საფრანგეთში, საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქართველ მხატვართა ჯგუფი იმყოფებოდა, რომელთა შორის ოზურგეთელი მხატვრებიც იყვნენ. ამის შესახებ გაზეთ „ალიონს“  მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თავართქილაძე ესაუბრა:

_1921-1924 წლებში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საქართველოდან გაგზავნილი იყვნენ ახალგაზრდა  მხატვარები: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ვერა ფაღავა, შალვა ქიქოძე, დავით კაკაბაძე და სხვები, რომელთა ნამუშევრების გამოფენა  პირველი შემთხვევა იყო ქართველი ხელოვანების წარმოჩენისა  ევროპაში.  ამ ჯგუფის საფრანგეთში მოღვაწეობამ, მათი  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დიდად შეუწყო ხელი ქართული მხატვრობის განვითარებას. ისინი წარმატებული მხატვრები აღმოჩნდნენ, რომელთა შემოქმედება დღეს ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის.

აღნიშნული მოვლენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „მხატვართა სახლის“ თავმჯდომარის ია არსენიშვილის მიერ განხორციელდა საინტერესო პროექტი, რომ მოწყობილიყო ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენის კვირეული პარიზში, რომელსაც მხარი დაუჭირეს თბილისის სამხატვრო აკადემიამ და საქართველოს მხატვართა კავშირმა.

ამ კარგ საქმეში დიდი გახლდათ საქართველოს საელჩოს ძალისხმევა საფრანგეთში და კოორდინატორების  მზექალა ბერძენიშვილისა და საფრანგეთში მოღვაწე ტატა ვალმოს მეცადინეობით საფრანგეთში მიწვეული იქნა ქართველ მხატვართა 30-კაციანი ჯგუფი.

_ავთანდილ, უფრო კონკრეტულად,თქვენი ჯგუფი რა მისიით იყო მიწვეული საფრანგეთში?

_ ეს მიწვევა განხორციელდა მუზეუმებისა და გალერეების განვითარების, მათი ინტეგრაციის, გამოცდილებებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაზიარების მიზნით, სადაც მონაწილეობა მივიღეთ დაგეგმილ გამოფენებში. ჩვენი რეკომენდაციით, შემოქმედებითი ნიჭისა და ღირებულებების მიხედვით შეირჩა რამდენიმე მხატვარი: საფრანგეთში იმყოფებოდნენ გურიის რეგიონის მხატვართა კავშირის თავჯდომარე თამაზ დარჩია, მხატვარი ირაკლი თოიძე, ბათუმიდან ლუკა ბესელია და მე.

_ რომელ გალერეაში გაიმართა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენები და რა მნიშვნელობას ანიჭებთ მას?

_ ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა ლუვრის საგამოფენო დარბაზ „ლუვრ კარუსელუ“-ში,   შემდეგ მეორე გამოფენა გაიმართა გალერეა BDMS-ში (Beaute du Matin Calme). გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ  საქართველოს ელჩი საფრანგეთში ბატონი გოჩა ჯავახიშვილი, ასევე ყოფილი ელჩი და საფრანგეთში მცხოვრები ქართველები. ზოგადად საგამოფენო დარბაზები სავსე იყო ქართველი მხატვრობით დაინტერესებული კოლექციონერებით და სახვითი ხელოვნების მოყვარული საზოგადოებით. გაიყიდა რამდენიმე ნამუშევარი. სხვადასხვა გალერეების მესვეურები დაინტერესდნენ ქართული კულტურის ამ უნიკალური დარგის მიმართ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო პლენერები ქ. პარიზში. მთლიანობაში ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო ავტორებისთვის, როგორც პროფესიული ურთიერთობისთვის, ასევე ატარებს კულტურული პოლიტიკის ისტორიულ მომენტს, რაც ახალ სიმაღლეზე აყენებს ჩვენი ქვეყნის ინტერესს კულტურის ამ დარგის მიმართ.იძლევა უშუალო შესაძლებლობებს ჩვენი ქალაქის სახვითი ხელოვნების ცენტრისათვის, რათა მან შეძლოს უკვე ევროპაში მოახდინოს თანამშრომლობა სხვადასხვა ცენტრებთან საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის და უნარების თვითრეალიზაცია.

გარდა ზემოთქმულისა, საფრანგეთში შექმნილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება ქ. თბილისში და გამოიცემა კატალოგი.

_წარმატებებს გისურვებთ!

ესაუბრა ნუგზარ ასათიანი

გაზეთი „ალიონი“, 30 აპრილი, 2024 წ.

მსგავსი სტატიები

  • 76
    „ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით, ერთმანეთი თავიდან  უნდა გავიცნოთ“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მცირე დარბაზში გაიმართა,  ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე;  პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…
  • 76
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 74
    ანსამბლ „მეგობრობის“ვარსკვლავი გაიხსნებასაქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გურიის რეგიონული ორგანიზაციის რეკომენდაციით ანსამბლ „მეგობრობას“ ვარსკვლავი გაიხსნება.
  • 63
    გიორგი დოლიძეს გიორგი გეგეჭკორის სახელობის პრემია მიენიჭაშემოქმედებითი კავშირი- საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის როლის შესრულებისათვის, გიორგი გეგეჭკორის სახელობის პრემია მსახიობ გიორგი დოლიძეს მიენიჭა. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ულოცავს მას დამსახურებულ აღიარებას.  მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორია ,,ექვთიმე"- ტრილოგიის მესამე ნაწილია, რომელიც წმიდა ექვთიმეს შესახებ მნიშვნელოვან მოვლენებს აცოცხლებს, მათ შორის მოგონებები ,, საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში". ოზურგეთის თეატრი პირველი…
  • 63
    ცნობილი მსახიობი ომარ ურუშაძე 80 წლისააგურიის კოლორიტი, ცნობილი მსახიობი, ვოკალისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ომარ (ომისხანა) ურუშაძე 80 წლისაა. ომარ ურუშაძეს მაყურებელი  იცნობს, როგორც კომედიური ჟანრის შესანიშნავ  მსახიობს, თუმცა მას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე სხვა ჟანრშიც არაერთი როლი აქვს შესრულებული. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებული ალბათ  მაინც ნოდარ დუმბაძის პერსონაჟებია. ვუსურვებთ წარმატებას, ბედნიერებას  თავის საყვარელ ოჯახში,…