ბახვი ჰესი, თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ნომერ პირველ პრიორიტეტად – შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას მიიჩნევს. ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ეტაპზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპანიის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სპეციალური გეგმით ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს: 1) პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა; 2) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა; 3) პროექტის მომიჯნავე თემების უსაფრთხოების გეგმა. თითოეული დოკუმენტი აკისრებს კომპანიას, როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას, ისე IFC-ის საერთაშორისო სტანდარტებით გაწერილი მიდგომების აღსრულებას. აღნიშნული მიდგომის მთავარი მიზანი, ბახვი ჰესის პროექტზე დასაქმებულთათვის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ეს კი გულისმობს, ბახვი ჰესის სამშენებლო პროექტისთვის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ეფექტიანი მართვის სისტემის შექმნასა და მის განხორციელებას/აღსრულებას.
„ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება კომპანიის თითოეულ თანამშრომელზე: მენეჯერზე, ოფიცერზე, ინჟინერზე, რიგით მუშახელსა და ყველა სხვა პირზე, რომელიც იმყოფება სამუშაო უბანზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამშენებლო პერიმეტრზე თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები. კომპანიაში გვაქვს ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია პოლიტიკის შემუშავებასა და მის აღსრულებაზე. ამასთანავე, შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქციები მოიცავს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა: მუშახელის ინსტრუქტაჟის ორგანიზება და უსაფრთხო სამუშაო პროცედურების შესრულების მეთვალყურეობა; შემუშავებული პოლიტიკის შესახებ ყველა დასაქმებულის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა; პროექტის მენეჯმენტისთვის ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხების გაცნობა; სამუშაო სივრცის პერიოდული შემოწმება და დარღვევების არსებობის შემთხვევაში მყისიერი რეაგირება“ – აცხადებს მიხეილ ნატროშვილი, კომპანია ბახვი ჰესის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერი.
ბახვი ჰესის პროექტზე დასაქმებული თანამშრომლები აღჭურვილი არიან საქართველოს ბაზარზე არსებული საუკეთესო ხარისხის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, რაც მოიცავს სპეც ტანსაცმელსა და სხვა აღჭურვილობას; სამუშაო პროცესს მუდმივად აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი და ოფიცერი; პროექტს ჰყავს ექიმი, რომელიც მუდმივად იმყოფება სამშენებლო ტერიტორიაზე. იგი აღჭურვილია ყველა შესაბამისი სამედიცინო საშუალებით. საპროექტო არეალში განთავსებულია საგზაო უსაფრხოების შესაბამისი სტანდარტის ნიშნები და მაფრთხილებლები. დასაქმებულებს ყოველდღიურ რეჟიმში უტარდებათ უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი და სწავლება. ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ყოველდღიური ინსტრუქტაჟი საშუალებას აძლევს დასაქმებულებს მიიღონ ინფორმაცია იმ დღის კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების შესახებ. კერძოდ, როგორ უნდა წარმართონ სამუშაო პროცესი ისე რომ, დაიცვან თავი დაზიანებისგან, რაზე გაამახვილონ ყურადღება, როგორ გამოიყენონ სხვადასხვა ხელსაწყო უსაფრთხოდ და ა.შ. ამასთან, ახალ თანამშრომლებს სამშენებლო მოედანზე შესვლამდე უტარდებათ შრომის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ტრენინგი. ეს უკანასკნელი მოიცავს ზოგად ინფორმაციას პროექტზე მიმდინარე ყველა ტიპის სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულების შესახებ, ობიექტზე უსაფრთხოდ ყოფნის და მუშაობის წესებს, ასევე, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასა და შეტყობინების სისტემას. თითოეულ მონაკვეთში, სადაც ტექნიკა მუშაობს, დგანან მედროშეები,რომლებიც აკონტროლებენ ამავე ტექნიკის უსაფრთხო მუშაობას.
ბახვი ჰესის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა სპეციალური ტრენინგი მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვისაც ჩაატარა. ტრენინგის მთავარი მიზანი უსაფრთხოების თემაზე ცნობიერების ამაღლება იყო. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ, რომელიც სამშენებლო პერიმეტრთან ახლოს მდებარე სოფლებში ცხოვრობს, იცოდეს უსაფრთხოების ნორმები და დაიცვას ისინი, მიაქციოს ყურადღება უსაფრთხოების ნიშნებს, რომლებიც განთავსებულია გზებსა და სამშენებლო პერიმეტრთან ახლოს მდებარე მონაკვეთებში.
მსგავსი სტატიები
- 76
ბახვი ჰესი, თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში,ნომერ პირველ პრიორიტეტად - შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას მიიჩნევს.ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურებისმშენებლობის ეტაპზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპანიის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სპეციალური გეგმით ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს: 1) პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა;2) საგანგებო…
- 68
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 67
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 65
აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
- 65
ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან…