აშშ ისევ ღრმად შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული რიტორიკით და მმართველი პარტიის ქმედებებით. განცხადებები, რომელიც ოპოზიციის არაკანონიერად ცნობას ეხება, არის ამის მაგალითი.“_  განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტ  ალექს რაუფოღლოს კითხვის საპასუხოდ.

„როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ასევე მთავრობის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის გაცხადებულ გეგმასთან წინააღმდეგობაშია და შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საფუძველს წარმოადგენს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტონ კრიტიკოსთა დემონიზება და მოეშვან წინააღმდეგობის სივრცის შემცირებას, ასევე დაუბრუნდნენ დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“– თქვა მილერმა.

წყარო:multimedia.ge

მსგავსი სტატიები