ოზურგეთელი ელენე კალანდარიშვილი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ( კალათბურთელი) დასახელდა, მისი გუნდი კი ჩემპიონი გახდა!
 საქართველოს გოგონათა 14 წლამდელთა ჩემპიონატი კალათბურთში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა!
წლევანდელი ჩემპიონი ,,ბასტიონი” გახდა, რომელმაც ფინალში 50:38 ზუგდიდელი კალათბურთელები დაამარცხა.
 ,,ბასტიონის” ერთერთი მოთამაშე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კალათბურთის სექციის სპორტსმენი ელენე კალანდარიშვილია.
 ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე , რომელიც ამჯერად ,, ბასტიონში” ასპარეზობს ოზურგეთელი კალათბურთელი, ელენე კალანდარიშვილი გახდა!გამარჯვებული მოთამაშეები და მწვრთნელები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა შენგელიამ, ლელა ცანავამ, მე-100 სკოლის დირექტორმა თეა კალანდაძემ და მისმა მოადგილემ, ანასტასია გიორგაძემ დააჯილდოვეს!
 ელენეს ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას!

მსგავსი სტატიები

  • 77
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 71
    ქ. ოზურგეთში, ცენტრალურ სტადიონ „მეგობრობას“ კოტე გოგატაძის სახელი მიენიჭადღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, ქ. ოზურგეთში, რუსთაველის #39-ში მდებარე სტადიონ „მეგობრობისთვის“ კოტე გოგატაძის სახელის მინიჭების შესახებ. საკრებულომ ერთხმად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კოტე გოგატაძის შესახებ არერთხელ დაწერილი გაზეთ „ალიონის“ ფურცლებზე. ამჯერად გაზეთის ვებ.გვერდზე ALION.GE 2024 წლის 26 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას გთავაზობთ:           ღირსეული ოჯახის ღირსეული…
  • 71
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 70
    „მეგობრობის თასის " გამარჯვებული სპორტ დარბაზის გუნდი გახდა!ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სპორტის სასახლეში დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში „მეგობრობის თასი", რომელიც სამსახურებს შორის იმართებოდა. გულშემატკივრებმა და ფეხბურთის მოყვარულრბმა სამი კვირის განმავლობაში დაძაბული და საინტერესო არაერთი შეხვედრა იხილა. ↪️შეჯიბრი , რომელიც მეგობრობაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპილარიზაციისკენ იყო ორიენტირებული დასრულდა სპორტ დარბაზის გუნდის გამარჯვებით. სპორტ დარბაზი ფინალში ვეტერან…
  • 70
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…

არ გამოტოვოთ