ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება.

იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის ჩაის მრეწველობის ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო  სოფ.ზვანის კოლმეურნეობაში აგროტექნიკოსად.  1952 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მსახურობდა  პენზის ოლქში, სადაც  გაიარა სწავლება ქ.კამენკას   სამხედრო საფრენოსნო სკოლაში. შესრულებვული აქვს 10-ზე მეტი საპარაშუტო  ხტომა. დემობილიზაციის შემდეგ, ისევ ზვანის კოლმეურნეობაში განაგრძო საქმიანობა, თუმცა მალევე გადადის სამუშაოდ მანქანა-ტრაქტორთა სადგურში, სატრაქტორო ბრიგადის აღმრიცხველად. 1959 წელს, ბატონი ლადო გადაჰყავთ  მახარაძის  საქსოფლო-ტექნიკის გაერთიანებაში, ტექნიკური მომსახურების სადგურის ინჟინერ-მექნიკოსად. 1963-1966 წლებში კი, იგი ამავე გაერთიანებაში  სამექანიზაციო სამუშაობის უფროსი ინჟინერია.

მან 1965 წელს  სამუშაოდან მოუწყვეტლად, დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვაფიკაციით. 1971 წლიდან, იგი,   გაერთიანების  მთავარი ინჟინერია, ხოლო შემდეგ,  სარაიონთაშორისო სარეალიზაციო ბაზის  დირექტორი. როგორც კარგი ორგანიზატორი და გამოცდილი სპეციალისტი, 1973 წელს, ლადო გადაჰყავთ  „საქსოფლტენიკის“ მახარაძის  გაერთიანების  მმართველის მოადგილედ. 1975 წელს კი,  ინიშნება საქართველოს დამზადების სამინისტროს გაერთიანებული, ექვსი წისქვილ-ქარხნის დირექტორად, რომელიც  წარმოების მოცულობის ყოველწლიურ ზრდაზე იგეგმებოდა და შესაბამისად  დარგის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა. სწორედ აქ გამოიკვეთა ბატონი ლადოს ორგანიზატორული ნიჭი. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ამ მსხვილი საწარმოს მრავალწლიანი წარმატებული ფუნქციონირება, როგორც რესპუბლიკის, ისე საკავშირო მასშტაბით. ბატონი ლადო,  მის დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოსთან ერთად, მრავალჯერ არის დაჯილდოებული სხვადასხვა მედლებით, სიგელებით, გარდამავალი დროშებით და ფულადი პრემიებით. 80-იან წლებში წარმოების მოცულობის ზრდამ სეროზული მასშტაბები მიიღო. დამატებით აშენდა  კომბინირებული საკვების წარმოების, 400 ტონა სადღეღამისო წარმადობის  ტექნოლოგიური ხაზი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა წისქვილის საამქროს, რომელიც აღიჭურვა უცხოური, პროგრესული მანქანა-მოწყობილობებით. იმ პერიოდისათვის ქარხანა,  თავისი საწარმოო მაჩვენებლებით, კავშირის მასშტაბით, ორას საუკეთესო საწარმოს შორის დასახელდა. ბუნებრივია,  საწარმოს წარმატებული საქმიანობა, შესაბამის ასახვას პოულობდა   რეგიონის და უპირატესად მახარაძის რაიონის  სოციალურ-ეკონომიურ მაჩვენებლებზე. ყოველწლიურად  უმჯობესდებოდა მასში დასაქმებულ 500-მეტი თანამშრომლის და მათი ოჯახების ყოფითი პირობები. ისინი სარგებლობდენენ უფასო სასადილოთი, ეხმარებოდა მათ ფქვილით,  კომბინირებული საკვებით და  სხვადასხვა პროდუქტებით. ქარხნას გააჩნდა შიგა მეურნეობა, სადაც მოჰყავდათ  ბაღჩეული და  ბოსტნეული  კულტურები. გააჩნდათ ასევე ღორის ფერმა,  რომელთა  პროდუქციით  სარგებლობდა თანამშრომლები. ქარხანას  საწარმოო-ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნდა ქვეყნის 50-მდე რაიონის მეცხოველეობის კომპლექსებთან და  ფერმებთან., მ.შ საგარეჯოს მეცხოველეობის კომპლექსთან, რომელიც იმ პერიოდში ამერკავკავკასიაში, დარგის უმსხვილესი ობიექტი იყო.

ბ-ნი ლადო, როგორც მშობლიური კუთხის გულშემატკივარი და  ქვეყნის პატრიოტი, მუდამ აქტიურად იყო ჩართული რაიონში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებაში. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა  აფხაზეთში უკიდურესად გარღმავდა კონფლიქტი, მოსახლეობას ჩაუტანეს  დიდი რაოდენობით ფქვილი, ღორის ხორცი, კომბინირებული საკვები და თანამშრომლების მიერ  შეგროვილი ტანსაცმელი და სხვა საკვები პროდუქტები. ასევე, დახმარება გაუწიეს აჭარის მთიანეთში სტიქიური უბედურების  შედეგად დაზარალებურ მოსახლეობას. ასეთი მაგალითები კი  არაერთია. გარდა იმისა, რომ ბ-ნი ლადო წარმატებული მენეჯერი იყო, იგი ღრმა ცოდნას ავლენდა ტექნოლოგიურ და ტექნიკურ საკითხებში.  მიღწეული წარმატებებისათვის დაჯილდოებულია  სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით. ასევე   შესაბამისი  დიპლომებით, რომელთაგან ერთი გაცემულია რაციონალიზატურ ტექნიკურ გადაწყვეტაზე, რომელიც თავის საწარმოში განხორციელდა და დაინერგა. ბატონი ლადოს პიროვნებაზე კარგ წარმოდგენას იძლევა მისი პირადი არქივის ნახვა, რომელშიც თავმოყრილია  როგორც პირადი ცხოვრების, ისე საწარმოს ზეობის ხანის  ამსახველი ფოტო-დოკუმენტური მასალები.  დამთვალიერებელს  ნათელი წარმოდგენა ექმნება, თუ რას წარმოადგენდა და როგორ განვითარდა საწარმო მისი 30-წლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში. თანამედროვე  ტექნოლოგიური მოწყობილობებით დაკომპლექტებული  საამქროები. მომსახურე პერსონალისთვის  შექნილი მაღალი დონის სანიტარულ-ჰიგიენური და  შრომის დაცვის და უსაფრთხოების  გარემო. სასადილო, კლუბი. ბიბლიოთეკა, სატუმრო ოთახები და ა.შ.

90-იანი წლების (პოსტსაბჭოთა პერიოდის) დასაწყისიდან, როცა  სისტემის რღვევამ, ქვეყანაში  მწვავე ეკონომიური და  კრიმინალური   მდგომარეობა წარმოქმნა, საწარმოები ურთულესი  სამართავი გახდა. საწარმოები, წარმოების ხელმძღვანელები  მოთარეშე შეიარაღებული ბანდების, ყაჩაღების და ქურდების  სამიზნე გახდა, რომლებსაც ფულს სძალავდნენ, ხოლო მატერიალურ ქონებას ჯართად ართმევდნენ.

ოზურგეთში მნიშვნელოვანი საწარმოო და სავაჭრო  ობიექტები ხშირი თავდასხმების გამო საერთოდ დაიხურა. იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში პურის პრობლემა შეიქმნა, კომბინატის შეუფერხებელ მუშაობას  სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა. ამ რთულ პერიოდში, ბ-ნი ლადო, რომელსაც მუდამ ახასიათებდა საქმისადმი ერთგულება და მაღალი პასუხისმგებლობა, პირადი ავტორიტეტით და საურთიერთობო უნარით ახერხებდა, როგორც ხორბლის მოძიება-შემოტანას, ისე მის შეუფერხებელ გადამუშავებას.

კრიმინალთა თარეშით შექმნილ  რთულ სიტუაციაში, საპენსიო ასაკს მიახლოებულმა ბატონმა ლადომ,  რომელიც რამდენჯერმე გახდა  მათი თავდასხმის ობიექტი, გადაწყვიტა სამუშაოდან წასვლა. მაგრამ მოხდა პირიქით.  თხოვეს პურკომბინატთან ერთად, დამატებით  რაიონში არსებულ პურის  საცხობი ობიექტებისთვისაც ეხელმძღვანელა.  მართალია დაპირდნენ  მისი და მის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების დაცვის გაძლიერებას, მაგრამ, კრიმინალთა გავლენა  იმდენად დიდი იყო,რომ ვერც მან და მისი ოჯახის წევრებმა და საწარმომ თავდასხმები ვერ აიცილა. ქ. ოზურგეთში, სახლში 2-ჯერ შეუვარდნენ,   3-ჯერ სახლი დაუცხრილეს, 25 წლის შვილი გაიტაცეს,რომლის დაბრუნების ოპერაციას მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან გვენცაძე ხელმძღვანელობდა. ორჯერ, სხვადასხვა დროს ფეხში დაჭრეს, რომლის გავლენით  დღესაც კოჭლობს.  ადვილი წარმოსადგენია რა გადაიტანეს მისმა შვილმა და მეუღლემ, რომლებიც რამდენჯერმე აღმოჩნდნენ სიკვდილის პირისპირ. მართალია, იმ პერიოდში გადარჩნენ, მაგრამ  გადატანილმა  თავის კვალი მაინც დატოვა. მათ ჯანმრთელობა ისე შეერყათ, რომ  ორივე  ნაადრევად გარდაიცვალა.

ბატონი ლადო, ცხოვრებაში განვლილ რთულ და უსიამოვნო პერიოდებზე ბევრს არ საუბრობს. როგორც თვითონ ამბობს, ცოცხალი ადამიანი, მუდამ ხვალინდელ დღეზე უნდა ფიქრობდეს და უსაქმოდ არ უნდა იყოს. მას სიამოვნებს იმ ადამიანების გახსენება,  რომლებთანაც კარგი მეგობრული, კოლეგიალური, მეზობლური  თუ სხვა ურთიერთობა ჰქონია.  განსაკუთრებულ  პატივისცემას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც ერთად კომბინატში , ერთმანეთის ნდობით და  პატივისცემით წარმატებებს აღწევდნენ.

