ავთანდილ თავართქილაძე: ჩვენი ამოცანაა ოზურგეთი ასოცირდებოდეს დაზგურ გრაფიკასთან
ავტორი მარი კოძოევი
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრთან არსებულ სტუდია სახელოსნოში GURIAN ART მიმდინარეობს პროექტი ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში-2024″. სტუდია სახელოსნო უკვე მერვედ მასპინძლობს პროფესიონალ მხატვართა ჯგუფებს. ტრადიციულად სთავაზობს საინტერესო, თავისუფალ შემოქმედებით სივრცეს დაზგური გრაფიკის (ოფორტი, მონოტიპია) მასტერ კლასებისა და ნოვატორული იდეების განხორციელებისათვის. მიმდინარე წელს პროექტი ოთხ ეტაპად ჩატარდა. დასასრულს, ოთხივე ეტაპის მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პროექტის ავტორებს და მონაწილეებს ვესაუბრეთ.
ავთანდილ თავართქილაძე (პროექტის ხელმძღვანელი): _ ამ დარგს დაზგური გრაფიკა ეწოდება, რომელიც მოიცავს სხვა და სხვა მიმართულებებს, მაგალითად, მონოტიპიას, მშრალი სტრიხით მუშაობას და ა.შ. მოწვეული გვყავს მხატვრები, რომელთაგან ზოგი ახლა სწავლობს, ზოგიც პროფესიონალია. გაიცემა სერთიფიკატებიც. წელს ოთხ ეტაპად ვიმუშავეთ. პირველი ეტაპი იყო ივნისის თვეში. მონაწილეობდნენ:ხათუნა სახელაშვილი (რუსთავი),ირინკა ხარატიშვილი (თბილისი) თამაზ,საბა დარჩიები(ოზურგეთი);
მეორე ეტაპიც ასევე ივნისში გაიმართა. მონაწილეობდნენ: – ია არსენიშვილი, გულიკო ჩუმბაძე, დავით უღრელიძე(თბილისი), სერგო გოგოლაძე (ბათუმი);
ახლა არის მესამე ეტაპი, 8 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით. მონაწილეობენ: ნინა დარჩია, ირინკა ხარატიშვილი, დოდო – თამარ თაყაიშვილი;
ვახტანგ მეგრელიშვილი (თბილისი), ნინა დარჩია (ოზურგეთი).
მე, როგორც პროექტის ხელმძრვანელი, ყველა ეტაპზე ვმონაწილეობ.
სექტემბერში ჩამობრძანდებიან ლიეტუვიდან და უკრაინიდან პროფესიონალი გრაფიკოსები და ჩვენ მათი დახმარებით ახალ ტექნოლოგიას დავამუშავებთ.
11 ან 12 სექტემბერს იქნება შემაჯამებელი გამოფენა. ყველა ეტაპის მონაწილეები ერთად შევიკრიბებით. გამოიცემა პატარა ბუკლეტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება აქ შექმნილი ნახატები და მათი ავტორი მხატვრები. ჩვენი მიზანია ოზურგეთში, გურიაში განვავითაროთ დაზგური გრაფიკა. „პრინტ არტ“ _ ასე უწოდებენ მას. საქართველოში ეს დარგი კარგად განვითარებული იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში დაიკარგა. დაზგები რაზეც სამუშაო სრულდება ყველას უკვე აღარ აქვს, ძველებურად პოპულარული აღარაა ეს მიმართულება. ყველა ფერწერაზე გადერთო. საქართველოში ერთ-ერთი, შეიძლება ერთადერთიც ვართ, სადაც ვითარდება ეს დარგი. ჩვენი ამოცანაა, ოზურგეთი ასოცირდებოდეს დაზგურ გრაფიკასთან. არტ წრეებში ყველგან იციან, რომ ოზურგეთში არის ეს სახელოსნო და ადამიანები მოდიან ჩვენთან სამუშაოდ. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, სტრატეგია. არის ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროცესი. მხატვრები ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ, იცვლება ინფორმაციები, ხდება ტექნოლოგიური საკითხების შესწავლა და გაზიარება. მხატვრისთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი მიზანი, ამოცანა. ამ სტრატეგიას ავითარებს ჩვენი შემოქმედებითი სახელოსნო. ეს იქნება ჩვენი პერსპექტივა მომავალშიც. ვცდილობთ სახელოსნო იყოს გამართული.
