პროექტებია: „უნივერსიტეტი სკოლას“, რომელიც გულისხმობს სკოლებში ჩვენი გამომცემლობის წიგნების შეტანას და ასევე, ძველი პოპულარული გამოცემების განახლებული ვერსიების გამოცემას.
კახა რუსიძე გახლავთ გამომცემლობა „მერიდიანის“ დამფუძნებელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამომცემლობაა საქართველოში.
ვულოცავთ კახა რუსიძეს მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნებას!
მსგავსი სტატიები
- 59ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში…
- 59
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად… - 58
რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო. ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც… - 58
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. შემოქმედის თემის პირველკლასელებისთვის სასკოლო მზადება განსაკუთრებული ემოციებით დაიწყო. შემოქმედის, გომისა და კვირიკეთის სკოლებში წელს სულ 12 პატარა პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, ამ პატარებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ წინასასკოლო შეხვედრა მოუწყო. პატარებმა მომავალი მასწავლებლები გაიცნეს, ითამაშეს შემეცნებითი, სახალისო „სასკოლო“ თამაშები და… - 57
პარვუს ჯგუფის საგანმანათლებლო ტრენინგები განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე პრაქტიკული გაკვეთილებით კომპანიის ობიექტებზე გაგრძელდა. შემოქმედის, გომის, კვირიკეთისა და დვაბზუს სკოლის მოსწავლეები კომპანიის მშენებარე ობიექტებზე ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ავიდნენ — რაც პროცესს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ საგანმანათლებლო-წახალისების მნიშვნელობასაც მატებდა. ლექციებისა და მასტერკლასების შემდეგ ისინი უკვე რეალურ სივრცეში დააკვირდნენ…