ჯუმათში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან პაატა კუნჭულიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. დაგეგმილია 6 კილომეტრზე მეტი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასევე გზის საფარის მოწყობა. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მშენებლობა. იგეგმება წყლის დაზიანებული სისტემის სრული რეაბილიტაციაც.
ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავ ძეგლთან, ჯუმათის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე 4 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი სტატიები

  • 76
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა- განახლების პროცესს გაეცნოგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა- განახლების პროცესს გაეცნო. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ შრომაში, ჭაკნელიძეების უბანში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ხორციელდება.
  • 74
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დაბა ურეკში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნოგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან პაატა კუნჭულიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, დაბა ურეკში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ამჟამად, ზედა ურეკში მიმდინარეობს 400 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის მოწყობა. სამუშაოების ფარგლებში უკვე აშენდა სანიაღვრე არხები და დაგეგმილია ეზოებში შესასვლელების მოწყობაც. დასრულდა წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია,…
  • 74
    დაბა ურეკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობსრეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, დაბა ურეკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზის მოწყობა. სამუშაოების საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.
  • 74
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შემოქმედი - ჭალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შემოქმედი - ჭალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს 2 მეტრამდე სიგრძის გზის მოწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,…
  • 73
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მეწყრული პროცესებით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნოგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილე ლაშა ჭელიძესთან და ჩოხატაურის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად დაბა ჩოხატაურისა და სოფელ ბუკისციხის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესებით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 849 750 ლარს შეადგენს.