დოდო- თამარ თაყაიშვილი (პროექტის მონაწილე, ფერმწერი): _ ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი ჩემი წარმოშობის ადგილას, ოზურგეთში, სოფელ ლიხაურთან, თან ასეთ არაჩვეულებრივ საზოგადოებაში. აღფრთოვანებული ვარ ადამიანებით, ბუნებით, ქალაქით, აქ მუშაობის მეთოდებით და სტილით. ისეთი საინტერესო ყოფილა გრაფიკაში მუშაობა. მე პირველად შევეხე ამ სფეროს, ფერმწერი ვარ. ეს არის სასწაული. ჩაგითრევს, რაღაცა მაგიური აქვს. დიდი მადლობა ავთო თავართქილაძეს, საოცარ პროფესორს, ვახო მეგრელიშვილს, რომელსაც უშრეტი ენერგია დ შემართება აქვს. ყველას ეხმარება, ყველას რაღაცას უკეთებს, თვითონაც მუშაობს, ჩვენი სული და გულია.
სერგო გოგოლაძე (პროექტის მონაწილე): _ ვარ ბათუმელი. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი, გრაფიკოსი. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ვღებულობ მონაწილეობას. არის ძალიან კარგი გარემო, კარგი საზოგადოება. ამ პროექტში პირველად ვარ, მაგრამ, ერთი თვის წინ გურიაში მქონდა პერსონალური გამოფენა.
ვახტანგ მეგრელიშვილი, პროექტის ავტორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი:_ ოზურგეთის გალერეაში დაგროვდა გამოცდილებები და ეს გამოცდილებები საკმაოდ ბევრია. მერვე წელია ვატარებთ ვორკშოპს. სხვა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ძალიან საინტერესო მხატვრები. თამამად ვიტყვი, რომ ყოველ წელს იდება განსაკუთრებული შედეგები. ვმუშაობთ სხვა და სხვა მიმართულებით. უცხოეთიდან ჩამოსულ მხატვრებს ჩამოაქვთ ჩვენთვისაც გარკვეულ წილად ინოვაციური ტექნიკა და ტექნოლოგიები. ჩვენც რაღაც სიახლეებს ვახვედრებთ მათ. ხდება გაცვლა გამოცდილებების. ასე ვთქვათ ჩვენ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. გარკვეული სახის პოპულარიზებას ვუკეთებთ საქართველოში გრაფიკას. იმიტომ, რომ ეს არის დარგი, რომელიც ყოველთვის პოპულარული და ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება სხვა და სხვა მიზეზების გამო. მინდა მადლობა გადავუხადო გალერიას, მის ხელმძღვანელობას და ოზურგეთის მერიის შესაბამის სამსახურებს, ვინც კურირებას უწევენ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა ასეთი სახის პროექტებს სჭირდება პატრონი, დაფინანსება და ეს ყველაფერი მოწესრიგებულია. უკვე მერამდენე წელია. ყოველ წელს სიხარულით მოვდივარ აქ. ძალიან კარგი გეგმები გვაქვს. უცხოელებთამ აწყობილი გვაქვს საქმე. მხედველობაში მაქვს ის, რომ ადამიანები, ძალიან ბევრნი, არიან დაინტერესებულნი იმით, რომ ჩამოვიდნენ და გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება და ჩვენც მზად ვართ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ მათ.
გაზეთი „ალიონი“18 ივლისი, 2024 წ. #11-12.
მსგავსი სტატიები
- 75ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ, არაერთი მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა ყოფნა-არ ყოფნის ჟამი. შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
- 75ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…
- 75ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა, ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…
- 739 სექტემბერს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში შემოქმედებითი სახელოსნო GURIAN ART წევრთა და მოწვეულ მხატვართა დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილია ვახტანგ მეგრელიშვილის, სერგო გოგოლაძის, ოქსანა სტრატიჩუკის (უკრაინა) , ირინა ხარატიშვილის, ია არსენიშვილის, დოდო თაყაიშვილის, თამაზ, გია, საბა დარჩიების, დავით უღრელიძის, ლიკა კერვალიშვილის,…
- 73ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ანშლაგით წარადგინა შთამბეჭდავი სპექტაკლი „ლუშნუ“. „ლუშნუ“ – ეს არის შემეცნებითი, სათავგადასავლო, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ჟანრის ნამუშევარი. სპექტაკლი ეფუძნება წერილობით წყაროებს, კვლევებსა და გადმოცემებს, რაც მას ისტორიული სიზუსტისა და სიღრმის შეგრძნებას ანიჭებს. პიესაში გამოყენებულია სვანური ფოლკლორის მდიდარი მემკვიდრეობა, ავტორთა ციტირებები და…