შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო – ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია.
დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ა.ო., 1990 წელს დაბადებული ნ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ლ.ს., 2002 წელს დაბადებული გ. მ., 2001 წელს დაბადებული ქ.ყ., 1989 წელს დაბადებული მ.ა., 1982 წელს დაბადებული მ.ე., და 1996 წელს დაბადებული რ.ო.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1992 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული ა.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1991 წელს დაბადებული მ.ჭ., 2002 წელს დაბადებული დ.ა., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ., 1999 წელს დაბადებული ნ.დ., 1993 წელს დაბადებული ა.ო., 1971 წელს დაბადებული ა.ა. და 1999 წელს დაბადებული თ.ხ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, “მარიხუანა” და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
მსგავსი სტატიები
- 67ჯორჯიის შტატში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სროლას სკოლის ორი მოსწავლე და ორი მასწავლებელი ემსხვერპლა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა კრის ოზიმ განაცხადა, რომ სკოლაში სროლა 14 წლის მოსწავლემ განახორციელა. სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
- 64შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია. ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების…
- 63შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულია, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ი., მეტსახელად „ჯავა“ ხოლო, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე,…
- 61დაახლოებით ერთი საათის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე კახა ასკურავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია სოფელ სუფსაში „მთავარი არხის“ ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ. „როგორც სოფ.სუფსიდან მატყობინებენ, ამავე სოფლის ცენტრში, სადაც მთავარი არხის ჟურნალისტი ლადო მენაბდე და მისი ოპერატორი იყვნენ ჩასულები გადაღებაზე,მოხდა თავდასხმა ორივეზე.თავად ლადო მენაბდე არის ნაცემი ჩემი ინფორმაციით.მასთან დაკავშირებას…
- 60თბილისში ტრანსგენდერი ქალი მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს. რსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დორისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან…