2024 წლის 9 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, ბახვი ჰესის ორგანიზებით უსაფრთხოების წესებისა და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართა. კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა შეხვედრაზე უსაფრთხოების ძირითად ფორმებზედა ქცევის წესებზე ისაუბრა. ასევე, მან გააცნო ტრენინგის მონაწილეებს ინფორმაცია, თუ რა სახით ხდება უსაფრთხოების  დაცვა ბახვის ჰესის მიერ.

ტრენინგი 5-12 კლასების მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი და მას 40-მდე მოზარდი ესწრებოდა. სპეციალურად მათთვის მომზადებული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გარდა უსაფრთხოების წესებისა, მოსწავლეები უშუალოდ სამშენებლო პერიმეტრზე არსებული მდგომარეობით, იქ არსებული ქცევის წესებითა და შრომის უსაფრთხოების ზოგადი სტანდარტებითაც დაინტერესდნენ. კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოსწავლეებთან კიდევ ერთხელ შეხვედრის და მათთვის ამ თემის ირგვლივ ამომწურავი პასუხების გაცემის მზაობა გამოთქვა.

„2024 წლიდან ბახვი ჰესი აქტიური სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ეტაპზე გადავიდა. ზოგადად, კომპანია ძალიან მკაცრად აკონტროლებს სამშენებლო პერიმეტრზე შრომისა და ჯანმრთელობის წესების მაქსიმალურ დონეზე დაცვას, თუმცა ამასთან ერთად არ გვავიწყდება, ჩვენს ირგვლივ მცოხვრები ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ბავშვები.  შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, პროექტის განხორციელების არეალში მყოფ თითოეულ მოზარდს ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია უსაფრთხოების ფორმებსა და ქცევის წესებზე იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად სოფელში კომპანიის კუთვნილი ტრანსპორტის გადაადგილებას დაინახავს, ან სამშენებლო პერიმეტრთან ახლოს მოუწევს გადაადგილება“, _ განაცხადა კომპანია ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

„შეხვედრა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და გვახარებს ამ პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატეს არა მარტო ჩატარებული პრეზენტაციის, არამედ ზოგადად შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიმართაც. მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესო კითხვები დასვეს და ვიმედოვნებ, მათთვის დამაკმაყოფილებელი პასუხებიც მიიღეს. ნებისმიერ დროს ვართ მზად, საჭიროებისა და კითხვების არსებობის შემთხვევაში მათთან შესახვედრად“,_ განაცხადა ბახვი ჰესის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა.

2024 წლის 9 თებერვალს მთისპირის საჯარო სკოლაში ბახვი ჰესის ეგიდით ჩატარდა ტრენინგი უსაფრთხოების წესების შესახებ. ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკისა და მასალების გადატანა ძირითადად სასოფლო ცენტრალური გზის მეშვეობით ხდება. ამიტომ ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა ამ მონაკვეთზე უსაფრთხოდ გადაადგილების წესების გაცნობას. შეხვედრამ კვალიფიციური ტრენერების ხელმძღვანელობით და მოსწავლეთა ჩართულობით ძალიან საინტერესოდ ჩაიარა“,_ აღნიშნა მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ჭეიშვილმა.

„გაკვეთილების შემდეგ ბახვი ჰესის ორგანიზებით ჩაგვიტარდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი. თემა ეხებოდა მთავარ გზაზე მოძრაობის წესების დაცვას, სადაც შესაძლოა, კომპანიის კუთვნილმა ტრანსპორტმა გაიაროს. აგვიხსნეს, როგორ უნდა მოვიქცეთ დიდი ტრანსპორტის დანახვის დროს. ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია ბავშვების ინფორმირება უსაფრთხოების წესების შესახებ, რადგან არასწორმა მოძრაობამ, ან ქცევამ შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგი მოგვიტანოს. მადლობას ვუხდი კომპანიას და ტრენერს სოფელზე მორგებული ინტერესების დაცვისთვის და ამ თემასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებისთვის“,_ განაცხადა მთისპირის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ნათია შავაძემ.

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მსგავსი სახის უსაფრთხოების ტრენინგები მომავალშიც გაიმართება. კომპანია ბახვი ჰესისთვის უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტია. ჩვენი საქმიანობის  საფუძველია გარემოსდაცვითი, სოციალური და კომერციული მდგრადობა. სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ, მიმართულია ჩვენს კომპანიასთან შემხებლობაში მყოფი თითოეული ადამიანის განვითარებაზე, კეთილდღეობასა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 77
    „ვისი ხვედრია თავისუფლება“  ბახვი ჰესის სალექციო კურსი ახალგაზრდებისთვის 2024 წლის 26მარტს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის პროგრამის ფარგლებში,მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელები დაბა ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკას“ სტუმრობდნენ, სადაც „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა და მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ია მამალაძემ ჩაატარა სემინარი სახელწოდებით „ვისი ხვედრია თავისუფლება“. ია მამალაძე პროფესიით ჟურნალისტია. მან…
  • 73
    ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისა და მოზარდებისთვის თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში…
  • 71
    ნევრიზ მიქელაძე სოფელ ზოტის საჯარო სკოლის ისტორიის შექმისათვის სკოლის ყოფილ პედაგოგებს და კურსდამთავრებულებს მიმართავსკურსდამთავრებულებს მიმართავს სოფელ ზოტში 1926 წელს გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა, კერძო ოჯახში, სადაც 4 მოსწავლე ირიცხებოდა. ამჟამად ზოტის საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე სწავლობს. სკოლა დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. ყველა პედაგოგი სერთიფიცირებულია. გვყავს ორი წამყვანი და ერთი მენტორი მასწავლებელი. სკოლის დირექტორია ქალბატონი ნანა ირემაძე. ყოველივე ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მოწვეულ მასწავლებლებს, რომლებიც…
  • 67
    მზია შევარდნაძე, კონკურსის ,,ფინანსური განათლება სკოლაში” ფინალისტიაოზურგეთის N 3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია შევარდნაძე, კონკურსის ,,ფინანსური განათლება სკოლაში” ფინალისტია. კონკურსის პირველ ეტაპზე საერთო ჯამში 65 ნამუშევარი შევიდა, ამ ნამუშევრებიდან კი, კონკურსის პირობების თანახმად, 20 ფინალისტი გამოვლინდა. მათ შორის ქალბატონი მზია შევარდნაძეცაა. კონკურსისათვის ქალბატონმა მზიამ წარადგინა ნამუშევარი-შემოქმედებითი პროდუქტიდან-ფინანსურ განათლებამდე. ნაშრომი ასახავდა ფინანსური განათლების…
  • 66
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. სააღმზრდელო პროცესი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად მოინახულეს. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.