სამწუხაროდ, დღეს ამ მსხვილი და წარმატებული საწარმოდან, მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი, რაც მასზე კეთილ მოგონებებს,    რადენადმე  აფერკმთალებს.

მაღალ შეფასებას და პატივისცემას იმსახურებს  ბ-ნ ლადოს ცხოვრება საწარმოს გარეთაც, ოჯახსა , თუ სამეგობრო წრეში.  მიუხედავად იმისა, სამსახურიდან გამომდინარე,  პირადი ცხოვრებისათვის დრო ნაკლებად რჩემოდა, ის ყოველთვის ახერხებდა აქაც მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო. დღესაც, საკმაოდ სერიოზული ასაკიც ვერ უშლის ხელს,  თავის სახლში ტრადიციულად   მიიპატიჟოს მეგობრები და  სუფრასთან მოესიყვარულოს, თანაც  იამაყოს  მის მიერ მოყვანილი  სასოფლო პროდუქტებით  და მაგიდაზე წარმოდგენილი შესაბამისი კერძებით. მართლაც,  თუ დაინტერესდებით ამ ადამიანის  ყოველდღიური რეჟიმით, უსაქმოდ ერთ წუთსაც ვერ ნახავთ. მოწესრიგებული სახლი და ეზო-მიდამო, ბარაქიანი ბოსტანი,  ხილეული და ციტრუსოვანი კულტურების მრავალწლიანი ნარგავები,  ვენახის სხვადასხვა ჯიში და  მისგან წარმოებული  ღვინოები და არაყი, რომლებსაც არც თუ იშვიათად აჭაშნიკებს და ა.შ. თავისუფალ დროს კი, წიგნებს და ჟურნალ-გაზეთებს უთმობს. მიუხედავად ასაკისა, საზოგადოებასთან დღესაც ახლოსაა.  წლების მანძლზე იყო მხარის გუბერნატორთან არსებული საზოგადოებრივი  საბჭოს  აქტიური წევრი, სადაც მისი მოსაზრებები მუდამ იმსახურებდა ყურადღებას.

ბატონი ლადო ოზურგეთის საპატიო მოქალაქეა.  ამ   წოდების მინიჭებას, იგი განსაკუთრებულ დაფასებად აღიქვამს და დიდ მნიშვნელობასაც ანიჭებს. მართლაც, ოზურგეთელებს დღესაც კარგად ახსოვთ, თუ რა დიდი შრომითა და ერთგულებით აღწევდა ბატონი ლადო, გამკლავებოდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებთან დაკავშირებულ საპასუხისმგებლო საქმეს. იგი ხშირად  სამადლობელი სიტყვებით იგონებს პურ-კომბინატის თანამშრომლებს, რომელთა თანადგომით, ახერხებდა  მრავალმხრივი წინაღმდეგობების დაძლევას. სწორედ კოლექტიური პასუხისგებლობით და ძალისხმევით მიიღწეოდა  რთულ პერიოდში რეგიონის პურმომარაგების უწყვეტობა.

93 წელი ნამდვილად სერიოზული ასაკია. მიუხედავად ამისა, ბატონ ლადოს    საკუთარი მანქანით,   არც თუ  იშვიათად  შეხვდებით ქალაქში, რომელსაც დღესაც მაღალ პროფესიონალურად ატარებს. მის მეგობრებს  განსაკუთრებულა სიამოვნებს  ლადოსთან ერთად სუფრასთან ყოფნა, სადაც იგი ქართული ხალხური სიმღერების (უფრო გურულის)     უბადლო შემსრულებლად გვევლინება. დღესაც აღიარებულია  მისი მაღალი ტონალობის პირველი ხმა, რომელიც ნებისმიერ პროფესიონალთა ანსაბლს შეეწყობოდა.

ბატონი ლადოს განვლილი გზა ბუნებრივად მოიცავს ბევრ აღმართ-დაღმართიან მონაკვეთს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, საკუთრივ ადამიანის ცხოვრებაა ასეთი და ყველა უნდა ეცადოს, უფლისგან ნაბოძები სიცოცხლე სასიკეთო საქმეს მოახმაროს და ოჯახის და სამშობლოს სიყვარულში დახარჯოს.

მეგობრები.

ბოლო 2 ფოტო გადაღებულია  სოფელ შემოქმედში, მის ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლში, სადაც დაბადებიდან 90 წელი მიულოცეს იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ახლო მეგობრებმა. (2021 წ.)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 97
    ვულოცავთ _ რეზო თედორაძე-91ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
  • 95
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 94
    მეფუტკრეობა და გარემო„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…
  • 92
    ოზურგეთის კლინიკაში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა.ოზურგეთის კლინიკაში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა. პატარა „გოლიათი“ 5 კილოგრამსა და 800 გრამს იწონის. ინფორმაციას კლინიკის დირექტორი დავით მდინარაძე ავრცელებს.